საკითხავისურათებიუცნაური

10 ყველაზე უცნაური ნივთი რაც კი ოდესმე გაყიდულა Ebay-ზე.

10 ყველაზე უცნაური ნივთი რაც კი ოდესმე გაყიდულა Ebay-ზე.

ქალაქი ტექსასში

ქალაქი ტექსასში თავისი სახლებით და ტავერნით Ebay-ს აუქციონზე იქნა გამოტანილი 2007 წელს. გაყიდვის მიზეზი იყო ის, რომ ქალაქი ნელ-ნელა იცლებოდა და მყიდველს უნდა შეეჩერებინა ქალაქის დაცლა. თავიდან ვაჭრობა კარგად წავიდა, მაგრამ საბოლოო შეთავაზებაც ვერც კი მიაღწია სარეზერვო თანხას – 2.5 მილიონ ამერიკულ დოლარს. ამიტომაც ქალაქი გაიყიდა როგორც ცალკე ლოტები, ანუ ცალკე სახლები, მიწები და ა.შ.

მოჩვენება ქილაში

ამერიკელმა გამოიტანა აუქციონზე ძველი ჭუჭყიანი ქილა და ამტკიცებდა, რომ ამ ქილაში ცხოვრობდა მოჩვენება და მას სურდა, რომ გაეყიდა ეს ქილა, რადგან მას ის აშინებდა. პრესაში ინფორმაცია მალევე გავრცელდა და ქილა საბოლოო ჯამში გაიყიდა 50 000 დოლარად. მყიდველის ბედი უცნობია, მაგრამ აი გამყიდველმა კი კარგად იხეირა. მან საშიში ქილა მოიცილა და ასევე კარგა ბლომად იშოვა ფულიც.

სარეკლამო ადგილი

ფული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყველანი ვცდილობთ, რომ ის როგორმე გამოვიმუშავოთ, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი შუბლი გაგეყიდათ როგორც სარეკლამო ადგილი? ნებრასკის მცხოვრებმა აუქციონზე გამოიტანა ლოტი, რომლის მიხედვითაც ის ყიდდა სარეკლამო ადგილს შუბლზე 30 დღით. ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა შეადგინა 322 დოლარი. არც ისე ცუდია.

თირკმელი

ორგანოების გაყიდვა დღესდღეობით არის ფულის გამომუშავბების ყველაზე ექსტრემალური საშუალება. სასოწარკვეთილმა კაცმა ფლორიდიდან სცადა, რომ გაეყიდა თავისი თირკმელი Ebay-ს საშუალებით, მაგრამ ორგანოების გაყიდვა ამ გზით არის არაკანონიერი და ამიტომაც აუქციონი დაიხურა, ხოლო სანამ დაიხურებოდა ბოლო ლოტი იყო 5.7 მილიონი ამერიკული დოლარი.

სენდვიჩი ყველით

თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ ეს სენდვიჩი არის რატომღაც გასნაკუთრებული რადგან მისმა ფასმა მიაღწია 28 000 დოლარს. ალბათ თქვენ მართლებიც იქნებით. სენდვიჩის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ როდესაც მას აცხელებთ ტოსტერში გამოისახება წმინდა მარიას სახე.

ბრიუსელის კომბოსტო

ბევრ ევროპელს შობის ვახშმის შემდეგ სახლში რჩება უამრავი ბრიუსელის კომბოსტო, მაგრამ ცოტას თუ მოსდის აზრათ ის ფაქტი, რომ დარჩენილი კომბოსტო გაყიდოს აუქციონზე. ბრიტანეთის მოქალაქემ გასაყიდად გამოიტანა 2005 წლის შობის შემდეგ ერთი ცალი კომბოსტოს თავი გასაყიდად და კომბოსტო საბოლოო ჯამში გაიყიდა 99.5 ფუნტ სტერლინგთან.

რეაქტიული გამანადგურებელი

eBay-ზე ხშირად იყიდება მანქანები და ნავები, მაგრამ აი F18-ის ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი სრული მოულოდნელობა იყო. კალიფორნიის მოქალაქემ თვითმფრინავი წამოიღო ჯართიდან და გადაწყვიტა, რომ გაეყიდა 1 მილიონ დოლარად. ამერიკის მთავრობას არ მოეწონა მსგავსი ფაქტი და თვითმფრინავი არ გაიყიდა, რადგან მიზეზი იყო ის, რომ თვითმფინავს არ უნდა დაეტოვებინა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია. თვითმფრინავს საბოლოოდ რა ბედი ეწია უცნობია.

ქორწილზე დაპატიჟება

ზოგჯერ რთულია ქორწილისთვის კავალერის პოვნა. იგივე პრობლემა გაუჩნდა ლოდნონის ერთ-ერთ მაცხოვრებელს და გადაწყვიტა, რომ ეპოვა კავალერი და თან ამისგან ეშოვა ცოტაოდენი ფული. EBAY-ს საშუალებით ამ ადამიანმა კავალერიც იპოვა და თან გამოიმუშავა 535 ფუნტი სტერლინგი. მყიდველის ვინაობა უცნობია.

ცხოვრება

მას შემდეგ რაც მისი ქორწინება შეწყდა ავსტრალიაში მცხოვრებმა ადამიანმა სახელად ბრიტმა გადაწყვიტა, რომ დაეწყო ცხოვრება თავიდან. ამისთვის მან მოიფიქრა შემდეგი რამ: მან გაყიდა EBAY-ზე თავისი ძველი ცხოვრება. ლოტი მოიცავდა მანქანას, სახლს და მეგობრებთან ნაცნობობასაც კი. საერთო ჯამში ბრიტის ძველ ცხოვრებაზე უფლება იყიდა კინოკომპანია Dysney-მ. ალბათ ეხლა ბრიტის ყოფილი ცოლი თავში ხელებს ირტყამს.

ბავშვები

დღეს ბევრი მშობელი ხუმრობით ემუქრება თავის შვილს, რომ თუ “ცუდად მოიქცევი გაგყიდი”. ერთ-ერთი გერმანული ოჯახი მართლაც წავიდა ძალიან შორს და შექმნეს ლოტი, რომლის მიხედვითაც ისინი ყიდიდნენ ბავშვს. საწყისი ფასი იყო 1 ევრო. ამან გერმანიაში დიდი ხმაური გამოიწვია. გერმანულმა მთავრობამ ვერ გაიგო მშობლების ხუმრობა და ბავშვი წაიყვანა. დაიწყო გამოძიება ვაჭრობს თუ არა ოჯახი ბავშვებით.

თეგები
Back to top button
Close
Close