TECH & მეცნიერებაგართობა

სიამის მებრძოლი თევზი

38056b0e93ec
ბანგკოკელმა ფოტოგრაფმა, ვისარუტე ანგკატანავიმ შექმნა ფოტოების სერია სიამის მებრძოლ თევზებზე. ფოტოები ხაზს უსვამს თევზის ფარფლებსა და შეფერილობას.

ფოტოები არის ძალიან სადა და პროფესიონალური, თეთრი ან შავი ფონით. ეს იძლევა ეფექტს, თითქოს თევზი სრულიად უწონო, გარესამყაროსგან იზოლირებულია.
დასავლეთში სიამის მებრძოლი თევზი ბეტას სახელითაა ცნობილი. ისინი ძირითადად ბინადრბენ ტაილანდის, ლაოსის, ვიეტნამისა და კამბოჯის ბრინჯის პლანტაციებში. ეს ჯიში მე-19 საუკუნეში განავითარეს თავიანთი მესაკუთრე თვისებების გამო (ისინი ტერიტორიული აგრესიის მოყვარულები არიან). ორი მამალი თევზი ერთმანეთს ტერიტორიისთვის მანამ ებრძოლება, სანამ რომელიმე მათგანი არ დაიღუპება.
მეცნიერებმა შეძლეს უფრო მრავალფეროვანი გაეხადათ ეს ჯიში და გამოიყვანეს ისეთი თევზიც, რომელიც მეტალის ან მარმარილოს ეფექტს ახდენს.
თუ დააპირებთ ამ თევზების ყოლას, ეცადეთ ორმა მამალმა თევზმა ერთად არ იცხოვრონ, თორემ ისინი აუცილებლად დაიწყებენ ტერიტორიისათვის ბრძოლას.

a8a78392e85d

92b7beeb7261

edfd64fe9924

6b276e75ffc7

a044802afa22

d0d93b9966ca

წყარო: thisiscolossal.com

მსგავსი ამბები

Back to top button