საკითხავისასარგებლოუცნაური

8 ყველაზე ცნობილი მკვლელობა მსოფლიოს ისტორიაში

34d4e1cb09a3

ამ პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე გახმაურებულ მკვლელობებს.

ამ წლის 22 ნოემბერს ჯონ ფ. კენედის მკვლელობის 50 წლისთავი იყო. ეს იყო მკვლელობა, რომელმაც გააოცა მთელი მსოფლიო და ამერიკელი (და არამარტო ამერიკელი) ხალხის დიდი გულის ტკივილი გამოიწვია.

ზოგი იმასაც კი იძახის, რომ ა.შ.შ-ს 35-ე პრეზიდენტის მკვლელობამ ისტორია შეცვალა. რომ არ მომკვდარიყო კენედი, ა.შ.შ. ასე არეულ-დარეული არ იქნებოდა ვიეტნამის ომში.

მაგრამ ჯონ ფ. კენედი არ არის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სხვისი ხელებით მოკვდა. იგი შედის პოლიტიკური მოტივით მოკლული ლიდერების დიდ და გრძელ სიაში. აქ წარმოგიდგენთ 8 ყველაზე ცნობილ მკვლელობას მსოფლიოს ისტორიაში, იულიუს კეისარის მუხანათურად მოკვლით დაწყებული და მაჰათმა განდის თოფით განგმირვით გაგრძელებული.

1. რომაული ტრაგედია
bf0e0a2f2d63
მიუხედავად იმისა, რომ იგი დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა, იულიუს კეისარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერია, რომელიც მუხანათურ სიკვდილს შეხვდა. რომის იმპერიის “მარადიული დიქტატორი” ქრისტეს შობამდე 44 წელს მოკლეს. სენატორი ბრუტუსი და კასიუსი ხელმძღვანელობდნენ დაჯგუფებას, სახელად “ლიბერატორები”. სწორედ მათ ჩასცეს ზურგში მახვილი “პომპეის თეატრი”-დან გამოსულ კეისარს. მათი მოტივი? ეს იყო შიში, შიში იმისა, რომ კეისარი გაანადგურებდა სენატს და დაამყარებდა სრულ დიქტატურას. რა თქმა უნდა, როგორც კი კეისარი ჩამოიშორეს გზიდან, მათ თვითონ შექმნეს ტირანული მმართველობის ფორმა.

2. პატიოსანი აბე
13e68143b9a2
ასე მოიხსენიებდნენ აბრაამ ლინკოლნს, ბევრი ისტორიკოსის აზრით საუკეთესო პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. იგი მოკლეს 1865 წელს, საბედნიეროდ მან მოასწრო ა.შ.შ-ში მონობის მოსპობა და ქვეყნის აღმავლობის გზაზე დაყენება.
აბრაამ ლინკოლნი 1865 წლის 14 აპრილს(ამ დღეს ამერიკაში აღინიშნებოდა “კარგი პარასკევი”) ვაშინგტონში, “ფორდის თეატრში” დადგმას ესწრებოდა, როდესაც მსახიობი ჯონ უილკს ბუსი შევარდა პრეზიდენტის კაიუტაში და შუბლში ესროლა პრეზიდენტს ტყვია. შემდეგ ჯონ უილკსი ქვედა სართულზე ჩახტა დანით ხელში და ხმამაღლა წარმოსთქვა “Sic semper tyrannis”, ეს ნიშნავს “ასე ემართებათ ტირანიებს”. ეს სწორედ ის სიტყვებია, რომელიც ბრუტუსმა წარმოსთქვა კეისარის მკვლელობის დროს.

