არქივი

ყველაფერი დამდეგი 2♥14 წლის შესახებ

5574ce8e88af

სულ რაღაც 20 დღე დაგვრჩა ახალ წლამდე. ალბათ ყველა სულმოუთქმელად ელოდებით ,მეც ასე ვარ. ამიტომაც გთავაზობთ ამ პოსტს , დაუხვდეთ ახალ წელს მომზადებულები.

 

აღმოსავლური კალენდრის თანახმად 2014 წელი ცისფერი ხის ცხენის წელია.ამ წელს თან მოაქვს მიზანისკენ თვდაუზოგავი სრაფვა (მოკლედ აბიტურიენტებისათვის და უნივერსიტეტის მოსწავლეებისათვის შესანიშნავი წელი იქნება)

მოდური ფერები

საერთოდ ამ წლისთვის დამახასიათებელია მწვანე , ცისფერი და ლურჯი ფერები ძირითადად , თუმცა არამარტო ისინი იქნება ,,ტრენდში”

ზურმუხტის და მწვანე ფერები

e2f14697b607

ამ ფერს შეგიძლიათ შეუხამოთ იასამნისფერი,თეთრი,ყვითელი,სტაფილოსფერი,ცისფერი. ამ ფერმა მოაჯადოვა ისეთი დიზაინერები როგორიცაა: Carolina Herrera, Monique Lhuillier, Tibi, Prada, Oscar de la Renta ..

a39742c07421

ამ ფერს წითელ სამბასაც უწოდებენ.ის ერთ-ერთი მოდური ,,ტენდენცია”დამდეგი წლის. ეს ფერი შეგიძლიათ იხილოთ შემოდგომის კოლექციებში ისეთი ცნობილი დიზაინერების როგორიცა:Valentino, Dolce & Gabbana, Burberry Prorsum, Diane Von Furstenberg, Nina Ricci, Anna Sui и Rachel Roi.

d55cb8fe6ddf

შემდეგო მოდური ფერი ყვითელია.დიზაინერები მას გამოიყენებენ განსაკუთრებით ისეთი ცივი სეზონებისათვის როგორიცაა:ზამთარი და შემოდგომა.რათა მიანიჭონ ტანისამოსს სითბო და კარგი ხასიათი.ეს ფერები შეგიძლიათ იხილოთ სექტემბრის კოლექციაში ისეთ დიზაინერებთან როგორიცა: Versace, Bottega Veneta და  Wes Gordon.

9aacd8c5fd94

რათქმაუნდა როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ამ კლასიკური ფერების გარეშე , ისინი მოდაში არიან ყოველ წელს. არც ეს წელია გამონაკლისი .

7d8556171582

იასამნისფერი ასაი ,ასე ეწოდება ამ ფერს.ეს ფერი ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოვებელი და მისტიურია მოდური ფერების პალიტრაში.ამ ფერებით აღფრთოვანებულები არიან: Nanette Lepore, Alberta Ferretti, Balmain, Stella McCartney, Band of Outsiders, Guy Laroche и Chapurin.

fa3f8fa76b73

ფუქსია 2013-2014 წლის ყველაზე სექსუალური და ქალური ფერიაა.ის თითქმის ყველა დიზაინერის ფავორიტია განსაკუთრებით კი: Gucci, Tadashi Shoji, Marchesa, Diane Von Furstenberg, Balmain, Stella McCartney .

მოდური ფეხსაცმელი

ჩემდა სამწუხარდ და სურამელაშვილის საბედნიეროდ მოდაში შემოდის წვეტები რომლის გარეშეც თითქმის არცერთI მოდელი არ იქნება.მოდაში კლავავ იქნება ლოფერებეი.
40ffb6d54194

ასევე ბატფორტები ანუ გრძელი ყელიან ჩექმები(მე ძალიან მომწონს)

b7bb701e256e

50c2fa65f5b9

მოდაში იქნება წვრილი ქუსლები

2880d3152224

და ძველ სტილში გაკეთებული ფეხსაცმელი.

465206310c43

 

74c904786d70

efb64cabcfc8

e11665686843
კლავ ტენდენციად დარჩება როკერულ სტილში გაკეთებული ფეხსაცმელი.

