გამოგონებაგასართობიუცნაური

ჰონდას ახალი ინოვაცია

9e9b77a5f318
თვითბალანსირებადი სატრანსპორტო საშუალებები უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ერთერთი დიდი ნაბიჯი ამ მხრივ გადადგა კომპანია Honda–მ, რომელმაც ანონსირება მოახდინა თავის ახალი პროდუქტისა  Honda U3-X.

პროდუქტი წარმოადგენს უნივერსალურ ერთ ბორბლიან ველოსიპედს. ამ სატრანსპორტო საშუალებას გააჩნია 1 ბორბალზე რამოდენიმე მოძრავი მექანიზმი. თითოეულ ამ პატარა საბურავს შეუძლია იმუშაოს დამოუკიდებლად სხვებისაგან.

6a6b6b48ff35
6e4af192a7f3

ამის შედეგად Honda U3-X–ს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობა. არა მარტო წინ და უკან, არამედ გვერდებზეც, მარჯვნივ მარცხნივ და დიოაგონალზეც. ტრანსპორტის მართვა ხდება როგორც Segway–ში. მიმდინარე U3-X ვერსიას გააჩნია ექსპერიმენტალური მოდელის სტატუსი. მას ელემენტი ყოფნის სულ რაღაც 1 საათი, მისი წონა კი სულ რაღაც 10 კილოგრამია. ის ძალიან კომპაქტურია თავისი ზომებით და კონსტრუქციითაც. მასში გათვალისწინებულია დასაჯდომი ადგილის და ფეხის დასადების შეკეცვა. ჰონდა გეგმავს ამ პროტოტიპის უფრო დახვეწილი ვარიანტის ჩვენებას ოქტომბერში ტოკიოს ავტოსალონზე.
c55913be88a1
6bdb788f1dc6
4c63e306aeae
825bb41531f8

მსგავსი ამბები

Back to top button