გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ჯეკ ნიკოლსონზე (ნაწილი IV)

13ea5f6035f3

მოგესალმებით, ჩემს მორიგ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ  მორიგი “საინტერესო და უცნობი ფაქტები” ამჯერად, ჰოლივუდის ლეგენდარულ მსახიობზე და XX საუკუნის ერთ-ერთ წარმატებულ ვარსკვლავზე, ჯეკ ნიკოლსონზე…

ჯეკ ნიკოლსონი 1937 წლის 22 აპრილს აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში ქალაქ, ნეპტუნში დაიბადა, მოცეკვავის ჯუნ ფრენსის ნიკოლსონის (სასცენო სახელი ჯუნ ნილსონი) ოჯახში. ბავშვის დაბადებიდან ექვსი თვით ადრე, კერძოდ 1936 წლის 16 ოქტომბერს ჯუნ ნილსონი ცოლად გაყვა იტალო-ამერიკელ მოცეკვავეს დონალდ ფურჩილოს (სასცენო სახელი დონალდ როუზი), რომელიც უკვე დაქორწინებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს იგი შეპირდა ბავშვის აღზრდას, ჯუნის დედამ — ეთელმა თვითონ გადაწყვიტა ბავშვზე მზრუნველობა, ხოლო ჯუნს ამით საშუალება მისცა გაეგრძელებინა თავისი საცეკვაო კარიერა.

მისი სრული სახელია – ჯონ ჟოზეფ ნიკოლსონი (John Joseph Nicholson).

მისი დაბადების გარემოებები არაჩვეულებრივია: ჯეკი ყოველთვის ფიქრობდა, რომ მას დედა და მისი უფრო და ზრდიდა. მან მხოლოდ ზრდასრულ ასაკში გაიგო, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები მისი ბებია და დედა იყო. ყოველივე ეს ქორწინების გარეშე მომხდარმა ორსულობამ გამოიწვია. 

 ნიკოლსონის თქმით, მან არ იცის ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა, ხოლო სიმართლე მხოლოდ ეთელმა და ჯუნმა იცოდნენ, თუმცა ამის შესახებ ისინი არავისთან არ საუბრობდნენ.

 ნიკოლსონის წინაპრები: ჰოლანდიელები, ირლანდიელები და იტალიელები იყვნენ. 
4390c68af533
სკოლის დამთავრებისას (1954 წელს) იგი კლასის კლოუნად აღიარეს ასე, რომ ჯეკის ნიჭი ჯერ კიდევ თანაკლასელებმა აღმოაჩინეს.

ნიკოლსონი – ამერიკული საკალათბურთო გუნდის, “ლოს-ანჟელეს ლეიკერსის” დიდი გულშემატკივარია. მის კონტრაქტებში მუდამ გათვალისწინებულია პუნქტი იმის თაობაზე, რომ როდესაც მისი საყვარელი გუნდი თამაშობს ამ დღეს ის ფილმის გადაღებებში მონაწილეობას არ ღებულობს.

მსახიობს მთელი მისი კარიერის მანძილზე 3 ოსკარი აქვს მოგებული (1976, 1984 და 1998 წლებში), , ხოლო ამ უკანასკნელი პრემიის ნომინანტი 9-ჯერ იყო (1970, 1971, 1974, 1975, 1982, 1986, 1988, 1993 და 2003 წლებში). ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ოსკარის ისტორიაში მამაკაცებში (12 ნომინაცია 3 გამარჯვება), იგი საერთო მაჩვენებლით მხოლოდ მერილ სტრიპს ჩამორჩება (17 ნომინაცია, 3 გამარჯვება). მსახიობს ასევე 7-ჯერ აქვს მოგებული “ოქროს გლობუსი” პრემია (1975, 1976, 1984, 1986, 1998, 1999, 2003) ხოლო ნომინირებული (1970, 1971, 1972, 1974, 1982, 1988, 1990, 1993, 2004 და 2007 წლებში იყო). 

