საკითხავისასარგებლოუცნაური

პოლ ვიტგენშტაინი – ცალხელა პიანისტი

b66bd6d36a47
ავსტრიელი პიანისტი პოლ ვიტგენშტაინი ცნობილი გახდა თავისი განსაკუთრებული შესრულების ტექნიკით, რომელიც მან პირველ მსოფლიო ომში მარჯვენა ხელის დაკარგვის შემდეგ შეისწავლა.

პოლი 1887 წელს ავსტრიელი ინდუსტრიალისტის კარლ ვიტგებშტაინის ოჯახში დაიბადა, მისი ძმა შემდგომში ცნობილი ფილოსოფოლი ლუდვიდ ვიტგენშტაინი იყო. ის საკმაოდ კულტურულ და მდიდრულ ატმოსფეროში იზრდებოდა, მასზე დიდი ზეგავლენას ახდენდნენ ოჯახის ხშირი სტუმრები, როგორებიც იყვნენ: ბრამსი, მალერი , კლარა შუმანი. მუსიკის სფეროს ამ წარმომადგენლებთან ხშირმა ურთიერთობამ დიდი ზეგავლენა მოახდინა მის მომავალ ცხოვრებაზე.

659251dd3b4d
პოლმა პიანინოზე დაკვა ადრეულ ასაკში დაიწყო და ბავშვობიდანვე აოცებდა საზოგადოებას თავისი ნიჭიერებით. პირველი საჯარო კონცერტი პოლმა 1913 წელს გამართა ვენაში, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1014 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ის ჯარში გაიწვიეს. პოლონეთის რუსულ ნაწილზე შეტევის დროს წიტგენშტაინი მარჯვენა მხარში დაიჭრა, ჭრილობა იმდენად მძიმე იყო , ექიმენს მტელი ხელის ამპუტირება მოუხდათ. ბუნებრივია ეს პიანისტზე უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. ომის დასრულებამდე პოლი იტალიში გადიოდა რეაბილიტაციას.
8fe59191177d
ავსტრიაში დაბრუნების შემდეგ პოლმა გადაწყვიტა თავის საყვარელ საქმინობას დაბრუნებოდა და ინტენსიური ვარჯიში დაიწყო ცალი ხელით დაკვრაში. ხანდახან დღეში შვიდ საატსაც კი ატარებდა ინსტრუმენტთან. მისმა თავდადებულმა შრომამ საბოლოოდ შედეგი გამოღო, სამი წლის შემდეგ მან კონცერტების გამართვაც კი დაიწყო . კონცერტების შემდეგ მსმენელები გაოცებული რჩებოდნენ წიტგენშტაინის შესაძლებლობებით, ადამიანი ვერც კი იფიქრებდა რომ პიანისტი მხოლოდ ცალი ხელით უკრავდა.
0bf25a06961c
არაერთმა კომპოზიტორმა, მათ შორის შტრასუსმაც კი შექმნა ნაწარმოები სპეციალურად მისთვის, ისეთი რომელიც მხოლოდ მარცხენა ხელისათვის იყო განკუთვნილი.
3b2222eb9bf7
1938 წელს პოლ ვიტგენშტაინი შეერთებულ სტატებში გაემგზავდა და 10 წელიწადში მოქალაქეობაც მიიღო. პიანისტი იქ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მანჰეტენვილის კოლეჯსა და რალფ ვოლფის სახელობის კონსერვატორიაში. პოლი 73 წლის ასაკში ნიუ-იორკსი გარდაიცვალა.

მსგავსი ამბები

Back to top button