3. ძალადობის მოწინააღმდეგე ლიდერი
a652aa1e493b
ალბათ მიხვდით ვისზეა საუბარი, ეს არის მაჰათმა განდი, ლიდერი რომელმაც შეძლო ინდოეთის დიდი ბრიტანეთის ბრჭყალებიდან დახსნა არაძალადობრივი გზით. დიახ, სწორედაც 1920-იანი წლებიდან 1940-იან წლებამდე განდიმ შეძლო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვება, არა რევოლუციური გადატრიალებით ან რაიმე მაგდაგვარით, არამედ მშვიდობიანი მსვლელობებით. მაგრამ ადამიანი ხომ ისეთი არსებაა, რომელიც არაფერს არ აფასებს… 1948 წლის 30 იანვარს, ნათურიამ გოთსემ, ნაციონალისტმა მუსლიმმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა განდის “მშვიდობიან გზას” და “სისხლიანი გზის” მომხრე იყო, მაჰათმას 3-ჯერ ესროლა, რამაც განდის სიკვდილი გამოიწვია. მილიონობით ადამიანი მივიდა დაკრძალვის ცერემონიალზე, რათა პატივი ეცათ ღირსეული ლიდერისთვის.

4. ადამიანების უფლებების დამცველი გიგანტი
2ab8fa3273fd
მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორი იყო ლიდერი საზოგადოების უფლებათა დამცველი ორგანიზაციის. იგი განდის მსგავსად არაძალადობრივ პროტესტს უჭერდა მხარს. სწორედ არაძალადობრივი გზით ცდილობდა იგი მოეპოვა სამართლიანობა და აღმოეფხვრა რასობრივი დისკრიმინაცია. როგორც იცით იმ დროის ამერიკაში აფრო-ამერიკელებს თეთრკანიანებთან შედარებით შემცირებული უფლებები ჰქონდათ. კინგის წყალობით აფრო-ამერიკელების და თეთრკანიანების უფლებები გათანაბრდა, შავკანიანებს არჩევნებშიც კი შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. თეთრკანიანები კლავდნენ შავკანიანებს, ცემდნენ მათ, რათა არ შენარჩუნებულიყო არსებული სიტუაცია და დაბრუნებულიყო ძველი კანონები. 1968 წლის 4 აპრილს, სწორედ მათი მსხევრპლი აღმოჩნდა მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორიც. FBI-იმ მკვლელი დაიჭირა, მისი სახელი იყო ჯეიმს ირლ რეი. მან მარტინს მაშინ ესროლა, როდესაც კინგი მემფისის ერთ-ერთი მოტელის აივანზე იდგა. ჯეიმს ირლი წვრილ რასისტ კრიმინალად შერაცხა მედიამ, თუმცა დადიოდა ხმები, რომ კინგის მკვლელობა მთავრობის შეკვეთილი იყო.

5. უიღბლო ოჯახი
0444040e747e
კენედის ოჯახი სწორედაც რომ უიღბლო და ბედკრულია, მათ ტრაგედიები მრავალი თაობის განმავლობაში არ აკლდათ. 1963 წლის 22 ნოემბერს სნაიპერმა პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი მოკლა. კენედი ტეხასში, კერძოდ დალასის დეალი პლაზაზე მოკლეს. კომისიამ მკვლელობისათვის ლი ჰარვი ოსვალდი დასაჯა. ჰარვი ოსვალდი ყოფილი ამერიკელი ჯარისკაცი იყო, იგი საბჭოთა კავშირის ჯარში არ მიიღეს და კვლავ ა.შ.შ-ში დაბრუნდა. ოსვალდი მარტოდმარტო მოქმედებდა, მან ახლომდებარე წიგნების საცავის შენობის მე-6 სართულიდან ისროლა. ბევრს სჯერა, რომ ეს ინფორმაცია(რომელიც ოფიციალურია), არ არის სინამდვილე და დღესაც, მკვლელობიდან 50 წლის შემდეგ არავინ იცის ვინ მოკლა რეალურად კენედი.

ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ, ჯონ ფ. კენედის უმცროსი ძმა, რობერტ ფ. კენედი მოკლეს, როდესაც იგი პრეზიდენტობის კანდიდანტად იყრიდა კენჭს. მას უკვე მოგებული ჰქონდა კალიფორნიის პირველადი არჩევნები და საცეკვაო დარბაზიდან გამოსვლის დროს სირან სირანმა, პალესტინელმა ქრისტიანმა ესროლა მას და მოკლა თითქმის უკვე პრეზიდენტად არჩეული რობერტ კენედი. როგოც სირანი ამბობდა, მან ეს სირიის საკეთილდღეოდ გააკეთა.

