არქივი

პოპულარული იაპონური კერძები

56ca9e98d15f
იაპონური სამზარეულო   იაპონაიში და მთელ მსოფლიოში ხელოვნების დონემდე არის აყვანილი .  იაპონური კერძები  მთელ მსოფლიოში პოპულარულია , ერთის შეხედვით  მათი მომზადება მარტივად შეიძლება მოგვეჩვენოს , მაგრამ ეს ასე არ არის , კერძში ჰარმონიულად არის შერწყმული ინგრედიენტები , სოუსები , ზღვის პროდუქტები და რაც მთავარია მორთულია როგორც ხელოვნების ნიმუში.

აღიარებულია რომ იაპონელების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ყოველთვის იყო სამზარეულო .  უყვართ დაგუსტაცია , კამათი და კერძების მომზადება.  იაპონური სამზარეულო უმეტესად შედგება  ზღვის პროდუქტებით , იაპონელები იყენებენ  ყველანაირ ზღვის პროდუქტს დაწყებული მოლუსკებით დამთავრებული ზღვის კომბოსტოთი.
a6af69a6db83

ზოგს უმს მიირთმევენ დამარილებული  სახით  და ზოგს ათასგვარად გაკეთებულს.  აგრეთვე ხმარობენ ხორცსაც , მაგრამ უფრო დღესასწაულებზე და ისიც იშვიათად . უნდა ითქვას , რომ მეიჯის რევოლუციამდე (1868 წ.) იაპონიაში ხორცი იშვიათობად ითველებოდა. დღეს კი  ხორცისგან ამზადებენ სხვადასხვა კერძებს. ამათგან ყველაზე ცნობილია
c9c0f7d77316
f06653c719ea

კაცუობუში – (katsuobushi) – მზადდება შემდეგნაირად: თევზ თინუსს აცლიან ძვლებს , ჭრიან სამ ნაწილად , ხარშავენ და ამის შემდეგ აშრობენ ჰაერღუმელში. შემდეგ დიდი ხნით კიდებენ ბნელ, გრილ და ზომიერად ნესტიან ადგიალს. თევზი იფარება სპეციფიკური სიმწვანით , ფერმენტირდება იძენს თავისებრ არომატს და გემოს. მა პროდუქტი შიძლება წლობით ინახებოდეს. ასეთი თევზისგან იაპონელები ამზადებენ წვნიანს , უმატებენ სანელებლებს და მიირთმევენ ბრინჯთან ერთად.
385d8872721d
იაკიტორი – (yakitori) – იგივე შემწვარი ქათმის ხორცი.  ხორცს  ჭრიან საშუალო ნაჭრებად. დებენ ტკბილ და ცხარე  მარინადში აჩერებენ 24 საათს, შემდეგ გამზადებულ ხორცს აგებენ ხის პატარა შამფურებზე და წვავენ საკურას ნაკვერჩხალზე. იაკიტორის ოდნავ მოტკბო გემო დასდევს.
89534cb3d11b
2f802d56a99a

ფუგუ – (Fugu) – მზადდება მომცრო ზომის თევზისაგან (მუცელნემსა) რომელიც დაჭერის დროს იბერება და მრგვალდება. მას ჭამენ უმსაც და შემწვარსაც. ფუგუ მხოლოდ განსაკუთრებული ლიცენზიის მქონე გამოცდილმა მზარეულმა უნდა მოამზადოს, რადგან თევზის შიგნეული ძლიერ შხამს შეიცავს.
3ce60daab734

ტემპურა – (Tempura) – შედგება ძირითადად კრევეტებისგან, რომლებსაც ავლებენ საგანგებოდ გაკეთებულ ცომში და წვავენ  მცენარეულ ზეთში. კრევეტების ნაცვლად შესაძლებელია იყოს , მომცრო ზომის თევზები ან ბოსტნეული.
56c691a0fa0e

734eeabbc7b9

Back to top button