არქივი

ტესტი – რას ხატავთ ტელეფონზე საუბრისას?

15673 girl talking on the phone 1920x1200 girl wallpaper

სურათები, რომლებსაც ტელეფონზე საუბრისას ხატავთ, თქვენს ხასიათსა და თვისებებზე მიუთითებს. გაიხსენეთ ან დააკვირდით, რას ხატავთ ან წერთ ყველაზე ხშირად ტელეფონზე საუბრისას?

1. ხეს

2. 
გისოსებს

3.
 ხელმოწერას აკეთებთ

4.
 სახლს

5.
 გეომეტრიულ ფიგურებს

6. 
გულებს

ხე

ეს სიმბოლო ყველაზე მკვეთრად გამოხატავს ადამიანის ხასიათსა და მის დამოკიდებულებას სხვა ადამიანებისადმი. თუ ხეს ფესვებით ხატავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მყარად დგახართ მიწაზე და რთული სიტუაციები ვერ გაშინებთ.

თუ თქვენ მიერ დახატული ხე მსხვილია, პრაქტიკული ადამიანი ხართ, თუმცა ფანტაზიის დეფიციტს განიცდით. თუ ხის ტოტები ხშირი და ფოთლოვანია, მდიდარი ფანტაზია გაქვთ და იდეალები გყავთ. თუ ტოტები შიშველია – ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ და თქვენზე ზემოქმედების მოხდენა ადვილია.

გისოსები

მსგავსი ნახატები ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს მდგომარეობას. გისოსებს, როგორც წესი, მაშინ ხატავენ, როდესაც რთული წუთები უდგათ ოჯახში ან სამსახურში… თუ გისოსებს ხატავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არაერთი მოუგვარებელი პრობლემა გაქვთ და არ იცით, როგორ გადაჭრათ ისინი.

ხელმოწერა

თუ ტელეფონზე საუბრისას საკუთარი სახელისა და გვარის წერით ხართ დაკავებული, იმას ნიშნავს, რომ ცდილობთ თქვენი ინდივიდუალურობის დამტკიცებას. სინამდვილეში კი საკუთარი თავის რწმენა ბოლომდე არ გაქვთ, მუდმივად იმიჯის ძიებაში ხართ და ყურადღების მიპყრობას ცდილობთ.

სახლი

თუ სახლს ხატავთ, ამას სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს. ძირითადი ნიშანი ოჯახური სითბოს, შვილებისა და მშობლების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვაა. თუ თქვენ დაოჯახებული ხართ, შესაძლოა, სახლის ხატვით ბავშვობისდროინდელი სახლის ნოსტალგიას გამოხატავდეთ. თუკი ჯერ არ გყავთ ოჯახი, შესაძლოა, სწორედ მომავალი ოჯახის შექმნის სურვილს გამოხატავდეთ. თუ სახლს სახელურიან კარსაც უხატავთ, ეს იმის ნიშანია, რომ გულახდილი ადამიანი ხართ; კარი სახელურის გარეშე კი თქვენსა და დანარჩენ სამყაროსთან არსებულ ბარიერს გამოხატავს.

გეომეტრიული ფიგურები

მსგავსი ნახატები თქვენს დაუმორჩილებელ ხასიათზე, სიფიცხესა და რაციონალიზმზე მეტყველებს. გსურთ, რომ ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშ მოაქციოთ, თუმცა ამ ნახატებს შორისაც არის განსხვავება. თუ წახნაგოვან ფიგურებს ხატავთ, ეს ნიშნავს, რომ მუდმივად დიდი წინააღმდეგობების გადალახვა გიწევთ, ხოლო თუ სხვა ფიგურების ხატვა უფრო გიტაცებთ, ნიშნავს, რომ ნაკლებად კონფლიქტური ადამიანი ხართ.

გულები

აუცილებელი არ არის, ადამიანი, რომელიც გულებს ხატავს, შეყვარებული იყოს. ეს უდარდელობის ნიშანია. თუკი გულებს ხშირად ხატავთ, ნიშნავს, რომ მშვიდი და მხიარული ადამიანი ხართ, რომელთანაც ურთიერთობა ყველას უადვილდება.

წყარო: marao.ge

მსგავსი ამბები

Back to top button