1e9dad7baab8

73829f2bd20e

 

898a3d5cef65

ddfc83942952

 

როგორ მოვრთოთ სახლი?

სუფრა განსაკუთრებულად უნდა იყოს გაწყობილი, რაგდან ცხენს უყვარს სისუფთავე და სილამაზე, უმჯობესია თუ თეთრი ხელსახოცებით გააფორმებთ სუფრას.ასევე არ დაგავიწყდეთ სუფრაზე რაც შეიძლება ბევრი მწვანილი დადოთ. კარგი იქნება თუ კი ხის ჭურჭელს გამოიყენებთ და სახლსაც და ნაძვის ხესაც ხის სუვენირებით და სათამაშოებით მორთავთ.ცხენს ძალიან უყვარს შვრია და ამიტომ შეგიძლიათ მაგიდაზე მას შვრიისგან დამზადებული პატარა თასით ფაფა დაახვედროთ.ახალი წლის ღამეს ეცადეთ რაც შეიძლება ბევრი იცეკვოთ, რადგან ცხენს უყვარს მოძრაობა და სიჩქარე. მას უყვარს აქტიურობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა.დაიმახსოვრეთ, თუ ახალ წელს მოულოდნელი სტუმარი გესტუმრებათ(თუნდაც მას უბრალოდ შეეშალა კარი), შეიპატიჟეთ და აუცილებლად მიიწვიეთ მაგიდასთან და დაელოდეთ, ამ წელს თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება მოხდება.
7d3f734a95ea

f73183f33ec2

5.HAND MADE იდეები სახლისათვის 2014წ.

4b51d78d7c7e

90328a3e7b08

3c28fb2d3802

c609ee6e5467

8f750d8391dd

fd5571dff3f8

cd3d33168284

5724e98ae4fb

53a6103d980a

d97a682e04b1

 

ჰოროსკოპი

…..ვერძი…..

2014 წელი ვერძებს მრავალი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში – შუა ზაფხულიდან ვერძებს ნაყოფიერი პერიოდი დაუდგებათ და ამ დროს, რასაც უნდა მოკიდონ ხელი, ყველაფერი მაქსიმალური შედეგით დასრულდება. ცხენის წელი ვერძებს აქტიურობასა და საკუთარი თავის რწმენას მიანიჭებს და ახალი წამოწყებებისა და ყველაზე აქტიური ჩანაფიქრების რეალიზებისთვის უამრავ შესაძლებლობას მისცემს.

2014 წლის მეორე ნახევრის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის იქნება, რომ ვერძები ყურადღების ცენტრში თავს ისე იგრძნობენ, როგორც თევზები წყალში. ვერძები მოვლენების ეპიცენტრში ხშირად აღმოჩნდებიან, თუმცა ბრბოში ნამდვილად არ ჩაიკარგებიან, პირიქით, სხვებისგან სასიამოვნოდ იქნებიან გამორჩეულნი. ხალხის გულის მოგება, ყველას დაპყრობა ბრწყინვალე იდეებითა და გონებამახვილური საუბრით – ცხენის წლის მეორე ნახევარში ვერძებს ეს ყველაფერი ძალიან იოლად და დახვეწილად გამოუვათ.

წლის დასაწყისში კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძებნა ცოტა არ იყოს გაუჭირდებათ. ვარსკვლავები აფრთხილებენ ვერძებს, რომ ეს უკანასკნელნი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უამრავ კონფლიქტსა თუ კამათში შეიძლება აღმოჩნდნენ ჩათრეულნი. ამის თავიდან ასაცილებლად ვერძებს ურჩევნიათ, საკუთარი მოსაზრებები მეტისმეტად ხმამაღლა არ გამოთქვან. ამ მარტივი რჩევის გათვალისწინებით, ვერძები უამრავ დროს და ნერვებს დაზოგავენ.

…..კურო…..

2014 წელს კურო შეიძლება საკუთარი მერყეობის მსხვერპლი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს უამრავ დიდ თუ პატარა მოვლენაში მონაწილეობას, ფუსფუსს, საზრუნავს და აურზაურს პირდება. კუროს ენდომება ყველაფერი მოასწროს, ამიტომ რამდენიმე საქმეს ერთად შეეჭიდება და საბოლოოდ, მათი უმრავლესობის ბოლომდე მიყვანას ვერ მოახერხებს.

