კულტურაუცნაური

დიქტატორების სიკვდილი: როგორ მოკვდა 13 ცნობილი ლიდერი?

6413de644d52
იცხოვრო ხმლით და მოკვდე ხმლით? მრავალი სასტიკი დიქტატორისთვის ეს გამონათქვამი სრული ჭეშმარიტებაა.

რეალურად, ომის ლიდერებისა და დიქტატორების ცხოვრება ბუნებრივი სიკვდილით სრულდება ყველაზე ხშირად, ხანდახან რაიმე სნეულებითაც. თუმცა ზოგჯერ ისინი განრისხებული ხალხის ხელით კვდებიან, ზოგჯერაც ჩუმი მკვლელობით. მეთიუ უაითის ანალიზებზე დაყრდნობით, დიქტატორების და სასტიკი მეთაურების 60 პროცენტზე მეტი მშვიდი, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მეთიუ უაითი ავტორი არის წიგნისა “The Great Big Book of Horrible Things: The Definitive Chronicle of History’s 100 Worst Atrocities”.

ცხოვრებამ მრავალ სასტიკ დიქტატორს გადაუხადა სამაგიერო, ზოგი მათგანის სიკვდილს საკმაოდ საინტერესო ისტორია ახლავს თან. ამ პოსტში ვისაუბრებ ცნობილი ლიდერების სიკვდილზე.

13. ბენიტო მუსოლინი (1883-1945)
eed1fb3eac49

იტალიელი ფაშისტი ლიდერი, ბენიტო მუსოლინი 1943 წლის ივლისში, როდესაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შანსები ფაქტიურად ამოიწურა, პოლიტიკოსებმა იგი “გააგდეს”. თანამდებობიდან განთავისუფლება მუსოლინის დასასრულის დასაწყისი იყო. იგი თითქმის გაგდებისთანავე დააპატიმრეს და ჩასვეს Hotel Campo Imperatore-ში. აქ ის სექტემბრამდე იქნა გაჩერებული, სანამ გერმანელმა პარაშუტისტ-მედესანტეებმა არ გაანთავისუფლეს. იგი გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ლომბარდიაში(ჩრდილოეთ იტალიის ნაწილი). მუსოლინი გრძნობდა რომ მისი აღსასრულის დრო ახლოვდებოდა. 1945 წელს მან ინტერვიუერს უთხრა:
“7 წლის წინ მე ყველასათვის საინტერესო პიროვნება ვიყავი, ახლა კი გვამი ვარ.”

მართლაც რომ, რამოდენიმე თვის შემდეგ იგი გვამი გახდა. 1945 წლის აპრილში მუსოლინი და მისი დიასახლისი იტალიიდან ესპანეთში ცდილობდნენ გაქცევას, თუმცა ისინი კომუნისტმა პარტიზანებმა შეიპყრეს და დაცხრილეს. მათი გვამები Milan’s Piazzale Loreto-ში გადაიტანეს და ჰაერში ფეხებით ჩამოკიდეს. გამვლელები აფურთხებდნენ და ქვებს ესვროდნენ ამ 2 გვამს.

12. იოსებ სტალინი (1878-1953)
7c8f3e479528

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი(ჯუხაშვილი). რუსი მმართველის მსხვერპლის დათვლა ძალიან ძნელია. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე ცოტა 3 მილიონი ადამიანი მოკვდა მისი ბატონობის დროს. მათი უმეტესობა დაისაჯა სიკვდილით ან მოკვდა საპატიმრო ბანაკში. თუმცა ეს რიცხვი არასრულია, კიდევ მილიონობით ადამიანი დაიღუპა შიმშილით, მის მიერ შემოღებული კანონების გამო.
თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სტალინის ანგარიშზეა 15 მილიონიდან 20 მილიონამდე ადამიანის სიკვდილი.

