გასართობიკრეატივისაკითხავი

ახალი წელი….საინტერესო ტრადიციები

დღეს მინდა დავწერო პოსტი ჩემთვის ყველაზე საყვარელ დრესასწაულზე “ახალ წელზე”…ხშირად გამიგია კითხვა რომელია უფრო დიდი სასწაული აღდგომა თუ შობაო…და ხშირად ამ კითხვაზე პასუხი აღდგომაა. ჩემთვის პირადად ორივე ძალიან მნშვნელოვანი და დიდი სასწაულია.

ახლა მოკლედ წარმოგინდგენთ თუ როგორ აღნიშნვენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში…

დავიწყებ ინგლისით : მე პირადად ეს ტრადიცია საინტერესოდ და სასიამოვნოდ მომეჩვენა..

ინგლისში მეოცე საუკუნემდე შემორჩა ყველაზე ორიგინალური ჩვეულება. ვინც წლის ბოლოს დადებდა ფიცს, რომ მთელი წლის მანძილზე არ წაეჩხუბებოდა მეუღლეს. ის ქალაქის ხარჯზე ჯილდოდ იღებდა ღორის ბარკალს, 1144 წლიდან 1908 წლამდე ასეთი ჯილდო მიუღია 8 მამაკაცს.

       იტალიაში საახალწლო ტრადიციებს ძირითადად სოფლებში იცავენ. შობის წინა დღეს სადილობამდე მუშაობენ, ნასადილევს რთავენ ნაძვის ხეებს და ამზადებენ საჩუქრებს. ძველი ჩვეულებით,  საჩუქრები უნდა მიუტანონ მოხუც ქალს, რომელსაც ის ახალი წლის შემდეგ დაარიგებს.


დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან, რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!

 

კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციაა ირლანდიაში :

ირლანდიაში ახალი წლის ღამეს საკუთარი სახლის კარს აღებს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს,  სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას სვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს ” მშვიდობა ამ ხალხს და მთელ მსოფლიოს” შესვამენ!

 

შოტლანდიაში შუაღამის დადგომამდე  ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12–ს მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოჰკრავს. ამგვარად,  იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.

პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარს სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში წნელი უჭირავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს,  საქმროს იპოვის.

ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა,  უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ “საცოლეებს, ხოლო გოგონები – საქმროებს’’. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის.

რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში ახალი 4697 წელი თებერვალში დადგება, შემდეგ ახალ წელს იზეიმებენ ინდოეთში – იქ 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056-ე წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისათვის ეს წელი 5760 -ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რუსეთშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც ახალი წელი 1 იანვარს გათენდება…

 

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ-ერთი ფორმაა გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში – ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.

ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას. ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფანარი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან, ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.

 და ბოლოს :

საქართველოში საახალწლო ტრადიციაა მეკვლეობა,სუფრის დამშვენება საცივით,გოზინაყით,ჩურჩხელებით,ბევრგან ჩიჩილაკის დადგმა ნაძვის ხის ნაცვლად და ა.შ.

გმადლობთ ყურადღებისთვის !!!

საინტერესო, ბედნიერ და ლამაზ ახალ წელს გისურვებთ…

 

 

წყარო : geonews.ge

 

თეგები

#Thamttushki

ვარ 16 წლის. 10 კლასში... მეტი რავი აბა :)))

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close