გასართობისაკითხავიუცნაური

ვინ არის პლანეტის ყველაზე მოხუცი ადამიანი?

f92b4f74e7d7
ვინ არის მოსფლიოში ყველაზე მოხუცი ადამიანი?

კუბის მოქალაქემ სახელად ხუანა როდრიგესმა 2013 წლის პირველ თებერვალს აღნიშნა თავისი 127-ე იუბილე და ხუანა როდრიგესი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მოხუც ადამიანათ. ხუანა როდრიგესი დაიბადა 1885 წელს. ამ ფაქტს ადასტურებს სამოქალაქო რეესტრის საბუთი, მაგრამ როგორც წესი მკვლევარებს საბუთების არ სჯერათ და 2007 წელს მათ ჩაატარეს ბიოსამედიცინო კვლევა და კვლევამაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ხუანა როდრიგესი არის 127 წლის. ამ კვლევის ჩასატარებლად იყო შემდგარი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ამერიკული სიბერის ლათინური ცენტრის წარმომადგენლები და ასევე მკვლევარები კუბის ჯანდაცვის სამინისტროდან.

მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცდა, რომ ხუანა როდრიგესი არის დედამიწის ყველაზე მოხუცი ადამიანი, გინესის რეკორდების წიგნში ჩაწერილი არის 114 წლის ბეს კუპერის სახელი და გვარი, რომელიც არის წარმოშობით ჯორჯიის შტატიდან.

dca4ff414fbd
მრავალწლოვანი ადამიანის სრული სახელი და გვარი არის ხუანა ბატისტა დე ლა კანდელარია როდრიგესი. ის იყო მეორე მრავალშვილიან ოჯახში, მის ოჯახში იყო 13 და-ძმა. ხუანა როდრიგესი თვლის თავის დიდ ხნიან სიცოცხლეს მემკვიდრეობათ, რადგან მისი დედა გარდაიცვალა 100 წლის ასაკში, ხოლო მამა კი 96 წლის ასაკში.

ხუანა როდრიგესს უხარია, რომ ის ცოცხლობს ამდენი წელია, რადგან ის მოასწრო თავის შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და შვილთაშვილებისშვილებს, ხუანა როდრიგესს ჰყავს 6 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილებისშვილები. ზოგი ადამიანი ვერც აღწევს იქამდე, რომ მოესწრონ შვილთაშვილებს.

32f7bc18522b
“არ არსებობს არანაირი განსაკუთრებული რეცეპტი ჩემი დიდი ხნის ცხოვრებისა” – თქვა პლანეტის ყველაზე მოხუცმა ადამიანმა – ხუანა როდრიგესმა. ის ამბობს, რომ კარგი ჯანმრთელობა მას შეუნარჩუნა სუფთა ჰაერმა, საღი ხორცისა და ბოსტნეულის ჭამამ.

2cd295c43e41
მიუხედავად იმისა, რომ ქალს აქვს ძლიერი სულისკვეთება, ხუანა როდრიგესს აღარ ემორჩილება ტანი და ვერ ტოვებს თავის საკუთარ სახლს. ასევე პრაქტიკულად ის არის უსინათლო. მიუხედავად ამ ყოველივესა მას მაინც გააჩნია კარგი იუმორის გრძნობა, ხუანა როდრიგესმა შეინარჩუნა აზროვნების უნარი და ჯანმრთელი ორგანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ მის ასაკში ბევრს მობეზრებული ექნება ცხოვრება ხუანა როდრიგესს მაინც სურს, რომ აღნიშნოს თავისი 130-ე დაბადების დღე.

8c6a0535e61d

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close