არქივი

ჯალ მაჰალის სასახლე

a203d9eb0739
ჯალ მაჰალის სასახლე ინდოეთში, ქალაქ ჯაიპურში მდებარეობს. მისი ორიგინალურუბა გამოიხატება იმაში, რომ მთლიანად ტბით არის გარშემორტყმული. ამ ულამაზესი სასახლის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის მაჰარაჯა ჯაი სინ II-ს, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნეში სასახლეში აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა.

ჯალ მაჰალის სასახლის წარსული უამრავ ლეგენდასა და მითთან არის დაკავშირებული. ის დაახლოებით 3000 წლის წინ უნდა იყოს აშენებული, თუმცა ზუსტი თარიღი დღემდე დაუდგენელია. სასახლის ბოლო რეკონსტრუქციის თარიღი კი 1775 წელია, მაჰარაჯა ჯაი სინ II მას საზაფხულო რეზიდენციად იყენებდა თავისი ოჯახისათვის.

6daf7116d8cc
დღეს სასახლის ეზო ულამაზესი ბაღებით იზიდავს სტუმრებს, ასევე მნახველებს ატყვევებს თეთრი მარმარილოსაგან აგებული ინდური ტაძრები. აღდგენილია უძველესი ნავმისადგომიც. დღევანდელი სილამაზიდან გამომდინარე ძნელია ვინმემ იფიქროს რომ ორი საუკუნის წინ აქ მხოლოდ ნანგრევები იყო.
26bad6aedb28
5b8c54526806
2005 წელს ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი , რომელსაც ჯალ მაჰალის სასახლის დეტალური შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებების აღდგენა დაევალა. ამ პროექტში ჩართულნი იყვნენ ისტორიკოსები, მხატვრები, არქიტექტორები და ექსპერტები უამრავი ქვეყნიდან. მათი ძალისხმევით სასახლის თითეული დეტალის შესწავლა და კონსერვაცია მოხდა, რათა ამ შესანიშნავმა ძეგლმა კიდევ დიდხანს შეძლოს მნახველების გაოცება.
08c3556bcb33
11e0190e4fc4

 

b2ed6b04666d
361d7a4660fd

Back to top button