თვითონ სტალინი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1953 წლის პირველი მარტის ღამეს პოლიტიკოს კოლეგებთან ერთად ვახშმისა და კინოს ყურების შემდეგ, იგი თავის ოთახში შევიდა ცოტა ხნით დასაძინებლად, თუმცა ოთახიდან არასოდეს გამოსულა. მის მცველებს ბრძანება ჰქონდათ მიღებული, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეწუხებინათ სტალინი. მცველები აღელდნენ, როდესაც ნახეს რომ ოთახიდან ამდენი ხანი არ გამოდიოდა მათი ბატონი, თუმცა მისი ბრძანების არშესრულების მცველებს ძალიან ეშინოდათ. დაახლოებით საღამოს 10-11 საათი იქნებოდა, როდესაც სტალინის მოსამსახურემ მოიკრიბა მხნეობა და გაბედა ჯუღაშვილის ოთახის შემოწმება. იგი იატაკზე დავარდნილი და თავისი შარდით გაწუწული იპოვეს, როგორც ჩანდა მან გულის შეტევა მიიღო, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

გაჩერებული საათის მიხედვით, ისტორიკოსები მიიჩნევებ, რომ სტალინი დილის 6 საათსა და 30 წუთზე დაეცა ძირს. იოსებ სტალინმა 5 მარტამდე გაძლო. მისი სიცოცხლის ბოლო საათებში, მისმა ქალიშვილმა, სვეტლანამ დაწერა:
“მან სიცოცხლის ბოლო მომენტში თვალები გააღო, მისი თვალები საშინელი შესახედავი იყო – სიგიჟით, სიბრაზითა და სიკვდილის შიშით აღსავსე… უეცრად მან მარცხენა ხელი აწია და ზუსტად ვერ მივხვდი, ან რაღაცისკენ გაიშვირა, ან ჩვენ დაგვიქნია თითი… ამ მომენტის შემდეგ, მისმა სულმა დატოვა სხეული.”

11. ადოლფ ჰიტლერი (1889-1945)
676c5786ce16

ადოლფ ჰიტლერი, გერმანელი დიქტატორი, რომელიც იმ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომლებმაც სიბერემდე მთლად ვერ მიაღწიეს. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანიას საზარელი დღეები დაუდგა და როდესაც რუსეთის არმია ბერლინს უახლოვდებოდა, ჰიტლერი რაიხის საელჩოს დაბლა გათხრილ ბუნკერს აფარებდა თავს.

როდესაც ჰიტლერმა ბუნკერში შეიტყო ცუდი სიახლეები, მან მომზადება დაიწყო თავის მოკვლისთვის, რათა მტერს ხელში ცოცხალი არ ჩავარდნოდა. მან გაიგო მუსოლინის სიკვდილისა და გვამის შებღალვის შესახებ და ბრძანა, რომ მისი სხეული სიკვდილის შემდეგ დაეწვათ. მან ცოლად მისი დიასახლისი, ევა ბრაუნი მოიყვანა და ბრძანება გასცა მოეტანათ ციანიდის კაპსულები, რომლებიც ჯერ ჯოზეფ გებელსის(მინისტრი) შვილების ძაღლებზე იყო დატესტილი. 30 აპრილს ევა ბრაუნი და ჰიტლერი ბუნკერის ქვედა სართულზე ჩავიდნენ. ბრაუნმა ციანიდის კაპსულები დალია, როდესაც ჰიტლერმა ტყვია პირდაპირ საფეთქელში დაიხალა. ჰიტლერის ბრძანება ლეიტენანტებმა შეასრულეს და ცოლ-ქმრის გვამები დაწვეს. რუსმა ჯარისკაცებმა გვამის ნარჩენები იპოვეს და ეს ნარჩენებიც გაანადგურეს, რათა ჰიტლერისგან, რომელიც მსოფლიოს ძრავდა, არაფერი არ დარჩენილიყო.

10. ფრანცისკო ფრანკო (1892-1975)
add03a58b4ad

ფრანცისკო ფრანკო ესპანეთს 1939 წლიდან გარდაცვალებამდე მართავდა. მან დააშინა მისი ოპონენტები, შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები და მას, ვინც მის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა სასტიკად უსწორდებოდა.

ფრანკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, როდესაც მისმა ასაკმა 70 წელს მიაღწია. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, შესაბამისად მისი პოლიტიკური ძალაც სუსტდებოდა. ფრანკოს პარკინსონთან უწევდა ბრძოლა. ეს დაავადება ადამიანის მოძრაობას უშლის ხელს. 1975 წლის 30 ოქტომბერს იგი კომაში ჩავარდა. იგი 20 ნოემბრამდე ცოცხალ ადამიანად ითვლებოდა და 20 ნოემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

9. მაო ძედუნი (1893-1976)
e2b3cebe4168

ჩინელი კომუნისტი ლიდერი, მაო ძედუნიც ფრანცისკოს მსგავსად 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ასევე ფრანკოს მსგავსად მისი სიკვდილი ნელ-ნელა და დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. ბოლოს საზოგადოებაში იგი 1976 წლის მაისში იხილეს. ზუსტად არ არის ცნობილი თუ რა სნეულება ჰქონდა ძედუნს, თუმცა ვარაუდობენ რომ ეს იყო ლიუ გერიგის დაავადება, იგივე ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი, ანუ ნერვული უჯრედების დეგენერაცია, განადგურება.

1976 წლის 2 სექტემბერს მაოს გულის შეტევა დაემართა, ეს მისი დაღუპვის ნათელი წინაპირობა იყო. რამოდენიმე დღის გამნავლობაში იგი მრავალი სახის კრიზის განიცდიდა, მათ შორის ფილტვების ანთებასაც. საბოლოოდ 7 სექტემბერს მაო კომაში ჩავარდა, რომლიდანაც არასოდეს გამოსულა. 2 დღის შემდეგ, 9 სექტემბერს მაო საბოლოოდ გარდაიცვალა.

8. ფრანციზ “პაპა დოკ” დუვალიერი (1907-1971)
03d8fd952ee9

ფრანციზ “პაპა დოკ” დუვალიერი ჰაიტის მე-40 პრეზიდენტად 1957 წელს აირჩიეს და მან დაუყოვნებლივ დაიწყო ძალის განმტკიცება. იგი ოპონენტების მხარდამჭერებს აშინებდა და ყველას იშორებდა გზიდან. იგი სიკვდილით სჯიდა ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა. დუვალიერი ვუდუს რელიგიას მიჰყვებოდა და დროგამოშვებით მისი მსხვერპლების მოკვეთილ თავებთანაც ჰქონდა შეხება.

ფრანციზს დიდი პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან. მას 1959 წელს გულის შეტევაც კი ჰქონდა. საბოლოოდ დიაბეტმა და გულის პრობლემებმა იგი 1971 წელს მოკლეს.

7. კიმ ილ-სუნგი (1912-1994)
98d0db7366ce

კიმ ილ-სუნგი იყო ჩრდილოეთ კორეის პირველი მმართველი. მან 1948 წელს დაიდგა თავისი ოფისი და საფუძველი ჩაუყარა მის დინასტიას. მისი შვილიშვილი, კიმ ჯონგ-უნი დღესაც მართავს სახელმწიფოს, ასე რომ ტექნიკურად კიმ ილ-სუნგმა შეძლო თავისი ძალების შენარჩუნება და შთამომავლობისთვის გადაცემა. მან შეძლო 1994 წლამდე(მის სიკვდილამდე) თავისი პოზიციების გამყარება.

კიმის რეჟიმი შეიქმნა წარმოუდგენლად სამყაროს მოწყვეტილ ჩრდილოეთ კორეაში. მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, მან 1980-იან წლებში მაინც ვერ შეძლო თავისი ავადმყოფობის დამალვა. მან ჟურნალისტების კამერებს, მიუხედავად იმისა რომ თავს არიდებდა მათ, მაინც ვერ გამოაპარა კისერზე არსებული ძვლის კიბო.

82 წლის ასაკში, 1994 წლის 8 ივლისს კიმ ილ-სუნგის ცხოვრებას წერტილი დაუსვა გულის შეტევამ.

6. აუგუსტო პინოჩეტი (1915-2006)
12108c603b78

1973 წელს ჩილეს სათავეში აუგუსტო პინოჩეტი სამხედრო წარმატებების წყალობით მოხვდა. მისმა რეჟიმმა შეიწირა თითქმის ყველა, ვინც მის აზრს ეწინააღმდეგებოდა და აწამა ათასობით უდანაშაულო მოქალაქე.

