გართობაუცნაური

10 ყველაზე უცნაური ცხოვრების წესი

b50fdcebf97c
ამ პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე მართლაც უნიკალურ ადამიანს თავიანთი ძალიან უჩვეულო ცხოვრების წესით !
c6278cdc16c0
1. მამაკაცი, რომელსაც უყვარს ცხოვრება ტარაკანებთან ;
ბევრი ადამიანისაგან განსხვავებით კაილ კანდილიანს (Kyle Kandilian), მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნის (Dearborn) უნივერსიტეტის სტუდენტს , კი არ ეშინია ტარაკანების, პირიქით ის ცხოვრობს ათიათასობით ამ მწერებთან ერთად. მისი თქმით, ამჟამად მის საკუთარ სახლში ბინადრობს დაახლოებით ტარაკანების 200, 000 ერთეული. სამწუხაროდ, კაილი , რომელიც დაქორწინებული იყო კანადელ გოგონაზე, დაშორდენენ ერთმანეთს, რადგანაც ცოლმა ვერ აიტანა ცხოვრება ტარაკანებთან ერთად !
20 წლის სტუდენტი-კაილი აგროვებს და ამრავლებს ტარაკანებს არა მხოლოდ სიამოვნება-გართობისათვის, არამედ გამორჩენისათვის; როგორც ჩანს, ეს უჩვეულო ჰობი ეხმარება მას მიჩიგან-დირბორნის (Michigan-Dearborn) უნივერსიტეტის სწავლის საფასურის გადახდაში.
ტარაკანები ასე ფასდება : ჩვეულებრივი ჯიშის ტარაკანები „ 12 ცალში – 10 ცენტი“ , ხოლო მარტორქა-ტარაკანები, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 15-17 წელიწადს, მათი ფასი შეადგენს $200 დოლარამდე;
უნივერსიტეტის სტუდენტს ყავს კლიენტების ფართო წრე, რომლებსაც ყავთ საყვარელი შინაური ცხოველები, რომლებიც იკვებებიან ტარაკნებით. ასევე უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარები ყიდულობენ მწერებს კვლევითი მიზნებისათვის.
კაილ კანდილიანმა მოაშენა ტარაკნების დაახლოებით 130 სახეობა, რასაც მოანდომა თითქმის 8 წელიწადი…

497ca538f43e
2. ქალი ცხოვრობს თორმეტ „ შავ ქვრივთან“ ან სტეატოდისთან (steatoda)
ერთად.
„Steatoda nobilis“- არის ობობა , სტეატოდის გვარის, რომელიც ცნობილია ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, როგორც „კეთილშობილური, ყალბი, ქვრივი“ და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ცრუ ქვრივს“.
მთელ ქვეყანაში, ხალხი ძალიან შეშინებულები არიან, რომ არ შეხვდეთ 8 ფეხა არსებები -სტეატოდები, ამიტომაც თავს არიდებენ ფარდულებსა და სარდაფებში შესვლას… თუმცა, ერთი ქალი, სახელად ჯეი რეიხი (Jay Reich) თავგამოდებით ცდილობდა ამ შხამიანი ობობების შეგროვებას, და კიდევ ამბობს , რომ სურს იყოს დაკბენილი ერთ-ერთი ობობის მიერ, რათა დაამტკიცოს, რომ ისინი უვნებელნი არიან- „ცრუ ქვრივის“ ჩათვლით…
ჯეი ცხოვრობს ქალაქ ბრაკნელში (Bracknell) ამ არსებების გარემოცვაში, რომელთა კოლექცია დღითი დღე იზრდება. ამჟამად მას ყავს სამი ზრდასრული სტეატოდები და ათი პატარა ობობები. ჯეიმ დაარქვა დედა-ობობას კილა (Cilla), და ამბობს, რომ ის გაოცებული იყო იმით, თუ როგორი „საყვარელი“ იყო დედა-ობობა .
უკანასკნელი ინფორმაციის შეტყობინებით, სკოლა საგრაფო „Gloucestershire“-ში დაიხურა იმის გამო, რომ აღმოაჩინეს სკოლაში შავი ობობები. ამ ინფორმაციამ საშინლად გააღიზიანა 25 წლის ჯეი რეიხი (Jay Reich) . „ეს სკოლა დაიხურა აბსოლიტურად არანაირი მიზეზის გამო- თუ მათ დახურეს სკოლა იმის გამო, რომ იქ იპოვეს „ონავარის ბუდე“ (hornet’s nest). ამ ობობებმა დაუმსახურებლად და უსამართლოდ მიიღეს ცუდი რეპუტაცია“- განაცხადა ჯეი რეიხმა.
ჯეი გეგმავს, რომ ისე განავითაროს სიტუაცია, რომ ერთ-ერთმა სტეატოდმა უკბინოს მას , რათა დაამტკიცოს, რომ ეს ობობები არიან უვნებელნი.

