ლაშქრობებისაკითხავისამხედრო

კანეს ბრძოლა

კანეს ბრძოლა მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 216 წელს. ეს ბრძოლა მეორე პუნიკური ომის ძირიტადი ლაშქრობაა.კანეს ბრძოლაში 50 000 კაციანმა კართაგენელთა ლაშქარმა, რომელსაც სათავეში ჰანიბალ გარკა ედგა მიწასთან გაასწორა რომაელთა 86 000 კაციანი ფალანგა. რომაელებს ლუციუს ემილიუს პაულუსი და გაიუს ტერენციუს ვარონი მეთაურობდნენ. კანეს ბრძოლა რომაელთა უდიდეს მარცხად არის მიჩნეული. რომაელთა ქვეითმა ჯარმა კართაგენელთა ლაშქრის ცენტრს შეუტია. ჰანიბალმა მათი შეცდომით ისარგებლა და საპასუხოდ ფლანგებიდაან დაარტყა. ამ სტრატეგიას ,,მარწუხის მოძრაობა” ეწოდა და დღემდე გამოიყენება.

495b00800cd6
წინა პერიოდი

მეორე პუნიკური ომის დაწყებისთანავე ჰანიბალმა გადაკვეთა ალპები, მოიპოვა რამდენიმე გამარჯვება რომაელებზე და ტიბრამდე მიაღწია. რომაელებს ერთადერთი გამოსავალი დარჩათ. მათ ახალი იმპერატორი, ფაბიუს მაქსიმუსი აირჩიეს. იმის იმედად,რომ იგი კართაგენთან ურთიერთობას მოაგვარებდა. თავდაპირველად ფაბიუსმა ჰანიბალს საკვების მარაგი აუნადგურა, თუმცა რომაელები ამით არ დაკმაყოფილდნენ. მათ უნდოდად კართაგენის სრული განადგურება, რაც მხოლოდ ბრძოლის დაწყებით იყო შესაძლებელი. საბოლოოდ სენატმა მაქსიმუსს უფლებები ჩამოართვა. რომაული არმიის მთავარსარდლები, კონსულები ლუციუს ემილიუს პაულუსი და გაიუს ტერენციუს ვარონი გახდნენ. მათ საოცრად გააძლიერეს რომაული ლაშქარი და ომი გამოუცხადეს ჰანიბალს. ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი წერს: სენატმა გადაწყვიტა რვა ლეგიონის გამოყვანა ბრძოლის ველზე. ერთ ლეგიონში შედიოდა 5 000 მეომარი მოკავშირეების ჩათვლით. ასეთი რამ რომის ისტორიაში ჯერ არასდროს მომხდარა. როგორც წესი, ლაშქარს ერთი კონსული მეთაურობს. კონსულის განკარგულებაში ორი ლეგიონია. ლეეგიონის მეოთხედს მოკავშირეები წარმოადგენენ. სენატს ძალიან იშვიათად გამოჰყავს ოთხი ლეგიონი ბრძოლის ველზე. ამ შემთხვევაში კი მოხდა სრულიად სხვა შემთხვევა და სენატმა არა თუ ოთხი არამედ რვა ლეგიონი გამოიყვანა ბრძოლის ველზე.
რომაელ ჯარისკაცთა რიცხვი

რვა ლეგიონი, 40 000 ჯარისკაცი, 2400 კაციანი კავალერია შეადგენდა რომაელთა არმიის ბირთვს. თითო ლეგიონში რომაელთა გარდა შედიოდა მოკავშირეების ჯარი რომლის რაოდენობაც რომაელთა რაოდენობას უტოლდებოდა. რომის არმიაში მყოფი მეომრების ზუსტი რაოდენობა უცნობია მაგრამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას რომ ჯარისკაცთა რაოდენობა 90 000 მეომარს ბევრად არ ჩამოუვარდებოდა. ასე რომ, რომაელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ ბრძოლის დაწყებამდე.
ბრძანებების გაცემა

ჩვეულებისამებრ, რომაელთა ლაშქარს ერთი მეთაური ჰყავდა და ბრძანებებსაც ის გასცემდა. მაგრამ ამჯერად ჯარს ორი მთავარსარდალი ჰყავდა. ისინი რიგრიგობით გასცემდნენ ბრძანებებს. როგორც ჩანს, ეს იცოდა ჰანიბალმა და შესაბამისად მოემზადა. ბრძოლის დღეს ბრძანებებს ძირითადად გაიუს ვარონი გასცემდა. ამის გამო, მარცხის მთელი სიმწარე მას დააწვა. ვარონს არ ჰყოლია არისტოკრატი წინაპრები განსხვავებით ემილიუსისგან (პაულიუსს გარდა სახელოვანი წინაპრებისა, გამოჩენილი შთამომავლებიც ჰყავდა. მაგალითად, პაულიუსი იყო სციპიონ აფრიკელის პაპა.) და ამ ფაქტორმაც განაპირობა მისი მწარე კრიტიკა.
დაპირისპირებული მხარეები

რომაელთა ლაშქარში შედიოდა 80 000 ქვეითი, 2400 კავალერისტი და 4 000 მოკავშირე ცხენოსანი. კართაგენელთა ლაშქარში შედიოდა 40 000 მძიმედ შეიარაღებული ქვეითი, 6 000 მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი და 10 000 კავალერისტი. კართაგენელთა ლაშქარი სხვადასხვა ეროვნების მეომრებისგან შედგებოდა. მასში შედიოდა 8 000 ლიბიელი, 8 000 ლიბერიელი, 16 000 გალი და ა.შ.
აღჭურვილობა

რომაელები იყენებდნენ ტიპიურ რომაულ აღჭურვილობას. ძირითადად შუბებსა და ხმლებს. თავდაცვისთვის კი რომაულ ჩაფხუტებსა და ფარებს იყენებდნენ.

c8ed8229df48

 

კართაგენელები იყენებდნენ მოკლე ხმლებსა და შუბებს. თავს კი ოვალური ფარებით იცავდნენ. გალები აბჯარს არ ატარებდნენ. ისინი მხოლოდ გრძელი გალური ხმლებით იბრძოდნენ.

c2c41c243cfd

ტაქტიკა

საბოლოოდ, ჰანიბალმა რომაელები ,,მარწუხის მოძრაობით” დაამარცხა. მან რომაელები ცენტრში შეიტყუა და ფლანგებიდან შეუტია. ასეთ შემთხვევაში როგორც წესი ალყაში მყოფი მხარე უნდა ეცადოს მოწინააღმდეგის ცენტრის ,,გადაყლაპვას” და თავს გაქცევით უნდა უშველოს ან უკეთეს შემთხვევაში მოკავშირე ლაშქარი უნდა დაეხმაროს ფლანგებიდან. მაგრამ რომმა ეს ვერ მოახერხა და სწორედ ეს გახდა მისი მარცხის მთავარი მიზეზი.
დანაკარგები

50 000 – 60 000 რომაელი კართაგენელებმა მოკლეს, 10 000 კი ტყვედ ჩაიგდეს. კართაგენელებს მხოლოდ 17 000 მეომარი დაეღუპათ და დაეჭრათ.

თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო

P.S ჩემი პირველი პოსტია და შემიფასეთ.

Back to top button