გასართობისასარგებლოსურათები

უოლის სიმპსონი

უოლის სიმპსონი – ქალი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ბრიტანეთის მომავალი მონარქიის ფორმირებაში და რომლის სიყვარულმა პრინცი ედვარდი აიძულა საბოლოოდ ეთქვა უარი სამეფო გვირგვინზე

ის უკვე ორჯერ იყო გათხოვილი, როცა ჰერცოგ ედვარდ უინზორს შეხვდა (მაშინ ცნობილი, როგორც უელსის პრინცი). მოგვიანებით იგი ედვარდის საყვარელი ქალი გახდა, რამაც ბრიტანეთის სამეფო კარზე უდიდესს სკანდალს მისცა დასაბამი.

ადრეული ცხოვრება

უოლის სიმპსონი დაიბადა ბესი უოლისის ოჯახში, 1896 წლის 19 ივნისს, პენსილვანიაში. მამამისი ჯერ კიდევ ჩვილობის დროს გარდაეცვალა ტუბერკულოზით, ამიტომაც ოჯახი დამოკიდებული გახდა ბიძის, უარფილდის ფულად დახმარებაზე. სწორედ ის აფინანსებდა სიმპსონს ევლო მერილენდში, “Oldfields”-ის სკოლაში, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე მდიდარი გოგონების სასწავლებლად იყო ცნობილი. ის კლასში ძალიან პოპულარული გახდა. ცნობილი იყო გოგოდ, რომელსაც ყოველთვის კარგად ეცვა.

1916 წელს უოლისი შეხვდა სამხედრო საზღვაო ფლოტის მფრინავს, ირლ სპენსერს, რომელზეც ექვსი თვის შემდეგ იქორწინა. ახალდაქორწინებულები ჯერ სან-დიეგოში, ხოლო მოგვიანებით ჩინეთში ცხოვრობდნენ. სპენსერი ცნობილი იყო, როგორც ალკოჰოლიკი. როცა მათმა ქორწინებამ ნგრევა დაიწყო, უოლისმა გადაწყვიტა ჩინეთში მარტო ემოგზაურა, რასაც “ლოტუსის წელი” დაარქვა. წყვილი ოფიციალურად 1927 გაეყარა.

მოგვიანებით უოლისი დაქორწინდა ერნესტ სიმპსონზე, ინგლისურ-ამერიკული გადაზიდვების აღმსრულებელზე. მათი ქორწილი ლონდონში შედგა, შემდეგ კი საცხოვრებლად დიდ სახლში გადავიდნენ, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მსახური ემსახურებოდა.

ამ დროის განმავლობაში მან გაიცნო ქალბატონი ფარნესი, რომლის მეშვეობითაც იგი 1931 წლის 10 იანვარს პრინც ედვარდს წარუდგინეს წვეულებაზე.

1934 წლის იანვარში უოლისი უკვე პრინცის საყვარელი გახდა. სამეფო კარზე დიდი აღშფოთება გამოიწვია ედვარდის საქციელმა და უარყოფილიც იქნა იგი, თუმცა, ამას არ შეუშინებია ის და 1935 წელს, სასამართლოში წარდგენის შემდეგ, წყვილმა ევროპაში რამდენჯერმა ერთად იმოგზაურა კიდეც.

1936 წლის 20 იანვარს, ჯორჯ მეხუთის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გვირგვინი ედვარდმა დაიკავა. უკვე ნათელი გახდა, რომ ქმართან გაშორების შემდეგ, იგი მის ცოლად მოყვანას აპირებდა. ამან უდიდესი სკანდალი გამოიწვია ბრიტანეთში და ცნობილია, როგორც “abdication crisis”-ის სახელით. ინგლისის ეკლესიისა და კონსერვატიული ბრიტანეთის წესდების თანახმად, მეფეს ქმართან გაყრილ ქალზე არ შეეძლო ჯვრის დაწერა. მით უმეტესს, ორივე ყოფილი ქმარი ცოცხალი იყო. მეფის მინისტრებიდანაც კი ამგვარი საქციელი დაგმობილი იქნა. გარდა ამისა, არ სურდათ, ამერიკელი ქალი ბრიტანეთის დედოფალი გამხდარიყო. მთელი ამ დროის განმავლობაში უოლისი იმყოფებოდა საფრანგეთში, რადგან თავიდან აეცილებინა პრესის სკანდალები.

1936 წლის 5 დეკემბერს სიყვარულით შეპყრობილმა ედვარდმა უარი განაცხადა სამეფო გვირგვინზე და გადაწყვიტა უოლისზე დაქორწინებულიყო. 1936 წლის 11 დეკემბერს BBC სატელევიზიო მაუწყებლობაში განაცხადა, რომ მას არ შეეძლო აღესრულებინა საქმეები, როგორც მეფეს საყვარელი ქალის მხარდაჭერის გარეშე. “უნდა გამიგოთ, როცა გეუბნებით, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა მეტარებინა მძიმე პასუხისმგებლობა და შემესრულებინა მეფის მოვალეობები ისე, როგორც მინდოდა, იმ ქალის დახმარების გარეშე, რომელიც მიყვარს” – განაცხადა მან.

მომავალი წლის მაისში, როგორც იქნა, დასრულდა უოლისის განქორწინების საქმეები და 1937 წლის 3 მაისს ის საბოლოოდ გახდა უინზორების ბარონესა.

უოლისი და ედვარდი ერთმანეთს მოიხსენიებდნენ ინიციალებით “W.E.”, რომელიც მათი სახელების პირველი ასოებისგან წარმოსდგება. ამბობენ, რომ უოლისს ქონდა რაღაც ამოუცნობი, ქარიზმა. მას ყოველთვის კარგად ეცვა და გამოირჩეოდა თავისი სტილით. ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენამ ბრიტანეთის მომავალი მონარქიის ფორმირებაში უდიდესი როლი ითამაშა.

უოლისი ყოველთვის ამბობდა: “ჩემი ამბავი უბრალოა – ეს ჩვეულებრივი ქალის ისტორიაა, რომელსაც არაჩვეულებრივი ბედი ჰქონდა…”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close