არქივი

ეკატერინე II დიდი: ბიოგრაფია, მიღწევები და სიკვდილი

168d1c63aa93

ეკატერინე მეორე დიდი (რუს. Екатерина II Великая; ქალიშვილობაში სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი) რუსეთის იმპერატორი იყო 1762-1796 წლებში და რუსეთის ისტორიაში მდედრ ლიდერებს შორის, იგი ყველაზე დიდი ხანი მართავდა იმპერიას. მან მეფობის დროს საგრძნობლად გააფართოვა რუსეთის საზღვრები. ეკატერინე მეორეს მიღწევები ხშირად ექცევა ჩრდილის ქვეშ მის პირად ცხოვრებაზე არსებული ლეგენდებისა და ჭორების გამო.

პრუსიის პრინცის ქალიშვილი, სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი დაიბადა 1729 წელს. თინეიჯერობის დროს იგი ცოლად გაჰყვა რუს პრინცს, რომელიც შემდეგში იმპერატორი პეტრე III გახდა. ფრედერიკამ ახალი სახელი, ეკატერინე ალექსიევნა შეირქვა. იმპერატორ პეტრე მესამეს სისუსტე შეატყვეს და მისმა ცოლმა, ეკატერინემ იგი გამეფებიდან 6 თვის შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდო ოფიცერი გრიგოლ ორლოვის დახმარებით, რომელთანაც მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ეკატერინე მეორემ ტახტის განმტკიცების მიზნით პეტრე III ჯერ ციხეში დაამწყვდია, შემდეგში კი მისი მოკვლა ბრძანა.

ეკატერინე მეორეს განათლებულ მმართველად მოიხსენიებენ. როგორც ცნობილია იგი მიწერ-მოწერებს აწარმოებდა ფრანგ ფილოსოფოს ვოლტერთან. მას იზიდავდა ხელოვნება. ერმიტაჟის მუზეუმი სწორედ მისი მეფობის დროს აიგო, ეს მუზეუმი მისი პერსონალური კოლექციის ნაწილია. ეკატერინეს მმართველობის დროს რუსეთში დასავლური(ევროპული) ფილოსოფია და კულტურა განვითარდა. ეკატერინე მეორე ასევე შესანიშნავი იყო როგორც მთავარსარდალი და ჯარის უფროსი, მისმა ჯარისკაცებმა დიდი რაოდენობის ახალი მიწები დაიპყრეს. მან რუსეთში ბატონყმობის სისტემა დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდიდა მის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის რისკს.

ძალა და სიყვარული

“ეკატერინეს მიმართ, რომელიც რუსეთს 1762 წლიდან 1796 წლამდე მართავდა, ვერავინ ვერასოდეს ვერ გამოხატავდა პრეტენზიას” – წერს იზაბელ დე მადარიაგა, ლონდონის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი და ავტორი წიგნისა “A Short History of Catherine the Great”.
მადარიაგა ასევე წერს, რომ ეკატერინეს ხელსაყრელი მომენტი გამოუჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 1761 წელს მისი ქმარი ტახტზე ავიდა. მათ ერთმანეთი სძულდათ და თანაც პეტრე მესამე რუსეთს ძალიან სუსტად მართავდა, კერძოდ კი იგი საშინელ სამხედრო კაპმანიას ატარებდა დანიის წინააღმდეგ. პეტრემ საბოლოოდ გადაიმტერა ეკლესია, როდესაც მათი კუთვნილი მიწების დასაკუთრება მოინდომა და თან თავისი საყვარლის ცოლად მოყვანაც კი სცადა.

“მისი პოლიტიკა იმდენად სუსტი იყო, რომ რამოდენიმე ჯგუფმა მალევე დაიწყო მისი ტახტიდან ჩამოგდების მცდელობა.” – წერს მადარიაგა. ეკატირინემ ამ ჯგუფებს დაასწრო პეტრეს დახტიდან ჩამოგდება თავისი რომანტიკული ურთიერთობის წყალობით გრიგორი ორლოვთან, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის გვარდიის ოფიცერი იყო. სწორედ გრიგორის ჯარის დახმარებით გახდა ეკატერინე მეორე 1962 წლის ივლისში იმპერატორი. პეტრე მესამემ სანქტ-პეტერბურგიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა იგი მალევე დააპატიმრეს და აიძულეს ტახტის დაკარგვა ეღიარებინა, შემდეგ კი მოკლეს.

გრიგოლ ორლოვის მსგავსი, ძალიან ბევრი შეყვარებული ჰყავდა ეკატერინეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეკატერინეს ჩვეულებას, უამრავჯერ შეიცვალოს საყვარელი, გვიმტკიცებს მის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელიც მან პრინც გრიგორ პოტიომნიკს მიწერა. მას პოტიომნიკთანაც ჰქონდა რომანი 1774-75 წლებში.

“მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩემს გულს არ შეუძლია უსიყვარულოდ გაძლება თუნდაც 1 საათით. ნათქვამია, რომ ადამიანების ნაკლები ხშირად დამალულია სიკეთის საფარველში და შესაძლებელია ეს ჩემი გულის ზნე-ჩვეულება დიდი ნაკლია. ამ წერილის მოწერა ჩემი ვალი იყო, რათა იქნებ შენ შეწყვიტო ჩემი სიყვარული ან არ წახვიდე ჯარში. ვშიშობ შენი დავიწყება მომიწევს…”
(წერილი ამოღებულია წიგნიდან “რუსეთის ქრონიკები”(The Russian Chronicles), 1998 წლის გამოშვება, გამომშვები Quadrillion Publishing, რედაქტორი ჯოზეფ რაიანი.)

იმპერიის გაფართოება

როდესაც ეკატერინე რუსეთის სათავეში ჩადგა, სამხედრო მდგომარეობა შედარებით კარგი იყო. მის გამეფებამდე რუსეთის ჯარმა 2 ბრძოლაში დაამარცხა ფრედერიკ დიდის(პრუსიას მეფე) სამხედრო ძალები. პირველი ბრძოლა იყო გროს-იაგერსდორფში(Gross-Jägersdorf) 1757 წელს, ხოლო მეორე კუნესდორფში (Kunersdorf). როგორც სიმონ დიქსონი(ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი) წერს თავის წიგნში, სახელად “ეკატერინე დიდი”(“Catherine the Great”, ბიოგრაფიული წიგნი, გამოშვებული 2009 წელს), ამ გამარჯვებებმა რუსეთის პოზიციები გაამყარეს აღმოსავლეთ ევროპაში.

1763 წელს პოლონეთის მეფის, აუგუსტუს მესამეს სიკვდილის შემდეგ ეკატერინემ მოახერხა პოლონეთის ტახტზე თავისი შეყვარებულებიდან ერთ-ერთი დაესვა, ეს იყო სტანისლავ პონიატოვსკი. ეკატერინემ დაიჟინა პოლონელი მართმადიდებლებისა და პროტესტანტების უფლებების ამაღლება, რაც გაანაწყენებდა კათოლიკე პოლონელებს. პონიატოვსკიმ შეასრულა ეკატერინეს ეს ბრძანება. ამ დაჟინებამ აჯანყება გამოიწვია და რუსეთს პონიატოვსკის დასახმარებლად პოლონეთში ჯარის გაგზავნა მოუწია. რუსეთის ჯარების პოლონეთში შესვლამ მეზობელი ქვეყნებიც დააშინა.

განსაკუთრებით შეშინდა თურქეთის სულთანი, მას ეშინოდა, რომ რუსეთი პოლონეთში ჯარების ჩაყენებით შეძლებდა ბალკანეთზე გასვლას და შემდეგ თვითონ ისტნბულის დაპყრობასაც. ფრანგ დიპლომატებთან მოლაპარაკებების შემდეგ და 1768 წლის ოქტომბერში რუს ჯარებთან ინციდენტის შემდეგ, თურქეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა.

ფრედერიკ დიდი ფიქრობდა, რომ ომი უშედეგოდ დამთავრდებოდა და ამ ომს მოიხსენიებდა როგორც “ცალთვალასა და ბრმის დაპირისპირებას”. თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იგი ცდებოდა. 1769 წელს რუსეთი ომში კარგად დაწინაურდა. მათ ძირითად ომებში გამარჯვება მოიპოვეს: ლარგას ბრძოლასა და კაგულის ბრძოლაში, ორივე 1770 წლის ზაფხულში იყო. ასევე 1770 წელს რუსეთის საზღვაო ესკადრონმა ხმელთა შუა ზღვის აღმოსავლეთით თურქეთის ფლოტი დაამარცხა.

