Google-ის ოფისი თელავივში
კომპანია Google-ი ცნობილია თავისი სიმარტივითა და მინიმალიზმით, საქმე როცა მათ პროდუქტებსა და მომსახურებას ეხება, მაგრამ მათი ოფისი ისრაელის ქალაქ თელავივში სიმარტივისა და მინიმალიზმისაგან შორსაა. ეს ოფისი სრულიად განსხვავებულია ტრადიციული ოფისებისაგან, ის რვა სართულზეა განთავსებული.
შენობაში შეხვდებით სავარჯიშო დარბაზებს, კაფეებს, რესტორნებს ასევე კერძო ოთახებს და ბევრ ისეთ რამეს, რაც ოფისებისადმი ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს ანგრევს.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით , Google-ში ცდილობენ ინოვაციური სამუშაო გარემო შექმნან. მთელი შენობა ისე გადანაწილდა, რომ შექმნილიყო თანამშრომლებისათვის თავისუფლად კომუნიკაციისა და კოლაბორაციის შესაძლებლობა. განსხვავებული სამუშაო გარემო, მათი აზრით, XXI საუკუნის გამოწვევების წინაშე ფირმის მზადყოფნას განაპირობებს.
შენობაში მკვეთრი საზღვარია გავლებული, სამაგიდო სამუშაოსა და საკომუნიკაციო სივრცეებს შორის. გამომდინარე აქედან, თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად შეასრულოდ სამუშაო, ან სხვა თანამშრომლებთან ერთად. ყოველი სართული განსხვავდება ერთმანეთისაგან, ინტერიერითა და ილუსტრაციებით. მისი მოწყობის პერიოდში ძირითადად ადგილობრივების იდეებს ითავლისწინებდნენ, სწორე ამის გამო ოფისი სრულად შეესაბამება ებრაელების წეს-ჩვეულებებს.
ლანჩის დროს თანამშრომლებს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ, ვინაიდა შენობაში რამდენიმე ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული რესტორანი ფუნქციონირებს. რეალურად კომპანიას რვა სართულიდან შვიდი უჭირავს. მერვე სართულზე კამპუსია განთავსებული, რომელიც ასევე Google-ის დაპროექტებულია, თუმცა ცალკე ფუნქციონირებს.