არქივი

რას ვგულისხმობთ სინამდვილეში?

2ed9082a4e05

ვაგრძელებ თემას სასაუბრო ენასთან დაკავშირებით.

მახვილი

საინტონაციო მახვილის ცვლა ერთსა და იმავე წინადადებაში სრულიად შეცვლის სათქმელს. მოდი, დავაკვირდეთ. ავიღოთ მაგალითისთვის ერთი წინადადება, ვცვალოთ მახვილი და თავად მივხვდებით, როგორ ცვლის ის წინადადების აზრს (სიტყვები,რომელზეც მახვილს დავსვამ, იქნება გამუქებული).

მე უნდა მივიღო ეს სამუშაო” (მე უნდა მივიღო ეს სამუშაო და არა სხვამ).

“მე უნდა მივიღო ეს სამუშაო” (მე უნდა მივიღო ეს სამუშაო და სხვა სამუშაო არც მინდა).

“მე უნდა მივიღო ეს სამუშაო” (მე უნდა მივიღო ეს სამუშაო და მორჩეს ამაზე საუბარი).

“მე უნდა მივიღო ეს სამუშაო” (კონკრეტულად ეს სამუშაო და არა სხვა).

“მე უნდა მივიღო ეს სამუშაო” (თუმცა, არ მომწონს ის).

არასწორად დასმულმა მახვილმა, შესაძლოა, გაუგებრობაც გამოიწვიოს. მაგალითისთვის, ამ წიგნის ავტორის პატარა შვილი ცუდ სიტყვებს მიეჩვია, რისთვისაც ბებიამ შენიშვნის მიცემა გადაწყვიტა და უთხრა:

“კამერონ, არის ორი სიტყვა, რომელთა მოსმენა ჩემს სახლში არ მინდა! ესენია: “მამაძაღლი” და “პარაზიტი”.
კამერონი: “კარგი, ბებო და რომელია ეს სიტყვები?”

ბავშვმა იფიქრა, რომ ბებია რომელიღაც ორ განსაკუთრებულ სიტყვაზე ლაპარაკობდა და ნათქვამი გაშიფრა ისე, თითქოს, ზემოთ ხსენებული სიტყვების თქმა ყველგან შეეძლო, სადაც ბებია ვერ გაიგონებდა, განსაკუთრებით, სახლში.

სიტყვა და ემოციური დატვირთვა

სიტყვას “ჩემი” დიდი ემოციონალური დატვირთვა გააჩნია. მაგალითად თუ ამბობთ “ჩემს ქვეყანას ფინანსური პრობლემები აქვს”, ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკმაოდ ახლოს ხართ მოცემულ პრობლემასთან და გაწუხებთ, მაგრამ თუ ვიტყვით, მაგალითად “ავსტრალიას ფინანსური პრობლემები აქვს” ეს უკვე ისე ჟღერს, რომ მოცემული პრობლემა ავსტრალიისაა და თქვენ არაფერი გესაქმებათ ამასთან.
არის გამოთქმები, რომლითაც განისაზღვრება თქვენი დამოკიდებულება ადამიანთან. მაგალითად, თუ ამბობთ “იმან მითხრა” ეს ნიშნავს, რომ არც ისე ახლობელია ეს ადამიანი თქვენთვის (იგულისხმება პირადი დამოკიდებულება, არა მაინცა და მაინც ნათესაური), მაგრამ თუ ამბობთ “ის მელაპარაკებოდა” ეს უკვე სულ სხვა ემოციური დატვირთვითაა წარმოთქმული.

ერთ-ერთ ორმხრივ საქმიან შეხვედრაზე ერთი მხარის წარმომადგენელმა, რომელიც გაბრაზდა, ასეთი რამ თქვა: “მორჩა, ჩვენი გზები გაიყარა” (უკეთესი იქნებოდა, საყვარლისათვის ეთქვა). ამიტომ მეორე მხარე მიხვდა, რომ ის საქმეს ემოციურად მიუდგა, შესაძლოა პირადული დამოკიდებულებითაც კი და იმისათვის, რომ შეთანხმებისთვის მიეღწიათ, აირჩია უფრო თავისუფალი, უშუალო საუბრები, ვიდრე ოფიციალურობა. რის შედეგადაც ყველაფერი კარგად დამთავრდა.

დღეისთვის სულ ეს იყო. დააკვირდით, როგორ გესაუბრებიან ადამიანები, როგორი ინტონაციით და ა.შ. მესმის, არ არსებობს ოქროს წესი, რომელიც ყველაფერს მოერგება, მაგრამ ვიცი, ჩემსავით, მოცემული ინფორმაციის კითხვისას ბევრი პირადი მაგალითი გაგახსენდებათ და გაგეღიმებათ.

წყარო: წიგნი “სასაუბრო ენა”.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button