პინოჩეტმა თანამდებობა მშივდობიანად დატოვა 1990 წელს და ძალაუფლება გადასცა დემოკრატიულად არჩეულ პატრისიო ეილუინ აზოკარს. ადამიანების უფლებების შელახვა მას მაინც არ შერჩა. 1998 წელს დიდი ბრიტანეთში მას შიდა პატიმრობა მიესაჯა, ანუ იგი საკუთარ სახლში იყო გამომწყვდეული და ჩილეში მხოლოდ 2 წლის შემდეგ დააბრუნეს, ისიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მას სუსტი არათანდაყოლილი ჭკუასუსტობა(დემენცია) აღმოაჩნდა.

2006 წლის 3 დეკემბერს, როდესაც პინოჩეტი დაადანაშაულეს 36 ადამიანის მოტაცებაში, 23-ის წამებასა და 1 ადამიანის სიკვდილში, პინოჩეტმა გულის შეტევა მიიღო და 7 დღეში გარდაიცვალა. ამ 7 დღის მანძილზე მას ფილტვების შეშუპებაც ჰქონდა. მას არ უღიარებია თავისი დანაშაული სიკვდილამდეც.

5. ნიკოლაე ჩაუშესკუ (1918-1989)
26f0508da513

1965 წლიდან გარდაცვალებამდე ნიკოლაე ჩაუშესკუ რუმინეთის დიქტატორი იყო. რუმინელი უკანასკნელი კომუნისტი მმართველი შობა დღეს, 25 დეკემბერს გამოასალმეს სიცოცხლეს. დეკემბრის თვეში ხალხი “ცუდ ხასიათზე” იყო, ისინი ამბოხებებს აწყობდნენ. ჩაუშესკუმ ჯერ კიდევ მცირედით კონტროლირებადი ხალხის დაწყნარება სცადა 21 დეკემბერს და სიტყვით გამოვიდა, თუმცა საზოგადოება მას სტვენითა და ყვირილით შეეგება. ფაქტმა, რომ ჩაუშესკუ გაოცებული იყურებოდა, მას შემდეგ რაც სიტყვა გააწყვეტინა ხალხის სტვენამ, საზოგადოებას სტიმული მისცა აჯანყებულიყო და ბოლო ნაბიჯი გადაედგა ნიკოლაეს დასაჭერად.

მეორე დღეს ჩაუშესკუ და მისი მეუღლე, ელენა, ბუქარესტიდან შვეულმფრენით გაიპარნენ. როდესაც გამწარებულ ბრბოს თავზე გადაუფრინა ვერტმფრენმა, ჩაუშესკუმ შვებით ამოისუნთქა, თუმცა ეს სულის მოთქმა მალევე ჩაუშხამდა. სპეცნაზმა წყვილი დაიჭირა. ნიკოლაე და ელენა დამნაშავედ ცნეს კორუფციასა და გენოციდში, მათ დახვრეტა მიესაჯათ. 10 დღიანი პერიოდი გამოცხადდა მომავალი მმართველის ასარჩევად, ნიკოლაესა და მისი ცოლის დახვრეტის პროცესი კი არ გადადებულა: ჩაუშესკუებსს ხელები ზურგს უკან შეკრული ჰქონდათ, ისინი ტყვიებს სახით ეგებებოდნენ. ერთ-ერთი ჯარისკაცი, ვინც მონაწილეობდა მათ დახვრეტაში, დორინ-მარიან სირლენი ყვება:
“იგი თვალებში მიყურებდა და ცოტა ხანში მიხვდა, რომ ამ წუთას მოკვდებოდა და ეს პროცესი არ გადაიდებოდა მომავალში არაფრის დიდებით, აი მაშინ კი მან ტირილი დაიწყო.”

4. იდი ამინი (დაიბადა 1925, 1928 ან 1930 წელს, გარდაიცვალა – 2003 წელს)
0c1a8c1d59eb

ასი ათასობით ადამიანი დაიღუპა უგანდაში იდი ამინის მმართველობის დროს. იგი უგანდას პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების წყალობით 1971 წელს გახდა. ამინი თანამდებობიდან ჩამოაგდეს და განდევნეს 1979 წელს. იგი გადაასახლეს ჯიდაში, საუდის არაბეთში, სადაც იგი წლების გამნავლობაში კომფორტულად ცხოვრობდა. ამინი იყო აფრიკის ყველაზე მკაცრი ტოტალიტარული რეჟიმის დამაარსებელი, შეფასებების თანახმად მის რეჟიმს ემსხვერპლა 300 000 – 500 000 ადამიანი, რომელთაგან 2 000 საკუთარი ხელით ჰყავს მოკლული.

