გართობაუცნაური

ყველაზე ჰუმანური ციხე მსოფლიოში – Bastoy (ნორვეგია)

image

ეს ციხე სულაც არა გავს ციხეს:შესანიშნავი ჰაერი, მშვენიერი პეიზაჟი, მყუდრო კამერები, რომლებიც უფრო სასტუმროს ნომრებს გავს, კარგი მომსახურეობა და პატიმრების კულტურულ განვითარებაზე ზრუნვა- ყველაფერი ეს ხელმისაწვდომია მძიმე დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულებისათვის.

ნორვეგიის ერთ-ერთ კუნძულზე განთავსებული BastoY-ის ციხე დამსახურებულად ითვლება ყველაზე ჰუმანურად და კომფორტულად თითქმის მთელ მსოფლიოში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ნორმალური ცხოვრებისათვის:კუნძულზე არის რამოდენიმე პლაჟი, მშვენიერი სათევზაო ადგილები, აგრეთვე ჩოგბურთის კორტები და საუნაც კი რელაქსისათვის.

image

აქ თითქმის არ არიან ზედამხედველები, პატიმრებს თვითონ აქვთ საკუთარი კამერის გასაღებები, საიდანაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოსვლა. შეასძლებელია მატერიკამდე მიცურვაც კი. და რაც მთავარია, აქედან გაქცევას არავინ არ ცდილობს, რადგან ამ შემთხვევაში ბრალდებულს ემუქრება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაორმაგებული სასჯელის მოხდა. რატომ უნდა გაიქცნენ ასეთი ადგილიდან, რომელიც კურორტს უფრო გავს, ვიდრე ციხეს?

image

ამ ციხეში პატიმრების დაშინებას კი არ ცდილობენ, არამედ მათ აღზრდას და ეს ნამდვილად მოქმედებს. ბრალდებულები აქ არამარტო ისვენებენ, არამედ მუშაობენ კიდეც დილის 8 საათიდან 3 საათამდე:დაკავებული არიან მებაღეობით, მეცხოველეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროთი. ხელფასი სიმბოლურია:10 დოლარი, რითიც შეუძლიათ პროდუქტები იყიდონ მარკეტში, თუმცა ამის საჭიროება არაა, რადგან პატიმრებს მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი კვება აქვთ.

imageimageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button