TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

სახელმწიფოების ყველაზე უცნაური საზღვრები

image

როცა სიტყვა “საზღვარი” გვესმის, ბევრი ჩვენგანის წარმოდგენაში ეს ასოცირდება კეთილმოწყობილ პოსტთან, სადაც დგანან მესაზღვრები ფორმაში ავტომატებით ხელში და იცავენ საკუთარ ტერიტორიას. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, რომელთა საზღვრები ცოტა უჩვეულოდ გამოიყურება. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:

ნიდერლანდები და ბელგია.

image

ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარი გადის კაფეს ტერიტორიაზე და გრძელდება ისე, რომ შუაზე ყოფს არამარტო მინდვრებსა და ფერდობებს, არამეს საცხოვრებელ სახლებსაც კი. ასე რომ, კაფეს სტუმარს შეუძლია სხვა მაგიდაზე გადანაცვლებით მეორე სახელმწიფოში გადავიდეს და იქ მიირთვას ყავა.

შვეიცარია და იტალია.

image

ამ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი გადის ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე და ერთმანეთისაგან ყოფს სახლებსა და სათხილამურო ტრასებს. ასე რომ, შვეიცარიაში მყოფი დამსვენებელი თხილამურებით სრიალის დროს მისდა უნებურად შეიძლება იტალიაში აღმოჩნდეს.

არგენტინა, ბრაზილია და პარაგვაი.

image

ეს სამი სახელმწიფო ერთმანეთისაგან გამოყოფილია მდინარეებით პარანა და იგუასუ. ეს საოცარი ადგილი არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩევა.

ერაყი და სირია.

image

ერაყსა და სირიას შორის საზღვარი ერთი შეხედვით ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილ სასაზღვრო რაიონს შეჰფერის, თუმცა ერთ სასაზღვრო ზოლზე ორი ქვეყნის შეიარაღებული ჯარისკაცების ერთდროულად ყოფნა ცოტა არ იყოს, უცნაურია.

აშშ და მექსიკა.

image

ამ სახელმწიფოებს შორის საზღვარი მთელ სიგრძეზე გამოყოფილია ღობით.ის გადის გზის პირას, შემდეგ ქუჩის პირას და გრძელდება ოკეანეში. ზოგ ადგილას გამყოფ ღობესთან მესაზღვრეები არ დგანან, ამიტომ ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ამ ღობეზე გადაძრომის მსურველები.

აშშ და კანადა.

image

ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარი გადის ქალაქ დერბიზე. ამ ქალაქის მცხოვრებლები თავისუფლად გადაადგილდებიან ერთი ქვეყნიდან მეორეში.

უნგრეთი, სლოვაკეთი და ავსტრია.

image

სამი სახელმწიფოს საზღვარი არ გადის დასახლებულ პუნქტზე. თუმცა საზღვრის ტერიტორიაზე შეიძლება შეგვხვდეს სამივე ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც მშვიდად საუბრობენ ერთმანეთში.

პოლონეთი და უკრაინა.

image

საზღვარი წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს, რომელიც შექმნილია პოლონელი მხატვრის იაროსლავ კოზიარის მიერ. მან შექმნა 2 თევზი სხვადასხვა მცენარეებისაგან.

რუსეთი და ბელარუსი.

image

ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარი უბრალოდ არ არსებობს. მსურველს შეუძლია თავისუფლად გადავიდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში, თუმცა ბელარუსში გადასული ადამიანი მაშინათვე იგრძნობს განსხვავებას გზის ხარისხში.

ინდოეთი და ბანგლადეში.

image

ამ ორ ქვეყანას შორის უმკაცრესი მავთულხლართების კორიდორია. ფაქტიურად შეუძლებელია ამ საზღვარზე ჩუმად გადასვლა.

გერმანია და ჩეხეთი.

image

ეს საზღვარი ფაქტიურად არ არსებობს. ის გადის სტეპებზე, რომელზეც საერთოდ არაა გამყოფი ზღვარი აღნიშნული. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ამ 2 ქვეყნის სხვადასხვაგვარი მცენარეული საფარია

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button