6. მუსიკის სახე
52976a58f2b6
მკვლელობების უმრავლესობა ხდება პოლიტიკური მოტივებით, მაგრამ ეს მკვლელობა არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. ჯონ ლენონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი და ყოფილი “ბითლზის” წევრი, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, მას ესროლა მარკ დევიდ ჩეპმენმა. ეს მოხდა ნიუ იორკში 1980 წლის 8 დეკემბერს. თავიდან ჩეპმენი გეგმავდა, რომ თავი გიჟად განესახიერებინა, თუმცა შემდეგში მან აღიარა მკვლელობა და თქვა, რომ ეს ღმერთის ნება იყო.

7. ახალგაზრდა ჰერცოგი
b1c6d9185161
ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრე, არ ყოფილა მაინცდამაინც ხალხის რჩეული პერსონა და არც ძალიან ცნობილი იყო. პირიქით, ისტორიკოსები მას ახასიათებენ როგორც არაპოპულარულ და ისტერიულ პიროვნებას. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, იგი მაინც შევიდა ისტორიაში: მისმა სიკვდილმა გამოიწვია პირველი მსოფლიო ომის დაწყება! ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში თვით მკვლელია, ეს იყო გავრილო პრინციპი. მან 1914 წლის 28 ივნისს სარაჯევოში(ბოსნია) მოკლა ჰერცოგი.

ეროვნებით სერბი პრინციპი დაიბადა ბოსნიის ქალაქ ობიაიში. სერბეთი იმ დროისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, ბოსნია კი ავტრო–უნგრეთის იმპერიის ნაწილი (ოკუპირებული 1878 წელს და ანექსირებული 1908 წელს), დასახლებული მეტწილად სერბებით. პრინციპი გაერთიანდა ანარქისტულ, ნაციონალისტურ ორგანიზაციაში “ახალგაზრდა ბოსნია” (Млада Босния), რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა.
“ახალგაზრდა ბოსნიამ” გადაწყვიტა ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მკვლელობა.
ავსტრო–უნგრეთმა სერბეთს დამამცირებელი ულტიმატუმი წაუყენა. საყოველთაო გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – სერბეთი დათანხმდა. მიუხედავად ამისა, ავსტრიამ სერბეთი არაგულწრფელობაში დაადანაშაულა და დაიწყო ომი. 4 წლის შემდეგ ომი ავსტრია–უნგრეთის კაპიტულაციით დასრულდა. ბოსნია შეუერთდა სერბეთს. “ახალგაზრდა ბოსნიის” წევრების სურვილი ახდა, თუმცა გავრილო პრინციპი ამ ფაქტს ვერ მოესწრო – 3 თვით ადრე, 1918 წლის 28 აპრილს იგი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. სწორედ ამ ომმა ჩაითრია მთელი მსოფლიო და 1 კაცის მკვლელობას მილიონობით ადამიანის სიცოცხლის შეწირვა მოჰყვა.

8. შავი ძალა
657360d12ebf

მალკოლმ იქსი 1950-იან-1960-იანი წლების ყველაზე “ცოცხალი” პოლიტიკური ფიგურა იყო. იგი ობოლი გაიზარდა და მან დიდი დრო გაატარა ციხეში, სადაც იგი “ისლამის ერის” წევრი გახდა. მან მალე დაიწყო თავისი იდეების სისრულეში მოყვანა. მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორისაგან განსხვავებით, მან უარი თქვა არაძალადობრივ პროტესტზე. იგი იბრძოდა აფრო-ამერიკელების დისკრიმინაციის წინააღმდეგ. როდესაც მან დატოვა “ისლამის ერი”, იგი გამორჩეული პიროვნება გახდა. ერთი წლის შემდეგ, რაც მან ეს ორგანიზაცია დატოვა, იგი სიტყვით გამოსვლის დროს ჰარლემში დაცხრილეს. ეს მოხდა 1965 წლის 21 თებერვალს. შავკანიანთა მიერ აღიქმება მათი უფლებებისთვის მებრძოლ გმირად. 1992 წელს ამერიკელმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ გადაიღო ამავე სახელწოდების კინოფილმი, სადაც მთავარ როლს დენზელ ვაშინგტონი ასრულებს. ჰარლემის ერთ-ერთ მთავარ გამზირს მალკოლმ იქსის სახელი ჰქვია.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button