უკატეგორიო

პატარა „გეიმერის“ დაუჯერებელი აგრესია და ფსიქოლოგები, რომლებსაც დედამ მიმართა (ვიდეო)

1386270669860272

პატარა „გეიმერი“, რომელიც დღეში თითქმის განუსაზღვრელი დროის განმავლობაში თამაშობდა ძალადობრივი სცენებით გაფორმებულ კომპიუტერულ თამაშებს, კომპიუტერზე იმდენად დამოკიდებული გახდა, რომ სხეულის ფორმა დაკარგა და ცხიმების დაგროვება დაეწყო, დაკარგა მადა, ინტერესი სწავლისადმი, ხოლო ძალადობას, ანუ კომპიუტერით ნანახ მეთოდებს უმცროსი ძმის წინააღმდეგ იყენებდა.

დედამ ყველაფერი ეს მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნია, როცა ჩარევა, შესაძლოა, გვიანაც ყოფილიყო და ფსიქოლოგებს მიმართა. ფსიქოლოგებმა დედის დახმარებით ბავშვზე ზემოქმედება გადაწყვიტეს, თანაც, მისი ყოვედღიური ცხოვრება ფირზე აღიბეჭდებოდა.

სიუჟეტი უკრაინის ერთერთი ტელევიზიით გადაიცა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. განხილვის დროს დედის საქციელი ზოგმა მოიწონა და ასეთი ბავშვების მიმართ უფრო მკაცრი ზომების გამოყენების აუცილებლობაზე ალაპარაკდა, ნაწილმა კი დედის მისამართით არ დაიშურა საყვედურები და განაცხადა, რომ დედას თავიდანვე არ უნდა მიეყვანა სიტუაცია ამ კრიტიკულ ზღვარამდე.

წყარო : lollipop.ge

Back to top button