წლის პირველ ნახევარში კურო მეტისმეტად გაღიზიანებული იქნება. მის დაჟინებულ მზერას გარშემომყოფთა ერთი შეცდომაც კი არ გამოეპარება. შედეგი – სამართლიანი (კუროს აზრით) კრიტიკა მათი მისამართით და საპასუხოდ უმადური რეაქცია. კუროებმა თავიანთი დამრიგებლური ტონი ცოტა უნდა შეარბილონ, თორემ ამ წელიწადში ნებისმიერის წყობიდან გამოყვანას და გადამტერებას მოახერხებენ.

2014 წლის სექტემბრიდან კი ნეგატივი თანდათან წარსულს ჩაბარდება და წარმატება წლის ბოლომდე კუროს თანმდევი გახდება. ყველა საქმე, რაზეც სხვა დროს კუროს უამრავი ძალისხმევის გაღება დაჭირდებოდა, ამ პერიოდში ძალიან იოლად გამოუვა. ვარსკვლავები კუროს პირდებიან, რომ ყველაზე რთული და ერთი შეხედვით განუხორციელებელი პროექტებიც კი წარმატებით დასრულდება.

 

…..ტყუპები…..

2014 წელი შესანიშნავი დროა, რათა ტყუპებმა საზოგადოებრივი მდგომარეობა გაიმყარონ, შემოსავლების დონე აიმაღლონ, საჭირო ნაცნობები გაიჩინონ და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება წლის პირველ ნახევარში, როცა ტყუპების კომუნიკაბელობა და საკუთარი თავის რწმენა მათ ხელში დიდ ძალას – გარშემომყოფთა სიმპატიასა და მხარდაჭერას მისცემს.

წლის დასაწყისში ტყუპები ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებისას სხვათა მხარდაჭერას უნდა დაეყრდნონ. მართალია, ჩვეულებრივ ტყუპებს მარტო მოქმედება ურჩევნიათ, მაგრამ 2014 წლის ჰოროსკოპი მათ თანამოაზრეთა შემოკრებას და წინ ერთობლივი ძალისხმევით მოძრაობას ურჩევს.

ეს პოზიტიური პერიოდი შეიძლება მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში შეიცვალოს, როცა დაგროვილი დაღლილობა იჩენს თავს. ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ დაისვენონ და დამთრგუნველ განწყობას არ დანებდნენ. თუმცა აპათია დიდხანს მაინც არ გაგრძელდება: უკვე ნოემბერში ტყუპები უწინდებურად სიცოცხლით სავსედ იგრძნობენ თავს.

 

…..კირჩხიბი…..

2014 წელს კირჩხიბების კეთილდღეობა ბევრ საკითხში თავად მათზე იქნება დამოკიდებული, ასე რომ, ცხენის წელიწადში ბედის წყალობის ცდას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, შეუპოვარ და საქმიან კირჩხიბებს, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ და დასახული მიზნისკენ ისწრაფვიან, 2014 წელი შესანიშნავ შესაძლებლობებს მისცემს.

2014 წლის პირველ ნახევარში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეიძლება ცხოვრების პირად და საზოგადოებრივ სფეროებს შორის ღრმა წინააღმდეგობები შეექმნათ. შესაძლოა ახლობელი ადამიანები კირჩხიბებს გაუნაწყენდნენ სამსახურში გატარებული ზედმეტი დროის გამო ან პირიქით, უცებ გაჩენილმა ვნებამ საქმის კეთებაში შეუშალოთ ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში, კირჩხიბები ოჯახსა და სამსახურს შორის იქნებიან გახლეჩილები. თუ ეს მოხდება, ვარსკვლავები გირჩევენ 2014 წელს გააკეთოთ შეგნებული არჩევანი ოჯახისა და პირადი ცხოვრების სასარგებლოდ. ახლობელი ადამიანებისთვის მეტი ყურადღების დათმობით სულიერ წონასწორობას აღიდგენთ, დროთა განმავლობაში კი სამსახურეობრივი საქმეებიც მოწესრიგდება. ნოემბერში მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ – ამ თვეში კირჩხიბებს ენერგიის ნაკლებობა ექნებათ და შეიძლება სულ უბრალო პროექტებიც კი ჩავარდნის საფრთხის წინაშე დააყენონ. სამაგიეროდ წლის ბოლო თვე ძალიან წარმატებული პერიოდი იქნება. ყველაფერს, რისი გაკეთებაც კირჩხიბებმა მთელი წლის განმავლობაში ვერ მოასწრეს, დეკემბერში ზედმეტობით აინაზღაურებენ.

 

 

…..ლომი…..

2014 წელს წარმატება ლომებს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდებათ. ვარსკვლავები მათ ერთ ლანგარზე მიართმევენ ორ უძლიერეს კოზირს: პირველ რიგში, აქტიურობასა და ენერგიულობას და მეორეც, იღბალს საქმიან ასპარეზზე. ამის გამო ცხენის წელიწადში ზოგჯერ ძნელი გასარკვევი იქნება, ლომმა წარმატებას საკუთარი ძალებით მიაღწია თუ უბრალოდ გაუმართლა და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა. თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ პროექტების დიდი ნაწილი, რასაც 2014 წელს ხელს მოკიდებთ, თქვენს ყველაზე თამამ მოლოდინებს გადააჭარბებს. ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარს ეხება, როდესაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ენერგია კალაპოტიდან ამოვარდნას ლამობს. ლომები უპრობლემოდ შეძლებენ რამდენიმე საქმე ერთად და თანაბარი წარმატებით აკეთონ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ წელს ლომებს შეუძლიათ წლების განმავლობაში დაგროვილი ყველა პრობლემატური საკითხი გადაჭრან და თუ ასეთ მიზანს დაისახავენ, რამდენიმე ახალი, გლობალური პროექტიც წამოიწყონ.

მართალია, ივლისის ბოლოდან ლომების აქტიურობა ქვედა ნიშნულისკენ დაიძვრება, მაგრამ მაინც საკმარისი იქნება, რომ წლის დარჩენილ პერიოდში საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისთვის უამრავი სასარგებლო რამ გააკეთონ. ერთადერთი საყურადღებო მომენტი ამ პერიოდში ისაა, რომ წარმატების ტალღებში თავდაკარგულმა ლომებმა ამბიციებს ოჯახური სიმყუდროვე არ შესწირონ. პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის დაპირისპირება შემოდგომაზე შეიძლება გამძაფრდეს. ამ პერიოდში ლომებს აუცილებლად ჭირდებათ პირად ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის მოძებნა, თუნდაც ეს საქმიანი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე მოხდეს.

 

 

…..ქალწული…..

2014 წლის დასაწყისიდანვე ვარსკვლავები ქალწულებს მრავალ მოულოდნელობას, სიურპრიზებსა და ახალ შესაძლებლობებს პირდებიან. სიტუაციები ძალიან ხშირად მათ სასარგებლოდ განვითარდება, თუმცა სამწუხაროდ, ცხენის წელიწადში ქალწულები აქტიურობისა და საქმიანი უნარ-ჩვევების გამოჩენისკენ მიდრეკილნი არ არიან, რის გამოც ბევრი შესანიშნავი შანსი ტყუილუბრალოდ დაიკარგება.

გარდა ამისა, 2014 წლის სექტემბრის შუამდე ზოდიაქოს ამ ნიშნებს თვითორგანიზებულობასა და დისციპლინაში პრობლემები ექნებათ. ქალწულებს ჩვეულებრივზე მეტად გაუჭირდებათ დასახული მიზნების მიღწევაზე კონცენტრირება. სამაგიეროდ იოლად გაიტაცებთ ახალი იდეები და გეგმები, თუმცა ასევე იოლად დაკარგავენ ინტერესს და წამოწყებულ პროექტებს ნახევარ გზაზე მიატოვებენ.

ეს კიდევ უფრო იმიტომაცაა საწყენი, რომ 2014 წელს სიტუაციები ქალწულებისთვის ძალიან ხელსაყრელად შეიძლება წარიმართოს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ ქალწული კონცენტრირებას და ენერგიულად წინსვლას მოახერხებს და წვრილმან საქმეებს არ მიედ-მოედება, მას წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს.