ამინი თირკმლების სისუსტის გამო 2003 წლის ივლისში კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა 16 აგვისტოს. მას ამ დროს უკვე მე-5 ცოლი ჰყავდა მოყვანილი. ტელევიზიებში და გაზეთებში ამბობდნენ, რომ ამინის სიკვდილის მიზეზი მისი წონა იყო. სიკვდილის დროს იდი ამინი 220 კილოგრამს იწონიდა. მისი ზუსტი დაბადების თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა დაახლოებით რომ ვთქვათ, იგი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

3. სადამ ჰუსეინი (1937-2006)
f2f19ecea886

ერაყის დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა ძალაუფლება 2003 წელს დაკარგა, მას შემდეგ, რაც ა.შ.შ-ს ინიციატივით სამხედროები შეიჭრნენ ერაყში. ა.შ.შ-ს ჯარისკაცებმა ჰუსეინი იპოვეს “ობობის ხვრელში” დამალული, ეს იყო მიწის ქვეშ გათხრილი სამარხავი. იგი დააპატიმრეს და შემდეგში მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა, 1982 წელს 148 ერაყელის სიკვდილის გამო. მან ეს ხოცვა-ჟლეტა მათ შესაშინებლად მოაწყო, ვინც მის სიკვდილს ნატრობდა.

2005 წლის 30 დეკემბერს ჰუსეინი ბაღდადის “სამართლის ბანაკში” სახრჩობელაზე ჩამოკიდეს. მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები გაიჟონა და იქ ჩანს, რომ ჰუსეინი სიკვდილამდე ლაპარაკობდა, იგი მოუწოდებდა ერაყელებს ა.შ.შ-ს წინააღმდეგ ებრძოლათ.

2. მუამარ კადაფი (1942-2011)
1c09510e3c08

მუამარ კადაფი ლიბიის სათავეში 1969 წელს მოვიდა და 2011 წლამდე ლიბიას სასტიკად მართავდა. 2011 წელს კი ტრიპელში ჩაფრენინას იგი ლიბიური სამოქალაქო ომის მეამბოხეებმა დაიჭირეს. კადაფის ადგილმდებარეობა დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა რომ იგი სირტეში იმალებოდა. სირტე კი NATO-ს ავიაციამ დაბომბა 20 ოქტომბერს და მუამარ კადაფი კონვოით გაიქცა სირტედან.

ლიბიელმა ხალხმა იგი დაჭერის შემდეგ დაუნდობლად სცემეს. რა მოხდა ამ ცემის შემდეგ ჯერ კიდევ დავის საკითხია. პირველადი წყაროებით ჯვარედინი ცეცხლის დროს კადაფი შემთხვევით მოკვდა, თუმცა 2012 წლის Human Rights Watch-ის ცნობით, ეს არ არის სიმართლე. მობილურით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს კადაფი ტყვეობაში, ნაცემი და თავგატეხილი. ზოგი ამბობს რომ მას თავში ესროლეს. მოკლედ ფაქტი ერთია, იგი მკვდარია და მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია.

იხილეთ ვიდეო კადაფზე(18 წლამდე ამ ვიდეოს ნახვა მიზანშეუწონელია):

1. კიმ ჯონგ-ილი (1941 ან 1942-2011)
ade5f235aba7

მამამისის, კიმ ილ-სუნგის მსგავსად(რომელზეც ზემოთ ვისაუბრე), კიმ ჯონგ-ილმაც ქვეყნის მმართველობა და სიცოცხლე გულის შეტევით დაამთავრა. ჯონგ-ილის მმართველობის დროს ასი ათასიდან-მილიონამდე ჩრდილო კორაელი მოკვდა. გავრცელებული ინფორმაციით 69 წლის კიმი 2011 წელს მატარებლით მგზავრობისას გულის შეტევით გარდაიცვალა.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button