საკითხავი

ვექსილოლოგია ნაწ. 2

 

იაპონიის დროშა – ალბათ, მეტნაკლებად, ყველას ეცნობა თეთრი დროშა ცენტრში წითელი დისკოთი, რომელმაც განვითარების გრძელი გზა განვლო. არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც დროშა დასაბამს იაპონიაში მონღოლების შეჭრიდან, მე-13-ე საუკუნიდან იღებს. დროშა ბუდისტმა ბერებმა გადასცეს იაპონიის იმპერატორს, რომელიც მზის ქალღმერთის შთამომავლად იხსენიებოდა.
ცენტრში მოთავსებული წითელი დისკო ამომავალ მზეს ნიშნავს, თვითონ იაპონიაც ხომ ”ამომავალი მზის” ქვეყნის სახელითაა ცნობილი. დროშის ოფიციალური სახელია ”ნისეეკი”, რომელიც “მზის დროშას” ნიშნავს, თუმცა, უფრო ხშირად იხმარება სახელი ჰინომარუს ანუ “მზის წრე”.
დროშამ ოფიციალური, სახელმწიფო სტატუსი 1868 წელს მიიღო, ეროვნული რესტავრაციის პერიოდში.

ფინეთის დროშა – სხვაგვარად ”სინირისტილუპუს” ანუ ლურჯ ჯვრიანი დროშა, ფინურად ”Suomen lippu”.
ფინეთის დროშა დღეს მისი ეროვნული სიმბოლოა და სათავეს მეათე საუკუნის დასაწყისში იღებს. თეთრფ ფონზე გამოსახულია სკანდინავიური ჯვარი, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოს რელიგიას და ქრისტიანობას აღნიშნავს. დროშის ცენტრში გამოსახულია ეროვნული გერბი, მაგრამ სამოქალაქო დროშაზე იგი, როგორც წესი, არ გამოისახება.
მას შემდეგ, რაც ფინეთმა რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, სრული სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი კომპონენტი იყო ჰქონოდათ საკუთარი დროშა. სწორედ ამიტომ ეროვნული დროშა მიიღეს 1918 წელს.
დროშაზე გამოსახული ლურჯი ფერი ცას და ასევე ფინეთში მდებარე ათასობით ტმას აღნიშნავს. თეთრი – თოვლის, რომლითაც ფინეთის მიწა ყოველ ზამთარს იფარება ხოლმე. აღნიშნული ორი ფერი ხშირად დომინირებს ფინეთის სხვადასხვა ადგილობრივი პროვინციებისა და ქალაქების დროშებში.

პოლონეთის სახელმწიფო დროშა
ეროვნული დროშა

პოლონეთის დროშა — პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალური დროშა. ეს არის მართკუთხა ნაჭერი, რომლის გვერდების შეფარდებაა 5:8, ის გაყოფილია ორ ტოლ ჰორიზონტალურ ნაწილად: ზედა — თეთრ და ქვედა — წითელ ფერად.
ეროვნული დროშა ფორმალურად დაამტკიცეს პოლონეთის სეიმმა 7 თებერვალს, 1831 წელს.
წითელ-თეთრი დროშები და ლენტები გამოიყენებოდა როგორც ეროვნული აჯანყებების სიმბოლო (XIX ს). პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1918 წ. წითელ-თეთრი დროშა დამტკიცებულ იქნა ოფიციალურად სეიმის მიერ 1919 წლის 1 აგვისტოს, როგორც ეროვნული დროშა და ამის შემდეგ არ შეცვლილა.

თავდაპირველად, შუა საუკუნეებში, გამოიყენებოდა წითელი დროშა რომელზეც გამოსახული იყო თეთრი არწივი. ამ დროშის ქვეშ იბრძოდნენ პოლონეთის მეფე ვლადისლავ იაგაილო და მისი ჯარი გრიუნვალდის ბრძოლაში 1410 წ.
სიგიზმუნდ III დროშა შედგებოდა სამი ზოლისაგან (ზედა და ქვედა — წეთელი და შუანა თეთრი). ვლადისლავ IV-ის და იან II კაზიმირის დროშები შედგებოდა ოთხი ზოლისაგან. ალამზე განლაგებული იყო სახელმწიფო ღერბი.
ავგუსტ II ძლიერის მართველობის დროს თეთრი ლენტებს ამაგრებდნენ პოლონური ულანების შლემებთან. ოთხწლიანი სეიმის დროს (1788—1792) გაჩნდა წითელ-თეთრი ლენტები.
ეროვნული დროშა ფორმალურად დამტკიცებულ იქნა 1831 წლის 7 თებერვალს.
დროშის თეთრი ფერი აღნიშნავს არწივის თეთრ ფრთებს, წითელი ფერი კი აღნიშნავს მზის წითელ დაისს. პოლონეთის სახელმწიფო გერბი გამოისახება შემდეგნაირად: ფიგურალური ფარი, რომლის წითელ ფონზე განლაგებულია მეფე პიასტას თეთრი არწივი. გადმოცემით, მეფე პიასტა იყო პოლონური ტომების ლეგენდარული მეფე. ის იყო უბრალო მიწათმოქმედი. ხალხმა კი ის აირჩია მეფედ, და მან ჩაუყარა პიასტების ისტორიულ დინასტიას საფუძველი, რომლებსაც თავიანთ გერბად ჰქონდათ თეთრი არწივის გამოსახულება. ასე რომ, პოლონეთის გერბში, პოლონელი ხალხის მოწინავე მიზნებთან ერთად შეხამებულია ძველი ტრადიციები. ამ შემთხვევში გერბზე არწივი არის სიმბოლო ერის ძველი ტრადიციებისა. გერბი გვირგვინის გარეშე მიიღეს 1955 წელს, ხოლო 1990 წელს თეთრ არწივს დაუბრუნეს გვირგვინი.

წყარო:  http://ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close