თუმცა 2014 წელს ქალწულებს სხვა შესაძლო გზაც ელოდებათ: შეუძლიათ არანაირი ზეამოცანები არ დასახონ, უბრალოდ აკეთონ ის, რაც უყვართ და ცხოვრებით დატკბნენ. მართალია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებსაც არ უნდა ელოდონ, თუმცა წელიწადს მხიარულად და მათთვის საინტერესოდ ნამდვილად გაატარებენ.

 

 

…..სასწორი…..

2014 წელს სასწორებმა სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და ცვლილებები არ უნდა დაგეგმონ: წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მათი თანმდევი, თუ სასწორები მშვიდად განაგრძობენ საკუთარი საქმის კეთებას და გლობალურ იდეებს არ შეეჭიდებიან.

ცხენის წლის პირველი ნახევარი სასწორებისთვის საკმაოდ წინააღმდეგობრივი იქნება. ისინი ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსენი იქნებიან და ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებების მოხდენაც ენდომებათ, თუმცა ვარსკვლავები თავის შეკავებას ურჩევენ: მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების თავიდან ასარიდებლად, სასწორებს ურჩევნიათ მსხვილი პროექტების განხორციელება სამომავლოდ გადადონ. 2014 წლის დასაწყისიდანვე უმჯობესია მოძალებული ენერგია მშვიდობიან კალაპოტში მიმართონ: იქნება ეს შემოქმედებითი წვა, მოგზაურობა თუ პირადი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნვა.

აგვისტოდან კი სასწორებს გვერდზე გადგომა აღარ გამოუვათ – სიტუაცია მათ უამრავ სიურპრიზს პირდება. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის გლობალური ცვლილებები ისევ არ არის რეკომენდებული, სასწორების ცხოვრებაში ახალი შთაბეჭდილებები, მოვლენები და ემოციები შემოიჭრება. 2014 წლის მეორე ნახევარში სასწორებს ბევრი ახალი ნაცნობობა, ურთიერთობები, ახალი გამოცდილებების მიღება ელოდებათ. სასწორები მოხვდებიან ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს ყოფილან, გაიჩენენ ახალ ნაცნობებს, ნახავენ უამრავ საინტერესო რამეს. ერთი სიტყვით, მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოიცლიან.

 

 

…..მორიელი…..

2014 წლის ჰოროსკოპი მორიელებს მისცემს შანსს, წინ გაიჭრან და კონკურენტებს გაასწრონ. განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა მათი ამბიციები და საბრძოლო თვისებები პიკს მიაღწევს და მორიელებს გზაზე შეხვედრილი ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მისცემს.

წლის პირველ ნახევარში ვარსკვლავები მორიელებს ისეთი სასარგებლო თვისებებით დააჯილდოვებენ, როგორიც კომუნიკაბელობა და ურთიერთობის სწორად წარმართვის უნარია. სამსახურში მორიელები საჭირო ადამიანებთან კონტაქტს იოლად დაამყარებენ, პირად ცხოვრებაში კი განუმეორებლები იქნებიან.

2014 წელს კომუნიკაციის სიჭარბემ ერთგვარი ნეგატივიც შეიძლება მოიტანოს, რადგან მორიელის აქტიური ხასიათიდან გამომდინარე, იგი იქნება არა მხოლოდ სასიამოვნო მოსაუბრე, არამედ ულმობელი კრიტიკოსიც, რაც ამ წელიწადში შეიძლება მრავალ კონფლიქტად დაუჯდეს. ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნებს თავიანთი საბრძოლო ნიჭის კონკურენტებთან ბრძოლაში გამოყენებას ურჩევენ – ეს საქმეშიც და სიყვარულშიც წარმატებას მოუტანთ. ახლობლების მიმართ კრიტიკული გამოსვლები კი შეძლებისდაგვარად უნდა შეარბილონ.

ივლისის შუა პერიოდიდან ოქტომბრის ბოლომდე მორიელებს ჩავარდნის ხანა ექნებათ – თავს იჩენს დაგროვილი დაღლილობა და ნერვული დაძაბულობა. ნოემბერში კი მათი მჩქეფარე ენერგიის ყველას შეშურდება.

 

 

…..მშვილდოსანი…..

