დღის ფოტოსურათებიუცნაური

ტოპ 20 ყველაზე უცნაური ცხოველი

ced5577b3f42

ტოპ 20 ყველაზე უცნაური ცხოველი

 

1. ლორი

ააქვთ ჩამალული მოკლე კუდი, დიდი თვალები. ლემურები გავრცელებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ცხოვრობენ ტყეში, აქტიურები არიან ღამით, დღისით ხეზე ძინავთ. იკვებებიან მწერებით,პატარ-პატარა ქვეწარმავლებით და ფრინველებით, მცენარეთა ნაყოფითა და სხვ. ამ მაიმუნის მსგავსი ცხოველის 40- მდე სახეობაა აღწერილი, თუმა მე ყველაზე ძალიან ამ სახეობით ვარ აღფთოვანებული.
6267c3021234

d07e958d7a66

იგი მსოფლიო ზოოპარკების სასურველი ბინადარია თუმცა, ბუნებაში მხოლოდ კუნძულ მადაგასკარზე შეიძლება მისი ნახვა.

2.გრძელტერფასებრნი

მოკლე დინგი, დიდი ყურები, ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე დიდი თვალები.ცხოვრობენ მალაია არქიპელაგსა და ზონდისა და ფილიპინის კუნძულებზე, ჯუნგლებში. აქტიურობენ ღამით.ტყვეობაში 12 წლამდე ცოცხლობენ.
f8b60b158677

8fb09da31a55

bfcbcc2033c3

86c71a9b755f

3.ვამპირი

ვამპირი კალმარი შესაფერისი სახელია იმ სახეობისთვის, რომელიც ოკეანის ბნელ არეებში იმალება ხოლმე. თავს კომფორტულად გრძნობს 3000 მეტრის სიღრმეზე. ეს პატარა (სიგრძით საშუალოდ 30 სმ) თავფეხიანი სიბნელეში ნავიგაციას ახდენს თვალებით, რომლებიც სხეულის პროპორციების გათვალისწინებით ყველაზე დიდი აქვს ნებისმიერ სხვა არსებასთან შედარებით. სახელი მიიღო მუქი აპკოვანი საცეცების გამო, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ლაბადასავით შემოიხვიოს სხეულზე.

09198a466d04

96a0c4469e58

8fda0daee687

4.კბილნაპრალასებრნი

კბილნაპრალასებრნიძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30-35 სმ. დაფარულია უხეში ბალნით. აქვთ ვიწრო, ხორთუმისებური და წვრილი დინგი. გავრცელებული არიან დიდი ანტილის კულნძულებზე. ოჯახში 1 გვარია — კბილნაპრალა რომელიც 2 სახეობას მოიცავს: ჰაიტურ კბილნაპრალას   დაკუბურ კბილნაპრალას. კბილნაპრალასებრნი ცხოვრობენ ტყეში. აქტიური არიან ღამით. იკვებებიან მწერებით, ჭიებით, მოლუსკებით, ბაყაყებით, ხვლიკებით.

6a0658bffd86

53ae33453f04

70af54f5265a

5.თევზი პაკუ

შვედეთში, ერესუნის სრუტეში მობანავე ყველა მამაკაცი მკაცრად არის გაფრთხილებული იმ საშიშროების შესახებ, რაც მათ ზღვაში შიშვლად ბანაობისას ელით – ეს არის სრუტეში მომრავლებული თევზი – პაკუ.

1d99c3bd3d5e

ეს თევზი, რომელიც მტაცებელი პირანიას “ნათესავად” ითვლება, საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მამაკაცურ ღირსებაზე მონადირე. გაფრთხილება სანაპირო ზოლში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთერთმა მეთევზემ პაკუს დაჭერა მოახერხა.

de8183bf5c3d

თევზს აქვს კბილები, რომელიც ძალიან წააგავს ადამიანის კბილებს და რომლითაც მას მთლიანად შეუძლია მამაკაცის კასტრირება. დაფიქსირებულია რამოდენიმე ლეტალური შედეგიც – ძლიერი სისხლდენის გამო პაკუს მსხვერპლთა გადარჩენა ვერ მოხერხდა

4e91a0bfb85f

6.ჟირაფისებრი ანტილოპა ,,გერენუკ”

8f7b541c664f

ჟირაფისებრი ანტილოპა , წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 43-50 კგ აღწევს. მამლის რქები ქნარისებურადაა მოხრილი. გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. ბინადრობს უდაბნოში. იკვებება ფოთლებით. გვხვდება წყვილებად ან იშვიათად ქმნის მცირე ჯგუფს (6-7 დედალი და 1 მამალი). აქტიურია დილით და საღამოთი. მაკეობა 7 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. სანადირო ობიექტია.
5bc557e48308

