გართობაუცნაური

8 საინტერესო ფაქტი რვაფეხებზე

4f5ea0429993

ამ პოსტში წარმოგიდგენთ 8 საინტერესო ფაქტს რვაფეხებზე.

როგორც იცით რვაფეხებს 8 ხელი აქვთ(ხელი წარსულში ფეხად იყო მიჩნეული, აქიდან არის წარმოშობილი სახელიც). ნუ ეს ფაქტი ალბათ ყველა თქვენგანმა იცის… მაგრამ იცით თუ არა, რომ უკლებლივ ყველა რვაფეხას აქვს შხამი? იცით, რომ რვაფეხები შემჩნეულები არიან ინსტრუმენტების, ხელსაწყოების ხმარებაში? მოკლედ ამ პოსტში იხილავთ 8 საინტერესო ფაქტს ცეფალოპოდებზე, რომლებიც ამოკრეფილია კეტრინ ჰერმონის წიგნიდან “რვაფეხები! ზღვის ყველაზე იდუმალი ქმნილებები”(Octopus! The Most Mysterious Creature In the Sea, 2013).

8. როდესაც მოწყენილები არიან, ისინი ჭამენ საკუთარ ხელებს

დატყვევებული რვაფეხების მომვლელების ყურადღება შემდეგმა ფაქტმა მიიპყრო: დეკორირებული აუზისაგან განსხვავებით, სადაც მრავლი ნიჟარა და მცენარეა, ცარიელ აუზში რვაფეხა ძალიან იწყენს და ეს მოწყენა სტრესშიც გადადის. ზოგჯერ ამ სტრესს ავტოფაგიაც, ანუ თვითკვებაც მოჰყვება. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მოწყენისა და სტრესის დროს რვაფეხები საკუთარ საცეცებიან ხელებს ჭამენ.

7. რვაფეხებს გააჩნიათ შხამი

უკლებლივ ყველა რვაფეხას აქვს შხამი. ეს შხამი მის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიისგან წარმოიქმნება. თუმცა არ ინერვიულოთ, მათ უმრავლესობას არ აქვთ იმ რაოდენობის შხამი, რომ ადამიანების დაზიანება შეძლონ. ძალიან საშიშები არიან ლურჯრკალიანი რვაფეხები(ისეთი როგორიც სურათეა გამოსახული), მათ ერთ ნაკბენს შეუძლია საშუალო ასაკის ადამიანის პარალიზება.

6. ისინი იყენებენ ხელსაწყოებს
2287b63617c8

დიახ, სწორედაც რომ დელფინების, შიმპანზეებისა და ყვავების მსგავსად რვაფეხები მიეკუთვნებიან ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ ცხოველებს. ეს დაკვირვებებმა დაამტკიცეს. 2009 წელს მეცნიერებმა იხილეს, რომ რვაფეხა Amphioctopus marginatus იყენებდა გატეხილ ქოქოსს მოძრავ სახლად.

“როდესაც მე ვაკვირდებოდი და ვიდეოებს ვუღებდი რვაფეხებს, რომლებიც იმალებოდნენ ნიჟარებში, ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ოდესმე ვიხილავდი რვაფეხას, რომელიც შუაზე გატეხილი ქოქოსის ნაწილებს ერთმანეთს დაადებდა და მას მოძრავ სახლად გამოიყენებდა.” – ამბობს ჯულიან ფინი, ბიოლოგი, რომელიც ამჟამად მუშაობს ავსტრალიის მუზეუმ “ვიქტორიაში”.

5. მათ შუეძლიათ გახსნან აბების კოლოფი, რომელიც სპეციალურად არის კარგად დაცული, რათა ბაშვებმა ვერ გახსნან
a04e4bece234

ნუ თუკი ყველა რვაფეხას არ შეუძლია ამის გაკეთება, გიგანტურ მდედრ რვაფეხას, სახელად ბილის მაინც შეუძლია. სიეტლის აკვარიუმის ბიოლოგებმა ბილის ძალა და სიჭკვიანე კოლოფის გახსნის კონკურსში დატესტეს, რომელიც სპეციალურად იწარმოება წამლებისთვის და კარგად დაცულია, რათა ბავშვებმა ვერ გახსნან. ამ კოლოფში ბილის საკვები იყო. ბილიმ 5 წუთში მოახერხა კოლოფის გახსნა და მისი საკვების მირთმევა! თუმცა ეს სულაც არაა იმ ქმნილებისგან გასაკვირი, რომელსაც შეუძლია პატარა ზომის და კარგად დაცული მოლუსკების ნიჟარების გახსნა… ასე რომ, ნუ შეგვეპარება ეჭვი რვაფეხების ძალასა და ინტელექტში.

4. ისინი კამუფლაჟის სპეციალისტები არიან
afc23007497b

რვაფეხებს მთლიანი სხეულის ფერის შეცვლა შეუძლიათ სულ რაღაც 0.3 წამში. ისინი არამარტო ფერს იცვლიან, არამედ ზოგიერთი საგანის ფორმასაც იღებენ, მაგალითად თუ ქვის გვერდზე სურთ დამალვა, იმ ქვის ფერსა და ფორმას მიიღებენ!

3. რვაფეხები ცხოვრობენ სწრაფად და კვდებიან ადრე
3e14d212053e

საშუალოდ რვაფეხები 1-2 წელი ცხოვრობენ. ზოგიერთი სახეობის წარმომადგენელი 6 თვესაც კი ვერ ძლებს. როგორც ცნობილია მამრი რვაფეხები მდედრის(ცოლის) განაყოფიერების შემდეგ კვდებიან, ხოლო მდედრები შვილების გამოჩეკვისთანავე.

2. მათი საცეცები ძლიერი, მაგრამ მგრძნობიარეა
f9cdaf695224

ჩვეულებრივ რვაფეხებს თითო კიდურზე 240 “შემწოვი” აქვთ. დიდ შემწოვს შეუძლია დაახლოებით 15 კილოგრამის დაჭერა. ეს საცეცები ასევე ძალიან მგრძნობიარე არის. მათ შეუძლიათ შეიგრძნონ რაიმე ქიმიური ელემენტის ახლომახლო არსებობა(ზღვაში რა თქმა უნდა).

1. მათ უყვართ თამაში
6385a85492f1

რა თქმა უნდა ადამიანები სხვა ცხოველებისგან გამოირჩევიან, მაგრამ გართობა მარტო მათ არ უყვართ. ძაღლებიც ეთამაშებიან ადამიანებს, თუმცა რვაფეხები თავისითაც კი თამაშობენ! მეცნიერების აზრით რვაფეხები ძალიან გულმოდგინეები არიან და მათ მხოლოდ სტიმული სჭირდებათ. ერთ-ერთმა ბიოლოგმა იხილა, თუ როგორ ათამაშებდა პლასტიკურ ბოთლს რვაფეხა წყალქვეშ, თითქოს ბურთი ყოფილიყო.

სულ ეს იყო, იმედია რაიმე ახალი და საინტერესო გაიგეთ ამ პოსტის დახმარებით რვაფეხებზე.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button