2014 წლის ჰოროსკოპი მშვილდოსნებს ახალ და მრავალფეროვან იდეებსა და შთაბეჭდილებებს პირდება. წლის პირველ ნახევარში შეიძლება დაიღალონ კიდეც კალეიდოსკოპის სიჩქარით ცვალებადი მოვლენებისა და სახეებისგან. კომუნიკაბელობის წყალობით მშვილდოსნები ბევრ ახალ ნაცნობს შეიძენენ, თუმცა თუ საჭიროება შეექმნებათ, მათ სიმკაცრისა და მიზანსწრაფულობის გამოვლენაც კარგად შეუძლიათ. ხასიათის შტრიხების ასეთი ნაკრები 2014 წელს ბიზნესშიც და პირად ცხოვრებაშიც კონკურენტების დამარცხებისას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

გარდა ამისა, ცხენის წელი მშვილდოსნებს სამყაროს არასატანდარტული და ნათელი ხედვით აჯილდოვებს, რაც მათ კრეატიულობას განაპირობებს. მშვილდოსნის მოულოდნელი, ნოვატორული გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოთ, თუმცა საბოლოოდ ყველაზე დიდ წარმატებას ეს ნაბიჯები მოიტანს.

წლის მეორე ნახევარში ისედაც ენერგიული მშვილდოსნები ახალი ძალებისა და შემოქმედებითი შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ. თუმცა წლის ეს პერიოდი აუჩქარებელი, მშვიდი ნაბიჯებით წინსვლისთვის უფროა შესაფერი, ვიდრე ბობოქარი ქმედებებისთვის.

 

 

…..თხის რქა…..

2014 წელი თხის რქებისთვის პოზიტიური იქნება: ცხენის წელი მათ სულიერ კომფორტს, გაწონასწორებულ აქტიურობასა და სამყაროს ნათელ ხედვას უქადის. მიზანმიმართულობასთან და ჯანსაღ ამბიციებთან შეზავებული სულიერი ჰარმონია თხის რქებს ბევრი დაბრკოლების გადალახვას შეაძლებინებს.

წლის პირველ ნახევარში ვარსკვლავები თხის რქებს პირად ცხოვრებაში კურსის მაინცდამაინც რადიკალურად შეცვლას არ ურჩევენ – ამ დროს წარმატებას უფრო კონსერვატიული ნაბიჯები მოგიტანთ. 2014 წლის მეორე ნაწილში კი პირიქით: თხის რქების შემოქმედებითი პოტენციალი ზღვარგადასული იქნება. სწორედ არასტანდარტული და თამამი, ნოვატორული მიდგომებით შეძლებენ თხის რქები კარიერასა თუ სიყვარულში წარმატების მიღწევას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა საქმესაც უნდა მოკიდოს თხის რქამ ხელი 2014 წელს და რა მიზანიც უნდა დაისახოს, მათ უმრავლესობას პრობლემების გარეშე გაუმკლავდება. თუმცა მნიშვნელოვან საქმეებს დეკემბრისთვის ნუ დაგეგმავთ: წლის ბოლო თვეში ვარსკვლავები თხის რქებს მოშვებას და კარგად დასვენებას ურჩევენ.

 

 

…..მერწყული…..

მერწყულებს 2014 წელი გლობალურ ცვლილებებს არ უქადის, თუმცა ეს არც ისე ცუდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადი ასტროლოგიური სურათი ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის არამდგრადია. მერწყულებისთვის ეს წელი ზომიერად აქტიური და საკმარისად მშვიდი იქნება.

ერთადერთი მომენტი, რაზეც მერწყულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს, მისივე განწყობაა წლის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში ვარსკვლავების გავლენით მერწყულები გადამეტებულ ყურადღებას მიაქცევენ დეტალებს, მათ შორის გარშემომყოფთა პატარ-პატარა ჩავარდნებსაც. მერწყულები პატარა წვრილმანებმაც კი შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს.

თუმცა სიზუსტისადმი მისწრაფებას თავისი პლუსებიც ექნება: რასაც უნდა მოკიდოს ხელი მერწყულმა წლის პირველ ნახევარში, ყველაფერს გულდასმით გააკეთებს და ყველა შესაძლო შეცდომას აირიდებს თავიდან.

