არქივი

საინტერესო კითხვები და პასუხები მონარქებსა და მონარქიაზე

317b0aa3af05
საინტერესო კითხვები და პასუხები მონარქებსა და მონარქიაზე.

სად არ შეუძლია ინგლისის დედოფალს შესვლა?

ერთადერთი ადგილი სადაც ინგლისის დედოფალს არ შეუძლია, რომ შევიდეს ეს ადგილი არის თემთა პალატა. ეს ტრადიცია დანერგეს დეპუტატებმა 1642 წელს როდესაც კარლ პირველმა სცადა, რომ დაეპატიმრებინა თემთა პალატის ხუთი წევრი, იმის გამო, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მეფეს.

როგორ სრიალებდა ციგურებზე ლუდივიკო XIV ცოლი ზაფხულში?

ლუდივიკო XIV ცოლმა – მადამ მენტონმა მოისურვა, რომ შუა ზაფხულში ესრიალა ციგურებზე და მომდევნო დილას მას გაუკეთეს მრავალკილომეტრიანი სასრიალო გზა მარილითა და შაქრით.

რომელი უსინათლო მეფე იბრძოდა როგორც რაინდი?

იოანე ლუქსემბურგელი რომელიც მეფობდა მე-14 საუკუნეში იყო ჩეხეთის მეფე, მაგრამ ის თავის ქვეყანაში თითქმის საერთოდ არც იყო რადგან ევროპაში მოგზაურობდა და იბრძოდა როგორც რაინდი ხან ფრანგების მხარეს ხან კი გერმანელების მხარეს. მაგრამ ამასთან ერთად მეფე იოანე იყო უსინათლოც. ის დაიღუპა ბრძოლაში.

როგორ ამოწმებდა შვედეთის მეფე გუსტავო III ყავა უფრო მავნებელი იყო თუ ჩაი?

შვედეთის მეფემ გუსტავო III ერთხელაც გადაწყვიტა, რომ შეემოწმებინა ყავა უფრო მავნებელი იყო თუ ჩაი. ექსპერიმენტისთვის ამოარჩიეს 2 ტყუპი სიკვდილმისჯილი და დაიწყო ექსპერიმენტი. ერთს ასმევდნენ დღეში სამჯერ ყავას, მეორეს კი ჩაის. მეფემ ექსპერიმენტის დასრულებამდე ვერ მიაღწია და გარდაიცვალა, ხოლო პირველი გარდაიცვალა 83 წლის ასაკში ის ვინც სვამდა ჩაის.

რა ეკუთვნის მდინარე თემზსზე ელიზაბეთ II?

ყველა მოუნიშნავი გედი რაც კი არის მდინარე თემზსზე არის ელიზაბეთ II საკუთრება. სამეფო ოჯახმა დაიპატრონა გედები ჯერ კიდევ XII საუკუნეში როდესაც ეს ფრინველები ითვლებოდნენ დელიკატესებად. დღეს ფრინველებს არ ჭამენ, მაგრამ კანონი კვლავ დარჩა.

რომელი რუსი მეფე ეკუკლეცებოდა ელიზაბეთ I?

ივანე მრისხანე ეკუკლეცებოდა ელიზაბეთ I, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა.

ორაგულის რომელი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა მეფისთვის დამღუპველი, რადგან ვერ გაიგო წინასწარმეტყველების მნიშვნელობა?

ლიდიის მეფემ კრეზმა გადაწყვიტა, რომ ეკითხა რჩევა დელფინის ორაგულისთვის, სანამ თავს დაესხმებოდა სპარსებს. ორაგულმა უპასუხა, რომ თუ თავს დაესხმებოდა ის გაანადგურებდა დიდებულ იმპერიას. ბრძოლა მოხდა და კრეზი დამარცხდა, ხოლო წინასწარმეტყველება ახდა, რადგან განადგურდა კრეზის იმპერია.

რომელი მონარქი გადაურჩა 50 შეთქმულებაზე მეტს?

ალბანეთის პრეზიდენტმა აჰმეტ ზოგუ, რომელიც შემდეგ გახდა ამ ქვეყნის მეფე 1928 წლიდან 1939 წლამდე, გადაურჩა 50-ზე მეტ მკვლელობას. 1931 წელს სცადეს მისი მოკვლა ვენის თეატრის წინ, როდესაც მეფე ჯდებოდა მანქანაში. ზოგუმ ამოიღო საკუთარი პისტოლეტი და მანაც გახსნა ცეცხლი და მეფე ასე გადარჩა. ეს არის ერთადერთი შემთვევა თანამედროვე ისტორიაში, რომ პირველ პირს თვითონ ესროლა დამნაშავეს წინააღმდეგ.

ვინ უშვებდა სასწავლო ბიბლიოთეკას 28 წლის განმავლობაში?

ლუდოვიკო XIV ბრძანა, რომ გამოეცათ თავისი შვილისთვის სასწავლო ბიბლიოთეკა რომაულ და ბერძნული კლასიკების თანახმად, მაგრამ წიგნები უნდა ყოფილიყო სუფთა უწმაწური სიტყვებისაგან. 64 ტომს აწყობდნენ 28 წლის განმავლობაში და დასრულდა მაშინ როცა უკვე უფლისწულს ჰყავდა თავისი შვილები.

ვინ მოიბოდიშა იმის გამო, რომ ჯალათს ფეხი დაადგა?

როდესაც დედოფალი მარია ანტუანეტა მიჰყავდათ გილიოტინისაკენ, მან შმეთხვევით დააბიჯა ფეხი ჯალათს და თქვა: “ბოდიშით, ეს მე შემთხვევით გავაკეთე”. ეს იყო მარია ანტუანეტას ბოლო სიტყვები.

რატომ ჰქვია Bluetooth-ს Bluetooth-ი?

ტექნოლოგია Bluetooth-მა ეს სახელწოდება მიიღო დანიის მეფისგან რომელსაც ერქვა ჰარალდ I ლურჯკბილა. X საუკუნეში მეფემ მოახერხა და გააერთიანა დანიური ტომები, ხოლო Bluetooth-საც იგივე ფუნქცია აქვს, ის აერთიანებს კავშირთა პროტოკოლებს და აქცევს ერთიან სტანდარტად.

რომელმა მეფემ დასაჯა პოეტები იმის გამო, რომ ისინი წერდნენ სევდიან ლექსებს?

ჩინელმა იმპერატორმა ციანლუნმა დასაჯა პოეტები იმის გამო, რომ ისინი წერდნენ სევდიან ლექსებს.

რომელი ფრანგი მეფე მართავდა ქვეყანას 20 წუთით?

1830 წელს ივლისის რევოლუციის დროს მეფე კარლმა დატოვა თავისი სამეფო ტახტი და მოითხოვა, რომ თავის ვაჟსაც დაეტოვებინა სამეფო ტახტი და შემდეგ მეფე გახდებოდა მისი შვილიშვილი. ანგოლიუმის ჰერცოგმა(შვილმა) უარი თქვა მეფობაზე 20 წუთში, რაც ფორმალურობის თვალსაზრისით გამოდის, რომ ის იყო ლუდოვიკო XIX 20 წუთის განმავლობაში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button