f516e4473699
3. ქალი, რომელც ცხოვრობს 700 კატასთან ერთად.
ლინეა ლატანზიოს (Lynea Lattanzio) ჯერ კიდევ ბავშვობაში ქონდა სურვილი, რომ კატა ყოლოდა. მაგრამ დედამისი თავის სახლში კატის ყოლის სატიკი წინააღმდეგი იყო . ამიტომ, ამჟამად ლინეა ლატანზიო ცხოვრებს მარტო ასობით კატასთან ერთად თავის ნაკვეთში, რომლის ფართობია დაახლოებით 5 ჰექტარი. ეს მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ პარლიერის (Parlier) გარეუბანში, კალიფორნიის შტატი, სადაც ლინეა ფლობს უზარმაზარ კატების თავშესაფარს…
მან დაიწყო ცხოველების გადარჩენა, მას შემდეგ, რაც განქორწინდა 1981 წელს და ამ დროისთვის მას გადარჩენილი ყავს 19,000 კატა.
თავშესაფარი «The Cat House on the Kings» – ყველაზე დიდი კატების თავშესაფარია კალიფორნიაში, სადაც ცხოველები არ ყავთ გამომწყვდეული გალიებში და არ უკეთებენ ევთანაზიას (Euthanasia). ლინეას „კატების თავშესაფარში“ არის მინიმუმ 700 კატა და 15 ძაღლი.
თავშესაფარი საზრდოობს ფულადი გრანტებით და შემოწირულობებით გულუხვი სპონსორებისაგან.

d47c3d01dd5a
4. ქალი, რომელიც ცხოვრობს ისე, თითქოს გარეთ ვიქტორიანული ეპოქაა.
სარა კრისმანს (Sarah Chrisman) არასდროს სურდა ჩაეცვა კორსეტი, მაგრამ მას შემდეგ, როცა მისმა მეუღლემ დაბადების დღეზე აჩუქა კორსეტი, სარამ განაცხადა, რომ მოძველებულმა ქვედა თეთრეულმა შეცვალა მისი ცხოვრება. კორსეტმა შთააგონა მას, რომ ღრმად ჩასწვდომოდა ვიქტორიანული ეპოქის მოდას და მთლიანად გადავიდა ვიქტორიანული ეპოქის სტილზე . ეს ნიშნავს, რომ სარა კერავს ხელით თავის ტანსაცმელს (ბუნებრივი მასალისგან), არ ატარებს მანქანას, არ ხმარობს მობილურ ტელეფონს, არ უყურებს ტელევიზორს, იყენებს ნავთის ნათურებს თავისი ვიქტორიანული სახლის განათებისათვის, რომელიც მდებარეობს ქალაქ პორტ თაუნსენდში (Port Townsend), ვაშინგტონის შტატი. რაც შეეხება საკვების მომზადებას – სარა კრისმანი იყენებს მე-19 საუკუნის სამზარეულო წიგნს;
თავის წიგნში, “ვიქტორიანული საიდუმლო“ (Victorian Secrets)- კრისმანი ამჟღავნებს მისი ცხოვრების სტილის საიდუმლოებას და განმარტავს თავის არჩევანს …

03d459517c15
5. მამაკაცი , რომელიც ცხოვრობს როგორც ძაღლი !
გარი მატეუსი (Gary Matthews), აფეთქებისგან დაცვის ტექნოლოგიების ლაბორატორიის ყოფილი მეცნიერ- თანამშრომელი , თვლის და მიიჩნევს , რომ ის ძაღლია. 48 წლის მამაკაცი ატარებს ძაღლის საყელოს, ჭამს ძაღლის საკვებს თასიდან, მისი საყვარელი საკვებია : პედიგრი (Pedigree), და ძალიან უყვარს რძიანი ძვლები და ზაღლის ორცხობილა. ის ხშირად ყეფს, მისდევს მანქანებს, საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში თხრის ორმოებს ძვლების ძიებაში, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ძაღლი… გარი მატეუსს სძინავს თავის საძაღლე ქოხში, რომელიც, მისი თქმით, ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ადამიანის საწოლი.
გარი მატეუსი , რომელიც ცხოვრობს პენსილვანიის (Pennsylvania) შტატში, იპოვა თავისი იმიჯი, მას შემდეგ, როცა ნახა პოპულარული სერიალი „აი ბუმერი!“ (That’s Boomer) NBC -ის ტელეარხზე. პოპულარული სერიალი იყო შერეული ჯიშის მოხეტიალე ძაღლზე, სახელად ბუმერზე, რომელიც მოგზაურობდა მსოფლიოში და ეხმარებოდა ხალხს უბედურებაში. ეს იდეა ძალიან მოსწონდა მატეუსს, რომელმაც შეცვალა მისი ადამიანური ცხოვრება…

