არქივი

მსოფლიოში გამორჩეული სამხედრო სასწავლებლები

0ae013897645
სამხედრო განათლებას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა განვითარებულ ქვეყნებში. პოსტში წარმოდგენილია მსოფლიოში გამორჩეული სამხედრო საწავლებლები.

კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯი
c908587e0d68
შეერთებული შტატების ჩრდილო მეზობელს – კანადას სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება აქვს. კანადის სამხედრო კოლეჯი, რომელიც 1876 წელს დაარსდა, დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას და ამზადებს ოფიცრებს ქვეყნის შეიარაღებული ძალებისათვის. კოლეჯის მიზანია კადეტების გაწვრთნა , სწავლება და სამხედრო სფეროს ლიდერებად ჩამოყალიბება. ამ კოლეჯიდან მარაგდება ოფიცრებით კანადის საზღვაო და საჰაერო ძალებიც. კოლეჯში მოქმედებს 34 საგანმანათლებლო პროგრამა. კადეტების შერჩევა კოლეჯში განსაკუთრებული სიმკაცრით ხდება, ხოლო სემდგომში სწავლის გადასახადს მთლიანად კანადის მთავრობა ფარავს. სწავლის პირველ წელს კადეტებს არ აქვთ უფლება დატოვონ კოლეჯის ტერიტორია და სევე მკაცრად შეზღუდულია ვიზიტორების რაოდენობა. მოსწავლეებს ევალებათ მუდმივად ატარარონ უნიფორმა. კოლეჯმა არსებობის 137 წლის განმავლობაში, ზალიან ბევრი გამორჩეული სამხედრო პირი აღზარდა.

იაპონიის ნაციონალური უსაფრთხოების აკადემია

2169117a57aa
იაპონია მდიდარი სამხედრო ტრადიციების ქვეყანაა. ნაციონალური უსაფრთხოების აკადემიის მთავარი მიზანი, იაპონური სამხედრო ტრადიციების დაცვა და განვითარებაა. აკადემია დაარსდა 1953 წელს იოკოსუკაში. მისი მისიაა იაპონიის თავდაცვის ძალებისათვის სამხედროების მომზადება, წვრთნა და სწავლება. აკადემიაში ჩასაბარებლად საკმაოდ რთული კონკურსის გავლაა საჭირო. აქაც, სტუდენტების სწავლების ხარჯებს მთლიანად ფარავს იაპონიის მთავრობა. იაპონიის ნაციონალური უსაფრთხოების აკადემია მკაცრად იცავს იაპონელი ერის კულტურასა და ტრადიციებს, ისინი ცდილობენ აღზარდონ ოფიცრები, რომლებსაც ლოგიკური და მეცნიერული აზროვნება შეეძლებათ. ასევე ოფიცერს უნდა ქონდეს ისეთი პიროვნული თვისებები, რაც იაპონიაში განსაკუთრებით ფასდება.

École Spéciale Militaire de Saint-Cyr (საფრანგეთი)
228a199ff328
საფრანგეთს მდიდარი სამხედრო ისტორია აქვს, რომელიც სავსეა წარმატებებითა და ასევე წარუმატებლობებითაც. ქვეყნის მთავარი სამხედრო სასწავლებელია – École Spéciale Militaire de Saint-Cyr , რომელი 1803 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ დააარსა. უნივერსიტეტში მოსახვედრად აუცილებელია ბაკალავრის დიპლომის ქონა, რადგან აქ მხოლოდ მაგისტრების მომზადება ხდება. სასწავლებლის მიზანი საფრანგეთის არმიისათვის გამორჩეულად გაწვრთნილი და განათლებული ოფიცრების მომზადებაა. სწავლების პროცესში თეორიულ სწავლებასტან ერთად, მიმდინარეობს პრაქტიკული სწავლებაც.

Back to top button