ეკატერინეს საქმიანობებმა პოლონეთისა და თურქეთის წინააღმდეგ მისთვის დადებითად იმოქმედეს. 1772 წელს პოლონეთი დანაწევრებული იყო, მის ნაწილებს ფლობდნენ რუსეთი, პრუსია და ავსტრია. 1774 წელს, როდესაც რუსეთი ჯარი ისტანბულს მიადგა, თურქებმა რუსებს ომის შეწყვეტა შესთავაზეს, სამაგიეროდ დათმეს შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპიროები.

რა თქმა უნდა ეკატერინე ქალბატონი იყო და პირადად ვერ იღებდა მონაწილეობას ომებში, თუმცა მან თავისი ტემპერამენტი და შეუპოვრობა დაამტკიცა რუსეთის ტერიტორიების საგრძნობლად გაფართოებითა და გავლენის მოპოვებით.

ბატონყმობა და აჯანყება

როდესაც ეკატერინე ტკბებოდა მისი სამხედრო წარმატებებით, რუსეთის სოციალური მოწყობა ძალიან არასაიმედოდ გამოიყურებოდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მონა იყო. მათი საცხოვრებელი პირობები საშინელი იყო. მონები, რომლებიც მაღაროებსა და ქარხნებში მუშაობდნენ მხოლოდ საშუალო ასაკამდე ცოცხლობდნენ.

მიუხედავად ამისა, 1767 წელს მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც, მონას, რომელიც პროტესტს გამოხატავდა, მიესჯებოდა სასჯელი. ამ კანონის გამოცემა ეკატერინე მეორეს ბრძანება იყო.

მონების ასე დამცირება ეკატერინეს მთლად არ შერჩენია, 1773 წელს იემელიან პუგაჩოვმა პეტრე მესამის(ეკატერინეს ყოფილი ქმარი და იმპერატორი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე) განსახიერება გადაწყვიტა, მან სახალხოდ გამოაცხადა რომ პეტრე III იყო და დაიწყო აჯანყება. მისი აჯანყება ძირითადად მონებსა და დაბალი ფენის წარმომადგენლების მხარში ამოდგომაზე იყო დამოკიდებული.

“ჩვენ გაგანთავისუფლებთ ყველანაირი გადასახადისაგან და ბოროტი სულგრძელი ადამიანებისგან. საბოოოდ მოგაშორებთ მექრთამე მოსამართლეებისაგან…” – ამბობდა პუგაჩოვი. იგი ხალხს მიწების დაბრუნებასა და ბედნიერ ცხოვრებას პირდებოდა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, იგი დაიჭიერს და მოკლეს, ბატონყმობა კი ეკატერინეს სიკვდილის შემდეგაც კი გაგრძელდა.

სიკვდილი და მემკვიდრეობა

შეტევის გადატანის შემდეგ, 1796 წლის 17 ნოემბერს ეკატერინე მეორე მშვიდად მოკვდა ლოგინში. იგი 67 წლის იყო. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მისმა მტრებმა გაავრცელეს ჭორები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს. მაგალითად ჭორია ისტორია, რომელიც გვეუბნება, რომ ეკატერინე მეორე ცხენთან სექსის დროს მოკვდა. არის ჭორი, რომლის მიხედვითაც ეკატერინე საპირფარეშოში მოკვდა. არცერთი ჭორი არ შეესაბამება სიმართლეს.

ეკატერინეს მემკვიდრე პავლე პირველი იყო. იგი ეკატერინეს შვილი იყო სავარაუდოდ პეტრე მესამისგან, მაგრამ არის მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც პავლეს ნამდვილი მამა სერგეი სალტიკოვი იყო(ეკატერინეს ერთ-ერთი შეყვარებული). ყოველ შემთხვევაში, პავლეს დიდი ხანი მაინც არ უმეფია, იგი 1801 წელს მოკლეს.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button