ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

NASA-მ 5 პლანეტაზე წყლის ნიშნები აღმოაჩინა!


NASA-ს მეცნიერებმა კოსმოსის ტელესკოპით(HST) 5 პლანეტის ატმოსფეროში წყლის სუსტი ნიშნები შენიშნეს.

NASA-ს მეცნიერების ბოლო 2 გამოკვლევით მტკიცდება, რომ ამ პლანეტების ატმოსფეროში შეინიშნება ნისლი. ეს პლანეტები ჩვენი მზის სისტემაში არ არიან.

5-ივე პლანეტა, რომლებსაც წყლის ნიშნები ეტყობათ არიან ძალიან მხურვალენი და დაახლოებით იუპიტერის ზომის. როგორც მიხვდით, ეს პლანეტები ჯერ-ჯერობით  არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ მათზე სიცოცხლე გაჩნდეს. თუმცა მათ ატმოსფეროებში წყლის ნაშთების პოვნა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია პლანეტების ძიებაში, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლე გაჩნდეს.

ავი მანდელმა, ნასას მეცნიერმა განაცხადა:
“ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამ რამოდენიმე პლანეტაზე წყლის ნაშთები აღმოვაჩინეთ. ეს გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს კარგად შევადაროთ თუ როგორ მდგომარეობაშია წყალი სხვადასხვა სახის ექსოპლანეტებზე(მზის სისტემის გაღმა არსებული პლანეტა), მაგალითად შევადარებთ ცივსა და გაცხელებულ პლანეტებს.”

2 მეცნიერების გუნდი შეიკრიბა და ისინი ამ “ცხელ იუპიტერებს” აკვირდებოდნენ ტელესკოპით(Hubble’s Wide Field Camera 3). ეს ექსოპლანეტები შემდეგი სახელებით არიან ცნობილები: WASP-17b, HD209458b, WASP-12b, WASP-19b და XO-1b.

ხუთივე ექსოპლანეტის ატმოსფეროში ნაპოვნია სუსტი წყლის ნიშნები. ყველაზე დიდი ნიშნები აღმოაჩნდა WASP-17b-სა და HD209458b-ს.

“გამოაშკარაავო ექსოპლანეტის ატმოსფერო, ეს ურთულესია. თუმცა ჩვენ მათ ატმოსფეროებში შევამჩნიეთ ნათელი სიგნალი და ეს წყლის ნაშთები იყო.” – განაცხადა დრეიკ დემინგმა, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა და ნასას მრავალი გამოკვლევის ხელმძღვანელმა.

წყალი მიჩნეულია მრავალი ექსოპლანეტის ატმოსფეროს მთავარ შემადგენელ ნაწილად და მისი ნაშთები სხვა გალაქტიკებშიც არის აღმოჩენილი. თუმცა ეს უკანასკნელი მიგნება გამოკვლევების ისტორიაში მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას დაწვრილებით შეისწავლონ მათი ატმოსფეროს შემადგენელი ნივთიერებები.

წყლის ნიშნები ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ, თუმცა ეს იმის ბრალია, რომ ხუთივე “ცხელი იუპიტერი” გარშემორტყმულია მტვრის ნისლით.

ჰეაზერ ნათსონმა, კალიფორნიის ინსტიტუტის პროფესორმა და დემინგის ნაშრომების თანაავტორმა განაცხადა:
“ეს უკანასკნელი გამოვკლევები, სხვა Hubble ტელესკოპით ჩატარებულ გამოვკლევებთან ერთად, გვიჩვენებს, რომ რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, სამყაროში არის მრავალი ექსოპლანეტა, რომელთაც ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელი ნაწილი წყალი არ არის, ან მათ ატმოსფეროში წყალი საერთოდ არ არის. “ცხელი იუპიტერების” მსგავსად, სხვა ექსოპლანეტებს ატმოსფერო გარშემორტყმული აქვთ მტვრის ნისლით და წყალს ატმოსფეროში შედარებით მცირე ადგილი უკავია.”

ეს გამოკვლევა, რომლის ლიდერიც ავი მანდელა იყო, The Astrophysical Journal-ში 3 დეკემბერს დაიბეჭდა.

თეგები

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close