კულტურა

პუტინის საჩუქარი

dbc5ee8a829d
ინტერნეტში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის მისალოცი ეროტიკული კალენდარი გამოჩნდა. 2011 წლის კალენდარს Happy Birthday, Mr Putin! ჰქვია და ის პირველად მოძრაობა “Наши”-ის პრესმდივანმა კრისტინა პოტუპჩიკმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა.

ეროტიკული კალენდრისთვის ფოტოგადაღებაში მონაწილეობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 12-მა სტუდენტმა გოგონამ მიიღო, რომლებმაც რუსეთის პრემიერს 58-ე დაბადების დღე საცვლებისამარა მიულოცეს.

ეროტიულ ფოტოებს თან ახლავს საკმაოდ გულახდილი წარწერები:
“ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენ საუკეთესო ხართ!”, “ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მე თქვენ მჭირდებით!” კალენდარი უკვე იყიდება მოსკოვის ჰიპერმარკეტებში.

8142fc729930

კალენდრის პროდუსერი ვლადიმერ ტაბაკი პოლიტიკურ შეკვეთას გამორიცხავს: “რა თქმა უნდა, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისადმი ჩვენ ყველა სიმპათიით ვართ განწყობილნი, მაგრამ ამით არავის არაფრისკენ მოვუწოდებთ. უბრალოდ, მყვირალა პროექტი გავაკეთეთ და ვიდემოვნებთ, რომ პუტინს მოეწონება”.

კალენდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მესამეკურსელმა კატია სახაროვამაც, რომლის ფოტოს წარწერა: “ვინ, თუ არა თქვენ?” ახლავს.

“ეს ვლადიმერ პუტინისთვის მხოლოდ საჩუქარია და პროექტი პოლიტიკასთან კავშირში არ არის. როცა გადაღებაში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი”.
დაბადების, დღისთვის

წყარო: ambebi.ge

ჩემი პირველი პოსტია

მსგავსი ამბები

Back to top button