7b96858ddae7

7.აიე-იე

ხელფეხა მადაგასკარული, აიე-იე  — ძუძუმწოვარი ცხოველი ნახევრად მაიმუნების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 40 სმ, კუდისა — 60 სმ, მასა 2 კგ-მდე. აქვს დიდი თავი, მოკლე დინგი, დიდი ყურები, რბილი კუდი, ყველა თითზე ბრჭყალები, მხოლოდ ტერფის ცერზეა ბრტყელი ფრჩხილი. უკანა კიდურები წინაზე გრძელია. შეფერილია მუქი ყავისფერიდან შავამდე. გავრცელებულია მადაგასკარზე წვიმის ტყეებში. აქტიურია ღამით. იკვებება მანგოს ხისა და ქოქოსის პალმის ნაყოფით, ხოჭოებით, მატლებით და სხვ. მცირერიცხოვანია
6ffc7ad73a64

ffaf37abe1d2

 

 

8.ცხვირა მაიმუნი

ced5577b3f42

9d09c43e7d8e

ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.

663f9ce0c66a

9.კაზუარი

03fb2c5722e9

ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრინველი , ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფრინველია მსოფლიოში.მიუხედავად იმისა რომ, კაზუარი არ დაფრინავს მას აქვს ბასრი ბრჭყალები და მაგარი ნისკარტი.ისინი საშიშროების შემთხვევაში  მტერს სასტიკად უმკლავდებიან, განსაკუთრებული აგრესიულობით არიან განწყობილი ,მაშინ თუ მათი ტერიტორიის დასაკუთრებას ცდილობს ვინმე.

2717caccc319

10.საიგა

 

7f49599578b8

წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 140 სმ, მასა 40 კმ-მდე აღწევს. დედალი უფრო მომცროა. საიგას აქვს გრძელი, მოძრავი, ხორთუმისებრი ცხვირი, ღია ყავისფერი რქები (დედალი ურქოა), რომელთა სიგრძე 40 სმ აღწევს, მოყვითალო ზურგი, თეთრი მუცელი, გავრცელებულია მონღოლეთში, დასავლეთ ჩინეთში, წინა კავკასიაში, ყალმუხეთის ველზე, მდინარე ვოლგის ქვემო დინების მარცხენა სანაპიროზე, ყაზახეთის და შუა აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ქმნის ჯოგს, რომელიც ასეული და ათასეული სულისაგან შედგება. იკვებება ბალახით. დარბის ძალზე სწრაფად (72 კმ-მდე საათში). მაკეობა 5 თვემდე გრძელდება. შობს 1-2 ნაშიერს. რეწვის ობიექტია – იყენებენ ხორცს, ტყავსა და რქებს (როგორც სამკურნალო ნედლეულს).

4e0492fc218e

11.

b775ae7f96ac

კუს ამ სახეობას ისეთი გრძელი კისერი აქვს ,რომ ჯავშანში ვერ მაალავენ.თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ისინი უსუსურნი არიან .კუს ბაკნის გარდა იცავს ცუდი სუნის მქონე სითხე , რომელსაც კუ საშიშროების დროს იყენებს.
0e2e30ed854b

9e24bfa812e9

12.რვაფეხა დამბო

a355265db0a3

ეს რვაფეხა გარეგნულად წააგავს ცნობილი მულტფილმის პერსონაჟ სპილო დამბოს.ის ბინადრობს 900-4900 წყლის სიღრმეზე  და ითვლება რვაფეხებს შორის ოკეანის ყველაზე ღრმა წყალში მცხოვრებ რვაფეხად.იყო შემთხვევა როდესაც ეს სახეობა 7000 მ წყლის სიღრმეშიც აღმოუჩენიათ.
9fbd93c7f914

c75a4a0bc1b2

13.ბუზმორიელები

f58884d5c654

მწერების რიგი. სხეულის სიგრძე 30 მმ აღწევს. მამლის მუცელი ბოლოვდება მარწუხებით, რითაც მორიელის მუცელს მიემსგავსება (აქედანაა სახელწოდებაც). ბუზმორიელების 7 ოჯახი 300-მდე სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია ყველგან, უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა. საქართველოში 7-მდე სახეობაა. ბუზმორიელების უმრავლესობა იკვებება მცენარეული და ცხოველური ლპობადი ნარჩენებით, ზოგი კი მწერებით. ბუზმორიელები სრული გარდაქმნის უნარის მქონე მწერების უძველესი რიგია (ცნობილია კარბონული პერიოდიდან).

19f37ee0b424

8ca985a04235

 

14.წყლის ირემი

 

9a6e71cc82dd

წყლის ირემი — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 75-100 სმ, სიმაღლე მინდაოში 45-55. რქებს მოკლებულია. მამრს აქვს ზედა ნაწილში განვითარებული ბასრი ეშვები, რომლებიც, ზედა ტუჩიდან ამოშვერილია 5-6 სმ-ზე. მოკლე კუდი აქვს (სიგრძე 5-8 სმ), რომელიც თითქმის არ ემჩნევა. საერთო შეფერილობა მოყავისფროა. ზედა ტუჩი და თვალებს შორის არსებული რგოლები მოთეთროა. ზაფხულში მოკლე ბეწვი აქვს, ხოლო ზამთარში პირიქით, დამახასიათებელია ხშირი ბეწვი. ცხოვრობს განმარტოებულად ან ჯოგებად. ძირითადად აქტიურია დღისით. მეტად ფრთხილია. გავრცელების არეალი მოიცავს მდინარე იანძის ხეობის ჩრდილოეთ ნაწილსა (აღმოსავლეთი ჩინეთი) და კორეას; აქ გვხვდება მათი ქვესახეობები. აკლიმატიზებულია საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ჰყავთ მსოფლიოს მრავალ ზოოპარკში. იმყოფება დაცვის ქვეშ.

