არქივი

რომის უნიკალური ეგზემპლარი

7b72958306a0
ლონდონის ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე დამთვალიერებლებმა საკუთარი თვალით იხილეს უნიკალური რომი, რომელიც 53 000 დოლარად არის შეფასებული და რომლის შესახებაც ლეგენდები დადიოდა.


ეს სასმელი 1940 წელს ჩამოასხეს. ის რამდენიმე სახეობის რომის ნაზავს წარმოადგენს, ზოგიერთი მათგანი 1915 წლით თარიღდება.
ამ რომის გამორჩეულობა კოქტეილ Mai Tai-ს პოპულარობას უკავშირდება. საქმე ის გახლავთ, რომ 1944 წელს, როდესაც კოქტეილი Mai Tai გამოიგონეს, მან მაშინვე ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მწარმოებლებს ორ წელიწადში რომის მთელი მარაგი ამოეწურათ.

040a0443a3e4
ამიტომაც შეცვალეს მწარმოებლებმა – Wray-მ და Nephew-მ რომის დამზადების მეთოდები ისე, რომ მისი დამზადება უფრო სწრაფად მოხერხებულიყო და დისტილაციის სახეცვლილი მეთოდები გამოიყენეს. რა თქმა უნდა, სასმელი იმავე ხარისხის ვეღარ იქნებოდა. ტექნოლოგიის ცვლილებასა და კოქტეილის მოყვარულთა ინტერესებს ჭეშმარიტი რომის ხარისხი შეეწირა.

f966ee648424
აღარავის ჰქონდა ძველი, “რეფორმამდელი” რომის ხილვისა და დაგემოვნების იმედი. მაგრამ სამი წლის წინ სრულიად მოულოდნელად იამაიკის საწყობში ამ სასმელის 12 არამარკირებული ბოთლი აღმოჩნდა. აქედან რვა ბოთლი უკვე გახსნილი და გამოყენებული იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button