გასართობისაკითხავისასარგებლო

ფაქტები ყავაზე

a215f4022b4c

ყავა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სასმელია მსოფლიოში.  ბევრისათვის ის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია,  ადამიანები სიამოვნებას იღებენ ყავის სურნელისაგან, გემოსაგან და ასევე ინ ენერგიისაგან, რაც ყავის დალევას მოაქვს.

ყავა უკვე საუკუნეებია რაც  ფართო მოხმარებაშია, მაგრამ თავდაპირველად მისი მიღება მარცვლოვანი ფორმით ხდებოდა. ეთიოპიაში ერთ-ერთმა თხების მწყემსმა აღმოაჩინა, რომ  ყავის ბუჩქის ნაყოფით კვების შემდეგ თხები  უფრო აქტიურები ხდებოდნენ.  მწყემსმა თვითონაც გასინჯა ყავის ნაყოფი და თავადაც იგრძნო ენერგიის მოზღვავება.  სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო ყავის გავრცელება აფრიკის კონტინენტზე. სხვადასხვა აფრიკული ტომები ყავის მარცვლებს ცხიმს უმატებდნენ და  დღეში ერთხელ ორჯერ მიირთმევდნენ ხოლმე.  ყავის დაფქვა და სითხის ფორმით მისი მიღება  შედარებით გვიან დამკვიდრდა.
4cfc74b1c289

საერთაშორისო ვაჭრობაში არსებობს რამოდენიმე გამორჩეული პროდუქტი, რომელთა წილი მსოფლიო ექსპორტსა და იმპორტში განსაკუთრებით მაღალია. ყავაზემოთხოვნა ისეთი მაღალია, რომ  ნავთობის შემდეგ ის ყველაზე ფართო მოხმარების პროდუქტია მსოფლიოში.  მას მოჰყვებიან ბუნებრივი გაზი და ოქრო.   ხოლო თუ მხოლოდ საკვებ პროდუქტებს განვიხილავთ, ყავა უდავოდ პირველ ადგილს იკავებს.
87ffac3886d1

მიუხედავად იმისა, რომ ყავა ფართო მოხმარების პროდუქტია, არსებობს მისი სპეციალური სახეობები, რომელტა შეძენა ყველას არ შეუძლია. მსოფლიოში ყველაზე ძვირი ყავა 600$ ღირს და მისი სახელია Kopi Luwak-ი.  რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ მისი მიღება ცხოველისაგან ხდება.  სუმატრული გარეული კატის კუჭი ყავის მარცვლებს ბოლომდე ვერ ინელებს და ის გარეთ გამოიყოფა  მოსახარშად საუკეთესო კონდიციაში.  ეს ფაქტი დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა სიმართლეა.
6a0fb724dcde

დღეს კარგი ყავის მომზადების უამრავი გზა არსებობს, თუმცა ზოგ შემთხვევასი უძველესი არქაული მეთოდები  საუკეთესო შედეგს იძლევა.  ,,იბრიკი” არის უძველესი ყავის ჭურჭელი, რომლის მეშვეობითაც საუკეთესო თურქული ყავა მზადდება.  იბრიკის პატარა ზომის ჭურჭელია,  თუმცა  მასში  ყავის მომზადების პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება.
a0c5a5cd06c9
31cbbc0f71a7

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close