არქივი

ვინ შეჭამს უფრო მეტს?

5c43ad1dc1d5
მსოფლიოში არაერთი ტურნირი ტარდება, სადაც ადამიანები ერთმანეთს ჭამაში ეჯიბრებიან. ეს შეჯიბრები ზოგჯერ საკმაოდ საშიშიც არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის. პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

შეჯიბრი წიწაკის ჭამაში

766b19a14d30
ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ტურნირია, რომელიც ყოველწლიურად ბევრ ქვეყანაში ტარდება. მონაწილეები სულმოუთქმელად მიირთმევენ ცხარე წიწაკას მანამ სანამ წყალს არ მოითხოვენ. ასეთი ტურნირები განსაკუთრებით პოპულარულია რესტორნებში, ვინაიდან დამსწრეებისათვის შესანიშნავი სანახაობაა, რასაც თვითონ მონაწილეებზე ვერ ვიტყვით. ის ვინც ყველაზე ბოლოს მოითხოვს წყალს ტურნირის გამარჯვებული ხდება და რესტორანში უფასო ვახშმით საჩუქრდება.

შეჯიბრი ჰამბურგერების ჭამაში
b53dfd9962f6
შეერთებული შტატების არაერთ რესტორანს აქვს მენიუში საფირმო ბურგერი. ერთ-ერთის წონა კი 6 ფუნტს უდრის. თუ არც ისე ,,მშიერი” ხართ მენიუში 3 ფუნტიანი ბურგერებიც აქვთ. წელიწადში ერთხელ ტარდება ტურნირი რომლის პრიზი 500 $. თუმცა ეს 500$ ნამდვილად არ იქნება საკმარისი საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად :))

შეჯიბრი ნიორის ჭამაში

c2b17f5a7844
მართალია ბავშვებს დიდად არ სიამოვნებთ ნიორის მირთმევა, თუმცა ზოგიერთი ადამიანმა ეს სპორტად აქცია. ნიორის სპორტული ჭამის ტურნირში გამარჯვებული როგორც წესი მთელ საპრიზო თანხას, პირიდან სუნის გაქრობაზე ხარჯავს, რათა კვლავ შეძლოს ხალხმა მასთან მიახლოება.

. შეჯიბრი დარიჩინის ჭამაში

c42f19ed6045
ტურნირის მონაწილეებს ევალებათ ბოლომდე შეჭამონ ერთი დიდი სუფრის კოვზი დარიჩინი, წყლის გარეშე. ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს, თუმცა რეალობა სულ სხვაა. დარიჩინი იმდენად მშრალია, რომ საერთოდ აქრობს სისველეს პირში და მისი გადაყლაპვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამ ტურნირის საკმაოდ ბევრმა მონაწილემ მიიღო ფილტვების და სასუნთქი გზების სერიოუზული დაზიანება.

ბანანი და სპრაიტი
51c683d9b911
ეს ტურნირი ალბათ სხვებთან შედარებით ყველაზე მარტივად ჟღერს. მონაწილეს ევალება 2 ბანანის შეჭმა და 1 ლიტრი სპრაიტის დალევა რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა უმეტეს შემთხვევებში ამ ყველაფრის სწრაფად გაკეთება გულის რევას იწვევს. ალბათ არც თუ სასიამოვნო იქნება ამ ტურნირზე დასწრება და მითუმეტეს მონაწილეობის მიღება.

მსგავსი ამბები

Back to top button