d095378bde2d
6. ქალი, ჩრდილოეთ კაროლინიდან (North Carolina), რომელმაც გაატარა 61 წელი რესპირატორის შიგნით.
მარტა მეისონმა (March Mason) გაატარა 60 წელი იმობილიზებულ ხელოვნური სუნთქვის აპარატში მას შემდეგ, როცა ბავშვობაში პარალიზებული გახდა პოლიომიელიტის (polio) გამო.
d4a8fcb7fe35
7. ჯანმრთელი ქალი, რომელიც ცხოვრობს, როგორც ადამიანი პარალიზებული წელს ქვემოთ- ოცნებობს გახდეს პარალიზებული სამუდამოდ !
ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვა შენი ცხოვრების ბოლომდე, საშინელებაა და ენით აუწერელი ტანჯვაა ბევრი ადამიანისათვის, მაგრამ არა ჯენინგს-უაიტისათვის (Jennings-White). 57 წლის ქიმიკოსს, სოლთ-ლეიქ-სიტიდან (Salt Lake City) აქვს არაბუნებრივი სურვილი გახდეს პარალიზებული წელს ქვემოთ!
230db6db87ec
8. 60 წლის ლინდსეი ჰამონი (Lindsay Hamon), რომელმაც გაატარა მოგზაურობაში თავისი ცხოვრების ბოლო 26 წელი უზარმაზარი ჟვარით თავის მხრებზე , უყვებოდა ხალხს იესოს შესახებ.
398016b07a18
4. ქალი, რომელიც ცხოვრობს თავის მეუღლესთან და საყვარელთან ერთად – ერთ ჭერქვეშ !
როდესაც ორი შვილის დედა მარია ბუტეკი (Maria Butzki) ქმარს გაშორდა, წავიდა სხვა კაცთან, მაგრამ მალევე მიხვდა, თუ როგორ ენატრებოდა ქმარი-პოლი . ამავე დროს, მას ვერ წარმოედგინა ცხოვრება თავისი ახალი საყვარლის -პიტერ გრუმანის (Peter Gruman) გარეშე.
როდესაც ორი მამაკაცი დაუმეგობრდა ერთმანეთს, მარიამ მოიფიქრა იდეალური გადაწყვეტილება… მან გადმოიყვანა პიტერი თავის ოჯახში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბარკინგში (Barking), აღმოსავლეთ ლონდონი. ახლა, 33 – წლის მარიამი, 37 წლის ყოფილი ქმარი -პოლი, მათი ორი ქალიშვილი- 16 წლის ლორა და 12 წლის ემი, ასევე 36 წლის საყვარელი – პიტერი ცხოვრობენ ერთად, როგორც ერთი დიდი ოჯახი.

92a4bc425863
ოჯახი, რომელიც ცხოვრობს, თითქოს 1986 წელია.
26 -წლის ბლერ მაკმილანი (Blair McMillan) და მისი 27 წლის კანადელი მეუღლე – მორგანი (Morgan) თვალთმაქცობენ, თითქოს გარეთ ჯერ კიდევ 1986 წელია.
ცოლ-ქმარი ამას აკეთებს თავიანმთი შვილების – 5 წლის ტრეის (Trey) და 2 წლის დენტონის (Denton) გამო… მათ არ სურთ , რომ მათი ბავშვები ისხდნენ მიჯაჭვულები ტელევიზორთან, ან კომპიუტერთან- ეზოში სუფთა ჰაერზე ბურთის თამაშის ნაცვლად… აქედან გამომდინარე, მათ სახლში აკრძალულია ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც გამოჩნდა 1986 წლის შემდეგ…მათ დიდ ოჯახში არ არის სმარტფონები, პლანშეტი, მოდური ყავის მადუღარა, საკაბელო ტელევიზია, ინტერნეტი და ადამინები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან თანამედროვე ტექნოლოგიაზე, მათი აზრით -ეს არ არის სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრება !

blogerlady

age: 14
Back to top button