მსახიობის აქტივში 81 საერთაშორისო ჯილდო და 65 ნომინაციაა. 

ნიკოლსონმა 2001 წელს კენედის ცენტრის პრემია მიიღო. 

მსახიობი არასოდეს გამოდის საჯაროდ ბნელი სათვალეების გარეშე.

ჯეკი ოფიციალურად ქორწინებაში მხოლოდ ერთხელ იყო მსახიობ, სანდრა ნაიტთან ერთად (1962-1968 წლებში).

მას რთული 17 წლიანი რომანი ჰქონდა მსახიობ, ანჟელიკა ჰიუსტონთან, რომელმაც ჯეკი მიატოვა მაშინ, როდესაც გაიგო, რომ რებეკა ბრუსარს მისგან შვილი შეეძინა. 

 რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეკ ნიკოლსონი და მარლონ ბრანდო მეზობლად ცხოვრობდნენ მალჰოლანდ დრაივზე. ბრანდოს გარდაცვალების შემდეგ ჯეკმა შეისყიდა მეზობლის საკუთარი სახლი $6.1 მლნ. დოლარად. სიახლოვეს ცხოვრობდა აგრეთვე მსახიობი უორენ ბიტი. ნიკოლსონი მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ჟურნალისტ ჰანტერ თომპსონთან.

ჰყავს ოთხი შვილი: ქალიშვილი ჯენიფერი (ნაიტისაგან), ქალიშვილი ჰანი (მოდელი, ვინი ჰოლმანისაგან), ქალიშვილი ლორეინი და ვაჟი რეიმონდი (ბრუსარისაგან).
7b9fb7de4937
ნიკოლსონი ადასტურებს, რომ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ის 2000-ზე მეტ ქალთან იწვა. ის ცნობილია იმით, რომ არასოდეს არ მოხვედრილა ტოპ-10 ცოცხალი სექს-სიმბოლოს სიაში, რომელიც ჟურნალმა – Maxim.-მა შეადგინა. 

ცხადია, რომ ჯეკი უკვე აღარ არის ისეთი მექალთანე, როგორიც ახალგაზრდობაში იყო. მან არც თუ ისე დიდი ხნის წინ განცხადება გააკეთა: “მე ვღებულობ ვიაგრას, მხოლოდ მაშინ, როდესაც დროს ერთ ქალზე მეტთან ვატარებ!” 

2011 წლის 11 სექტემბერს ჯეკ ნიკოლსონის სახლი ჰოლივუდში, რომელიც 1975 წლიდან გაქირავებულია, მთლიანად დაიწვა. ხანძარს 85 მეხანძრე აქრობდა, აქედან ორი კი ჰოსპიტალიზირებული იქნა.  

ნიკოლსონს აქვს საკუთარი ხელოვნების კოლექცია, სადაც ყველაზე ცნობილი პიკასოს ნამუშევრებია. 

2013 წლის სექტემბერში ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჯეკ ნიკოლსონმა თავისი სამსახიობო კარიერა მეხსიერების დაკარგვის გამო დაასრულა. მსახიობს თითქოს არ შეეძლო საკუთარი პერსონაჟების რეპლიკების ათვისება. თუმცა მალევე ინფორმაცია “100%-იანი სიცრუე” აღმოჩნდა. როგორც წყარომ გადმოსცა, ამჟამად ნიკოლსონი აქტიურად კითხულობს სცენარს და ამზადებს ახალ პროექტს.

08d55fcd8dbd

ebdb90be9a9d

წყარო: IMDb.com & Kinopoisk.Ru

 

თეგები

Jeremy

“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner “Eu faço música porque eu posso pegar meu violão e cantar, me satisfazer completamente, gratificação instantânea. Eu não preciso de um script, eu não as pessoas, eu não preciso de nada, câmeras, eu só tenho a mim mesmo e o meu violão ou teclado.” - Jeremy Renner

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close