987c4f9e5299

ee839d92a7a7

3fb66d783af4

15.აქსაქლოტლი

ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ცხოველია ამ სამყაროში.ისეთი საყვარელი ღიმილი აქვს
f4a302cebb97
,რომ ვერავის დატოვებს გულგრილს.როცა ამ უცნაურ ცხოველს შევხედავთ ვერც დავიჯერებთ ,რომ ის ნამდვილია.აქსალოტლი მექსიკური ამბისტომას
e07b6f5f9f7a

განუვითარებელი ლიფსიტია, თუმცა ის არასდროს არ იზრდება და არ ყალიბდება ზრდასრულ ორგანიზმად.განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა თუ გარემო პირობები სადაც ბინადრობს აქსალოტლი უარესდება, ის ჩამოყალიბდება ზრდასრულ ორგანიზმად ამბისტომად. აქსალოტლი ძვირად ფასობს მეცნიერებაში,რადგან მას გააჩნია უნიკალური უნარი აღადგინოს დაკარგული ნაწილები და ხერხემალიც კი.
857f99e15d3d

197e8b867910

58c32931b4ce
აქსალოტლის მრავალი ფერი არსებობს და სხვათაშორის უცხოეთში ის ერთ-ერთი საყვარელი აკვარიუმის ცხოველია.

16.თევზი წვეთი

c9b91ded0141
ყველაზე სავდიანი თევზი მსოფლიოში.ბინადრობს წყნარ,ატლანტის და ინდოეთის ოკეანეში.ეს თევზები ბინადრობენ ძალიან ღრმა წყლაში სადაც წნევა ბევრად მეტია .
988589b309fc

17.იხვნისკარტა

 

377ee6bc7589
იხვნისკარტა , ძუძუმწოვარი ცხოველი ერთგასავლიანების ქვეკლასისა. მისი სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვს გაბრტყელებული სხეული, მოკლე ფეხები, საცურაო აპკით გაერთიანებული თითები, გრძელი და ბრტყელი რქოვანი ნისკარტი. სხეული შემოსილია უხეში ფაცახით, რომლის ქვეშ ნაზი თივთიკია. ფერად მუქი მურაა. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით. გავრცელებულია ავსტრალიასა და ტასმანიაზე. კარგად ცურავს და ყვინთავს. ბინადრობს სოროში. მრავლდება წელიწადში ერთხელ, დებს 1-2 კვერცხს. ნაშიერს კვებავს რძით.
89e55d89fd42

18.ვეშაპთავა ყანჩა

ვეშაპთავა ყანჩა — ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძეა 120 სმ, სიმაღლე – 1 მ.მდე, წონა – 5-7 კგ, ფრთების შლილი — 250 სმ-მდე. აქვს ფართო, მასიური, კაუჭიანი ნისკარტი, რუხი სხეული; საჭისა და მომქნევი ბუმბული — შავია. გავრცელებულია აფრიკაში. საკმაოდ იშვიათია. ბუდობს ჭაობნარებში. ბუდეს იკეთებს წყლის და ხმელეთის-ბალახოვანი მცენარეებისაგან, დებს 1-2 თეთრ კვერცხს. ირვებება თევზებით.
072e7c70181d

 

284ae4afec25

 

19.წყლის დრაკონი

თქვენ ალბათ ფიქრობთ,რომ დრაკონები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ,მაგრამ როცა ამ უჩვეულო წყლის არსებას ნახავთ მათ არსებობას აუცილებლად დაიჯერებთ. წყლის დრაკონი ზღვის ცხენის ოჯახის წარმომადგენელია. ბინადრობს ავსტრალიის წყლებში.გადაადგილდებიან ზურგზე არსებული ფარფლების საშუალებით. სხვათაშორის წყლის დრაკონი ავსტრალიის ოფიციალური ემბლემაა

d7ecf8f8c2cd

a31d20dfedc7

d0b6d757a1f6

20.კომანდორი

ავჩარკის ვენგრული ჯიშია.კომანდორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძაღლია მსოფლიოში. მას აქვს თეთრი დახვეული ბეწვი. თავდაპირველად მისი ბეწვი რბილი და ფაფუკი ბეწვი.  თუმცა თანდათანობით ის შნურებად გადაიქცევა

382be7e63b35

4e5879272bf6

433fdab48455

დღეისათვის სულ ეს იყო მადლობა ყურადღებისათვის.♥

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

ucnobi N

funny,

მსგავსი ამბები

Back to top button