გასართობისაკითხავისასარგებლო

ადამიანის ტოპ 10 შიშები


რისი ეშინიათ ყველაზე მეტად ადამიანებს?

10. სიბერის შიში
ძალიან ცოტა კაცს ეშინია სიბერის, მაგრამ ძალიან ბევრ საშუალო ასაკის ქალს ეშინია სიბერისა და ასევე არშემდგარ მამაკაცებს, რომლებიც არიან გადაცილებულნი 50-ს.

9. მოწამვლის შიში
ეს შიში არის დამოუკიდებელი და ხშირად არანაირი შეხება არ აქვს სხვა შიშებთან. ამ შიშით არის დაავადებული დედამიწის 50%. ასეთი შიშით იყო დაავადებული იოსებ სტალინი, ამას ადასტურებენ სხვადასხვა წყაროები.

8. ლაჩრობის შიში
სუფთა მამაკაცური შიში, რომელსაც ზოგჯერ განიცდიან ახალგაზრდა ადამიანები და გააჩნიათ რაღაც დაბადებისეული შიში სხვა ადამიანებისადმი პასუხიმგებლობისა. ეს შიში აქვთ როგორც ქალებს ასევე კაცებსაც და როგორც ცნობილია ზოგს ადგება კიდეც.

7. მიკროორგანიზმების შიში
ალბათ თქვენ გსმენიათ ან შეგხვედრიათ ისეთი ადამიანი, რომელიც დღეში უამრავჯერ იბანს ხელს საპნით, ან დღეში რამდენჯერმა ალაგებს სახლს, რადგანაც ეშინია, რომ შეხვდება რაღაც საშინელი ვირუსი. როგორც ცნობილია ამით დაავადებულები არიან მაღალ ინტელექტუალური ადამიანები – იურისტები, ეკონომისტები, ინჟინრები, არქიტექტორები და ა.შ. ამ შიში ნელ-ნელა ხდის იძულებულს ადამიანს, რომ შექმნას თავისი საკუთარი შიშები არაფრის მიმართ.

6. გაგიჟების შიში
საკმაოდ სპეციფიური შიშია, მაგრამ მას განიცდიან, მხოლოდ ის ადამიანები რომლებიც ფიქრობენ აბსტრაქტულად. ესეთი ადამიანები არიან ისინი ვინც ცდილობენ შეიცნონ სულიერი სამყარო, შეიცნონ სხვა მსოფლიო, სწავლობენ რელიგიას, ფიზიკას დაფილოსოფიას.

5. ინტიმური სიახლოვის შიში
შიში, რომელიც აქვს როგორც 16 წლის მოზარდს, ისევე 40 წლის კაცს და ასევე ქალსაც. ამ შიშით დაავადებულები არიან ისინი ვისაც აქვთ უფრო მაღალი დონის ლიბიდო. მიუხედავად ამისა, ეს შიში ჭირთ ასევე მათ ვისაც აქვთ რთული სექსი, იმის გამო, რომ წარსულში რაღაც არ გამოუვიდათ ან ბავშვობაში რაიმე აწყენინეს ამასთან დაკავშირებით. ასეთი შიშით დაავადებულებს აქვთ აზროვნების მაღალი დონე. ამ შიშით დაავადებულ კაცებს ეშინიათ იმის, რომ რაღაცა არ გამოუვათ და დასცინებენ მას.

4. ობობების, ვირთხების, ტარაკნების, გველების, თვითმფრინავების, მონსტრების, დემონების, სარკეების, კომპიუტერის გამორთული მონიტორის, მაღალი ქუსლების შიში
ყველა ეს შიში ერთიანდება ერთ პუნქტში და ამ შიშთა მიზეზი არის არასაკმარისად განვითარებული ინტელექტი, რომელიც თანდაყოლილია ბავშვობიდან. ამით დაავადებულები არიან მოდელები, მსახიობები მუსიკოსები და ა.შ.

3. საჯაროდ გამოსვლის შიში
ასეა თუ ისეა ჩვენ ყველას გვეშინია ჩვენი ემოციების გამომჟღავნების სხვების წინაშე. მაგრამ ზოგისთვის ეს შიში გადადის ფობიაში და ამით დაავადებულები არიან ასევე მაღალი ინტელექტის მქონე ხალხი.

2. სიკვდილის შიში
მაღალი განვითარების ხალხი არის დაავადებული ამ შიშითაც. სწორედ ასეთ ხალხს ეშინია სიკვდილის: დახურული სივრცის, სისხლის, სიმაღლის, ტკივილის, მიცვალებულთა შიშებით არიან დაავადებულები ასეთი ადამიანები.

1. მარტოობის შიში
აუტიზმით დაავადებულ ხალხსაც კი გულის სიღრმეში გაუჩნდება მარტოობის გრძნობა და შეეშინდება მარტოობის კიდეც. ამ შიშის საფუძვეელი არის ის, რომ ყველა იხრწვის ბედნიერებისაკენ, მაგრამ ჩვენ სიხარულს განვიცდით მაშინ როდესაც ვართ სოციუმში. ვიყოთ გაუგებრები, მარტოსულები და მიტოვებულები ჩვენ ეს უფრო გვაშინებს, ვიდრე გვსიამოვნებს.

თეგები
Back to top button
Close
Close