გართობაუცნაური

ჩემი წითელია შენი ლურჯია?!

4ea2caf9d24e

ამ პოსტში ვისაუბრებთ ფერებზე. აღიქვამს თუ არა ყველა ადამიანი ფერებს ერთნაირად?!

ყველა, ვისაც ნორმალური მხედველობა აქვს ამბობს, რომ სისხლი და მარწყვი ერთნაირი ფერის არის. დიახ ეს მართალია, ორივე მათგანი წითელია. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, იქნებ ფერი რომელსაც მე “წითელს” ვეძახი, შენ ხედავ როგორც “ლურჯს”, მაგრამ ყველა ჩვენთაგანს ნასწავლი გვაქვს, რომ ეს ფერი “წითელია”. ანუ შენ ხედავ მარწყვს “ლურჯს”, ცას “წითელს”, მაგრამ ნასწავლი გაქვს, რომ მათი ფერები პირიქითაა. ნუთუ ყველა ადამიანი ერთნაირად აღიქვამს ფერებს?!

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერმა ჯეი ნაიცმა, რომელიც შეისწავლის ფერების გამოსხივებას, თქვა:” ეს ალბათ ის კითხვაა, რომელიც ყოველივე ჩვენთაგანს გაუჩნდა სკოლაში სწავლის დროს.”
წარსულში ყველა მეცნიერი გვეტყოდა, რომ ადამიანები თანაბრად აღიქვამენ ფერებს. ანუ ჩვენი ტვინები თანაბრად აღიქვამენ იმ გამოსხივებას, რომელიც ჩვენი თვალის უჯრედებზე ხვდება. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი თანამედროვე მეცნიერებმა შეცვალეს:

“მე ვიტყოდი, რომ ცდებმა, რომლებსაც ჩვენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვატარებთ, იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ადამიანები ერთნაირად არ აღიქვამენ ფერებს.” – ამბობს ნაიცი.

კიდევ ერთმა მეცნიერმა ჯოზეფ ქეროლმა, რომელიც ვისქონსინის სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობს და ასევე შეისწავლის ფერების გამოსხივებას, ამ კითხვაზე უფრო ზუსტი პასუხი გაგვცა:
“ჩვენ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები ერთნაირად არ აღიქვამენ ფერებს.”

ანუ საგანი, რომელსაც შენ ლურჯს ეძახი, შესაძლოა ჩემთვის წითელი იყოს და პირიქით. ამ ფაქტმა შესაძლოა თქვენ ძალიან გაგაოცოთ, მე პირადად აღშფოთებული დავრჩი.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ ყველანი ინდივიდუალურ “ჩვენ სამყაროში” ვცხოვრობთ და სხვადასხვანაირად აღვიქვამთ მას.
რა თქმა უნდა ვერასოდეს დავამტკიცებთ, რომ ჩემი “წითელი”, შენი “წითელია”. დიახ მარწყვი ასხივებს იმ მიკროტალღას, რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს იმ ფერად, როგორიც იგი რეალურად არის, თუმცა თვალიდან იგი მიეწოდება ტვინს, ეს უკანასკნელი კი როგორც უნდა ისე ატრიალებს ყველაფერს. ყველა ადამიანის ტვინი ინდივიდუალურია, სწორედ ეს ხდის სამყაროს ასეთ საინტერესოს. თუნდაც 1 წამით რომ ჩაგვახედა ერთმანეთის ტვინში, ანუ 1 წამით “მე” ვყოფილიყავი “შენ” და პირიქით, ალბათ ამ ზემოთ ნახსენებ კითხვაზე უფრო დაზუსტებულ პასუხს გავცემდით. ასევე ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოგვადგებოდა რაიმე ისეთი “ენა”, რომლის დახმარებითაც ჩვენ ერთმანეთს აღვუწერდით ფერებს, რომელიც ჯერ სამწუხაროდ არ გამოუგონებია ადამიანს და ალბათ ვერც ვერასოდეს გამოიგონებს. მიზეზი მარტივია, განა შესაძლებელია ბრმას აუხსნა თუ როგორია ფერი?! განა შევძლებთ ვინმე უცხოპლანეტელს, რომელმაც საიდანღაც იცის ქართული და რომელსაც ტკივილი არ აქვს განცდილი, ავუხსნათ მას როგორია ტკივილი?! ზუსტად ასე ვართ ჩვენც, ჩვენ ერთმანეთს ვერასოდეს ვერ ავუხსნით, თუ როგორ ფერს ვხედავთ.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ემოციური ფერები.
როგორც ჩანს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ ფერებს, ჩვენი ემოციები მათ აღქმაზე მაინც ერთნაირად რეაგირებენ. ანუ ჩვენ როდესაც ცას ვუყურებთ და ვეძახით მას “ლურჯს”, იგი ჩვენში სიწყნარეს იწვევს, მაგრამ ამ დროს შესაძლოა ჩვენ მას აღვიქვამდეთ როგორც “წითელს”, “წითელი” კი რეალურად ადამიანის ემოციებში “განგაშს” იწვევს. ახლა შესაძლოა ცოტათი დაიბენით, ყველაფერს უფრო გასაგებად აგიხსნით:

ყველა ფერს თავისი ტალღა აქვს, ლურჯს მოკლეტალღური გამოსხივება აქვს, რაც ადამიანებში სიწყნარეს იწვევს, ხოლო წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი ადამიანში “განგაშს” იწვევს, ანუ უფრო თვალში მოხვედრადი ფერებია(მათი ტალღები უფრო გრძელია, ვიდრე ლურჯი). საქმეც იმაშია, რომ ემოციები რეაგირებენ ტალღებზე, რომლებსაც რეალურად გამოსცემენ ფერები და არა იმაზე, თუ როგორ აღიქვამს შემდეგში ამ ფერებს ჩვენი ტვინი. კიდევ ერთხელ ვიტყვი: შენ შეიძლება ცას ხედავ, როგორც “წითელს”, მე კი როგორც “ლურჯს”, თუმცა ჩვენ ორივენი მას ვეძახით “ლურჯს” და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ფერებს სხვადასხვანაირად აღვიქვამთ, ჩვენი ემოციები მასზე თანაბრად რეაგირებენ.

ნაიცი ამბობს:”როდესაც ჩვენ ვხედავთ “ვითომ წითელს, ყვითელს თუ ნარინჯისფერს” და ჩვენ თავს დაწყნარებულად ვგრძნობთ, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ რეალურად ვუყურებთ “ლურჯს”, მას ჩვენ “ლურჯსაც” კი ვეძახით, მაგრამ შესაძლოა რეალურად მას ჩვენ “წითლად” აღვიქვამთ(მესმის ეს ცოტა რთული გასაგებია). ამით იმის თქმა მსურს, რომ ემოციები რეაგირებენ იმაზე, თუ როგორ ტალღას გამოსცემს რაიმე საგანი. ამაში მათ თვალის უჯრედები ეხმარებათ, ანუ თვალის უჯრედები აღიქვამენ ფერებს, ისეთად, როგორიც ისინი რეალურად არიან, თუმცა ტვინი შემდეგ მათ სხვანაირად აღიქვამს. ემოციები კი სწორედ ტვინამდე, თვალის მიერ აღქმულ ტალღაზე, ანუ რეალურ ტალღაზე რეაგირებენ. ამით ვამტკიცებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ემოციები, ფერებზე ერთნაირად რეაგირებენ, იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ერთნაირად აღიქვამენ ფერებს.”

დღესდღეობით არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს იმისა, რომ ადამიანები ფერებს ერთნაირად აღიქვამენ, პირიქით, უამრავი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უყურებს სამყაროში არსებულ ფერებს.

ამ სტატიის უცხოური ვერსიის გააზრება მე თვითონაც გამიჭირდა, დიდი ხანი ვეძებდი google-ში სხვადასხვა მეცნიერების ნათქვამებს, რომ კარგად გამეაზრებინა რაში იყო საქმე და შემდეგ თქვენთვის გასაგებ ენაზე დამეწერა ეს სტატია. მე ამ ყველაფრის უკეთ გააზრებაში ეს ვიდეო დამეხმარა(იმედია თქვენც წარგადგებათ):

 

 

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button