ახალი ამბებივიდეოებიუცნაური
ტრაგიკული შემთხვევა: გარდაიცვალა მსოფლიოში გამორჩეული ძაღლი
დღეს დილით თბილისის დროით 9:30 წუთზე შვიდი წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა ელვუდი, რომელიც 2007 წელს პლანეტის ყველაზე უშნო ძაღლად იყო ნომინირებული.
ოთხფეხა შინაური ცხოველი ჩიხუახუისა სახეობის. მის „განსაკუთრებულ“ იერს მისი უბეწვო სხეული წარმოადგენდა. მას საერთოდ არ ჰქონდა თმა სხეულზე, გარდა შუბლისა. ასევე აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ მას არცერთი კბილი არ ჰქონდა, რის გამოც ენა პირიდან უსხლტებოდა და გარეთ ჰქონდა გადმოვარდნილი, თითქმის მისი არსებობის უმეტეს პერიოდი.
ის ასევე „ვარსკვლავური ომების“ მოყვარულთა კუმირიც გახლდა, რადგან ის ძალიან ჰგავდა ამავე ფილმის პერსონაჟ ძაღლს.
ძაღლის მეპატრონის თქმით, მისმა ერთგულმა მეგობარმა მას ასწავლა ცხოვრებაში მთავარი რამ, რომ არაა აუცილებელი იყო სრულყოფილი, რომ იყო გამორჩეული.
იხილეთ ვიდეო: