არქივი

ტუარეგები – საჰარის უდაბნოს მცხოვრებნი

b2efd7b59d14
საჰარის უდაბნოში ხალხთა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რასობრივი, კულტურული და ენობრივი ნიშნით. საჰარის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ, ტიპურ მოსახლეობას წარმოადგენენ ცენტრალურ საჰარაში მომთაბარე ტუარეგები. 2012 წელს მალიში მცხოვრები ტუარეგები აჯანყდნენ და პროვინცია აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ტუარეგებზე უამრავი ლეგენდა არსბობს. მათ ეს სახელი ისლამის მიმდევრებმა შეარქვეს და ნიშნავს “ღვთისაგან განკიცხულს”. ამის საპირისპიროდ ისინი თავის თავს უწოდებენ “იმოჰაგის”, რაც “თავისუფალს”, “დამოუკიდებელს” ნიშნავს.
ტუარეგებს შორის არიან არისტოკრატები, ვასალები და მონები. არისტოკრატები მაღლები და ტანადები არიან, შედარებით ღია ფერის კანი აქვთ. გამოირჩევიან ძალიან თავისებური ჩაცმულობითა და აღკაზმულობით. ტუარეგი მამაკაცის სამოსისათვის, რამაც იგი ცნობილი გახადა, ყველაზე დამახასიათებელია თეთრი ან ცისფერი ფერის ბამბის ქსოვილი, რითაც ისინი სახეს იფარავენ, ღია რჩება მხოლოდ თვალები.
aafd7c22a6db
ეთნოგრაფებს ამ ადათწესზე მრავალი მოსაზრება აქვთ. ერთ-ერთია ის რომ ქსოვილი იცავს სასუნთქ ორგანოებს მშრალი ჰაერისა და ქარისგან. მაგრამ ეს თუ ასეა, მაშინ საინტერესოა, რატომ დადიან ქალები მის გარეშე იგივე პირობებში?
ae7666ebdc3f
ამ კითხვის პასუხს იმ ლეგენდაში ვპოულობთ, რომელსაც აღნიშნულ წეს-ჩვეულებას უკავშირებენ. მრავალი წლის წინათ ტუარეგები ერთ-ერთი საომარი ლაშქრობიდან განადგურებული და დაუძლურებული, თანაც ნადავლის გარეშე. მაშინ ქალებმა მოიძრეს სახიდან პირსაფარი, რომელსაც ისინი მანამდე ატარებდნენ და ზიზღით უთხრეს კაცებს: “სირცხვილი თქვენ, დამარცხებულნო! ამიერიდან თქვენ უნდა დაიფაროთ სახე.”
fac2354314ce
დაახლოებით 18 წლის ასაკში, მცირე ოჯახურ ზეიმზე, ბიჭი იღებს სახის საფარს რომელსაც მთელი ცხოვრება, არც დღე და არც ღამე არ იხსნის. თუ გახდა საჭიროება მისი გამოცლისა, ამას მამაკაცი აკეთებს ბნელ კუთხეში, სადაც მას ვერავინ ვერ დაინახავს.
8e3bf529325f
ტუარეგებმა შემოინახეს ლიბიელი დედის ძველი უფლება. ქალს მაღალი მდგომარეობა უკავია. უახლოეს ნათესავად და ბავშვების მფარველად არა მამა, არამედ დედის ძმა ითვლება.
59bf7d3cbb57
ტუარეგი ქალები უფრთხილდებიან წეს-ჩვეულებებსა და თქმულებებს. წერენ ლექსებს. თითქმის ყველა ტუარეგი ქალი წიგნიერია. მატი ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ მათ მიერ ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მთელი ტომის აღელვება.

წყარო: “ისტორიანი”

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button