2014 წლის მეორე ნახევარში კი მერწყულები ცოტა მოეშვებიან. ცხოვრების ყველა სფეროში – სამსახურში, შემოქმედებასა თუ სიყვარულში მათ ურჩევნიათ მზა შაბლონებს მისდიონ და ველოსიპედის გამოგონება არ დაიწყონ. ამ განწყობას ნუ შეეწინააღმდეგებით: 2014 წელს ჯანსაღი კონსერვატიზმი სწორედ ისაა, რაც მერწყულს წარმატებისთვის სჭირდება.

 

 

…..თევზები…..

2014 წელს თევზების ენერგიულობა და საკუთარი თავის რწმენა, განსაკუთრებით გარშემომყოფთა პასიურობის ფონზე, მათ ხალხის თვალში კარგად წარმოაჩენს. მთელი წლის განმავლობაში ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ხასიათის ძალიან სასარგებლო თვისებებს – მიზანსწრაფულობას, სიმტკიცესა და ორგანიზატორულ ნიჭს უზრუნველყოფენ. ეს ნიშნები თევზების ცხოვრების ყველა სფეროში გამოვლინდება და მათ გარშემომყოფთა მხარდაჭერაც არ მოაკლდებათ და მიზანს ყოველთვის მიაღწევენ

ერთადერთი ნიუანსი, რამაც თევზებს წლის პირველ ნახევარში დასახული მიზნების მიღწევაში შეიძლება ხელი შეუშალოს, მისი ინტერესების მეტისმეტად ფართო წრეა. ენერგია და ცნობისმოყვარეობა თევზებს მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას აიძულებს. 2014 წელს მათ უამრავი ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა ელოდება, თუმცა უნდა ეცადონ, რომ მოვლენათა კორიანტელში მართლაც მნიშვნელოვანი არაფერი გამორჩეთ.

წლის მეორე ნახევარში კი თევზები მეორე უკიდურესობაში შეიძლება გადავარდნენ, მიმდინარე საქმეებში თავით ჩაეფლონ და დროის უდიდესი ნაწილი ყოველდღიურობას დაუთმონ.

2014 წლის მძლავრი პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებისთვის ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ, ნაკლებად დაინტერესდნენ წვრილმანებით და მთავარზე მოახდინონ კონცენტრირება. გახსოვდეთ, რომ ეს წელი ბევრ შესანიშნავ შესაძლებლობებს გპირდებათ და ყველაფერი, რაც თქვენგან არის საჭირო ზომიერზე ცოტა მეტი მიზანსწრაფულობის გამოვლენაა.

გამოყენებული წყარო: www.friday.ge:

რომელი ფილმები გამოვა 2014 წელს(დიდი პრემიერები)

,,მინიონები”რადგანაც მულტფილმის ეს პერსონაჟები ასე ძალიან შეუყვარდათ რეჟისორებმა კაილ ბალდამ და პიერ სოფიმ გადაწყვიტეს გადაეღოთ მულტფილმი სადაც მინიონები იქნებიან მთავარი პერსონაჟები.გამოსვლის თარიღი უცნობია

12258dc003d2

 

,,ტრანსფორმერები'”გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობი

84f316767848

,,სიყვარული დიდ ქალაქში” 2014 წლის 1 იანვარი

2466ccb883a8

,,წიგნების ქურდი”2014 წლის 16 იანვარი

568c809d58e9

,,ვეგასი”2014წლის 16იანვარი

6f0ca3687b71

,,მისტერ კვაკი”2014წლის 27ტებერვალი

46245755d02a

,,ქრისტეს შვილი”2014წლის 27თებერვალი

963f99053c92

,,ისევ 16”2014წსლის 27თებერვალი

85fd29ec715d

,,მე და ჩემი ჩრდილი”2014წლის 13 მარტი

ee757b631988

,,რიო 2”2013 წლის 20მარტი

5e8fe3675b9d

სულ ეს იყო მადლობთ ყურადღებისათვის♥
0d36bc90e3c2
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ..სურვილების ჩაფიქრება არ დაგავიწყდეთ;)

 

ინფრომაციის ნაწილი : friday.ge

ucnobi N

funny,

მსგავსი ამბები

Back to top button