ფრანგული კულინარია
კულინარიის ხელოვნების არაჩვეულებრივი სამყარო, რომელიც თავბრუდამხვევ გემოებს გვთავაზობს, რამდენიმე შეფ მზარეულის გამორჩეული ნიჭის დამსახურებაა. მსოფლიო კულინარიაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა ფრანგულმა საზარეულომ მოახდინა.
1793 წლის რევოლუციის სემდეგ საფრანგეთიდან გაქცეულმა სეფ-მზარეულებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შეაფარეს თავი და ისინი ფრანგულ სამზარეულოს აზიარეს. ამერიკის შეერთებულ სტატებში ფრანგულ სამზარეულოს პოპულარიზაცია თომას ჯეფერსონმა გაუწია, რომელიც საფრანგეთში გატარებული ხუთი წლის შემდეგ თეთრ სახლში ფრანგ მზარეულთან ერთად დაბრუნდა.
როცა გრანგულ სამზარეულოზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ორი გამორჩეული ადამიანი – მარი ანტუან კარემი და ოგიუსტ ესკოფიე, რომლებიც ფრანგული სამზარეულოს ფუძემდებლებად ითვლებიან. სწორედ კარემმა შეადგინა პირველი კულინარიული წიგნი რჩევებით, პრინციპებით, რეცეპტებიტა და მენიუს შემოთავაზებებით.
ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია 5 კლასიკური სოუსი, რომელთა საფუძველზე მზადდება თანამედროვე სოუსები, ესენია: ბეშამელი (თეთრი სოუსი) , ველუტე, ესპანიოლი, პომიდვრის სოუსი და ჰოლანდიური სოუსი (ჰოლანდეზე). 1900 წლამდე მსოფლიოს ყველა რესპექტაბელურ რესტორანში მენიუს მხოლოდ ფრანგულ ენაზე წერდნენ და ასე გრძელდება დღემდე არაერთ რესტორანში.
ფრანგული სამზარეულო ერთპიროვნულად ლიდერობდა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ,,ახალი სამზარეულოს” შემოსვლამდე. ,,ახალი სამზარეულო ” კლასიკურ ფრანგულ სამზარეულოზე ბევრად უფო მსუბუქია და კერძების მარტივად და გემრიელად მომზადების პრინციპზეა აგებული.
ოგიუსტ ესკოფიეს კულინარიის მფარველ წმინდანად მიიჩნევენ, კარემტან ერთად ისიც კულინარიის მეფედ მიიჩნევა. ესკოფიემ 13 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა საკუთარი ბიძის რესტორანში და 1920 წლამდე იქ მუშაობდა. შესანიშნავი კულინარიული წიგნების ავტორი ასევე მუშაობდა ისეთ ცნობილ სასტუმროებში, როგორებიცაა: ლონდონური ,,კარლტონი” და ,,სავოი”.
ესკოფიეს შესაძლებლობა ქონდა საკუთარი შესაძლებლობები წარმოეჩინა ისეთ ცნობილ პიროვნებებთან როგორებიც იყვნენ : უელსის პრინცი და კაიზერი ვილჰელმი. ესკოფიემ მაქსიმალურად გაამარტივა თავისი მასწავლებლის კარემის რეცეპტები და ინგრედიენტების იდელარული ბალანსი შექმნა. 1903 წელს მის მიერ გამოქვეყნებულ კულინარიულ წიგნში 5000-ზე მეტი რეცეპტი შედის.