ფანქრის გულით შესრულებული საოცარი სკულპტურები
როდესაც პირველად ამ პაწაწინა სკულპტურებს ნახავთ, გეგონებათ, რომ დალტონ გეტიმ თავის კოლექციას ახალი ნამუშევრები შესძინა, თუმცა მალე დარწმუნდებით, რომ ეს ახალი ვიეტნამელი მხატვარი დიმ ჩაუა, რომელიც უბრალოდ გენიოსია. . ის ფანქრის წვერისგან საოცარ სკულპტურებს ქმნის, მას სხვადასხვა ფორმას აძლევს და სხვადასხვაგვარი იდეითაც ტვირთავს.ეს პატარა მოჩუქურთმებული ქანდაკელბები ნამდვილი შედვრებია და მასში უდიდეს ოსტატობასთან ერთად ძალიან დიდი შრომაა ჩადებული.
მისი ნამუშევრებიდან საკმაოდ ცნობილია პატარა სპილო, რომელიც ჩაუმ მაშინ შექმნა, როდესაც აფრიკაში ცხოველების გადაშენების წინაარმდეგ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა. ” მე ძალიან განრისხებული ვიყავი და ყველაფერი მეზიზღებოდა, მინდოდა რაღაც ორიგინალური და კარგი შემექმნა, რათა გამომეხატა ჩემი სოლიდარობა.” ეს მან შესანიშნავად შეძლო.
საინტერესოა ისიც, რომ ყველა სკულპტურას თავისი ისტორია აქვს, ზოგი მათგანი გახმაურებულია, ზოგიც არა. მისი ნამუშევრები იმდენად დიდი სიზუსტითაა შესრულებული, რომ ფოტოზე ნამდვილისგან გარჩევა ძალიან გაგიჭირდებათ. დისონანს მხოლოდ სკულპტურის ზომები ქმნის.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ პაკისტანელი მხატვრის რამდენიმე სკულპტურას, რომელიც მან ფანქრის გულებისგან შექმნა.
წყარო : lollipop.ge