გასართობიმისტიკასაკითხავი

მფრინავი ჰოლანდიელი

flyingdutchman

  „მფრინავი ჰოლანდიელი“ – ლეგენდარული იალქნიანი გემი-მოჩვენება, რომელსაც არ შეუძლია ნაპირს მიადგეს და განწირულია სამუდამო ცურვისთვის. ასეთი გემი ადამიანებს ძირითადად შორიდან შეუმჩნევიათ. ლეგენდის თანახმად, როდესაც „მფრინავი ჰოლანდიელი“ ხვდება სხვა გემს, მგზავრები ცდილობენ შეტყობინება გაუგზავნონ ნაპირზე მცხოვრებ ხალხს, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს. მეზღვაურების რწმენით, „მფრინავ ჰოლანდიელთან“ შეხვედრა ცუდის მომასწავებელი იყო.

    ლეგენდის თანახმად, 1641 წელს ჰოლანდიელი კაპიტანი ფილიპ ვან დერ დეკენი ( სხვა ვერსიების თანახმად, ვან სტრატენი ) ოსტ-ინდოეთიდან ბრუნდებოდა და თან ახალგაზრდა წყვილი მიჰყავდა. კაპიტანს მოეწონა გოგონა, მოკლა მისი საქმრო, ხოლო მას ხელი სთხოვა, მაგრამ გოგონა გემიდან გადახტა.  კეთილი იმედის კონცხის შემოვლის მცდელობისას, გემი ძლიერ შტორმში მოყვა, რამაც ცრუმორწმუნე მეზღვაურების უკმაყოფილება გამოიწვია და შეშფოთებულმა შტურმანმა შესთავაზა  რომელიმე უბეში დაეცადათ შტორმის ჩადგომისთვის, მაგრამ კაპიტანმა ის და რამდენიმე უკმაყოფილო მეზღვაური დახვრიტა,  შემდეგ კი დედის ძვლებზე დაიფიცა, რომ არავინ არ გაადგამდა გემიდან ფეხს მანამ, სანამ კონცხს არ შეემოუვლიდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას საუკუნეები დასჭირდებოდა.  ამით ვან დერ დეკენმა გემი დაწყევლა.  ახლა მას, უკვდავს, დაუმარცხებელს,  არ შეუძლია გემიდან ნაპირზე გადმოსვლა და განწირულია ოკეანეში მარადიული ცურვისთვის, მეორედ მოსვლამდე. თუმცა, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, მას აქვს შანსი დაიმკვიდროს სასუფეველში: ერთხელ ათ წელიწადში, ვან დერ დეკენს შეუძლია დაბრუნდეს მიწაზე და შეეცადოს იპოვოს ის, ვინც მას ცოლობაზე დათანხმდება. სხვა ვერსიის თანახმად, არსებობს მაგიური სიტყვა, რომელსაც შეუძლია მოხსნას წყევლა და „მფრინავ ჰოლანდიელსა“ და მის ეკიპაჟს დაუმკვიდროს სასუფეველი. პირველი ჩანაწერი „მფრინავ ჰოლანდიელზე“ გვხვდება 1795 წელს, ირლანდიელი ჯიბის ქურდის, ჯორჯ ბორინგტონის ნაშრომში: „ცურვა ბოტანუკური ყურისკენ“.

f4e25ff789c4
 ლეგენდის განსხვავებული
ვერსიები

  • ვან დერ დეკენმა დაიფიცა, ეშმაკისთვის მიეყიდა სული, თუ შეძლებდა უსაფრთხოდ შემოევლო კონცხისთვის და კლდეებს არ შეჯახებოდა. მისი სურვილი ასრულდა, თუმცა სამუდამო ცურვისთვის გაიწირა.
  • ძლიერი შტორმის გამო, გემს დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლო კეთილი იმედის კონცხისთვის შემოვლა. მეზღვაურები გაბრაზდნენ და კაპიტანს უკან დაბრუნებას სთხოვდნენ, მაგრამ გაცოფებბულმა კაპიტანმა პასუხად ღვთის გმობა დაიწყო და განაცხადა, რომ გზას გააგრძელებდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეორე მოსვლამდე მოუწევდა ცურვა.  მის ასეთ ნათქვამზე ციდან საშინელი ხმა გაისმა: „დაე იყოს ასე – იცურე!“
  • ჰოლანდიური სავაჭრო გემის გუნდი საშინელი ავადმყოფობით დაავადდა. იმის შიშით, რომ ავადმყოფობა ნაპირზე მყოფ ადამიანებსაც გადაედებოდათ, არც ერთი პორტი არ იღებდა გემს, რომელიც ავადმყოფობის, წყურვილის და შიმშილის შედეგად გარდაცვლილი მეზღვაურებით ახლაც დაბორიალობს ზღვებსა და ოკეანეებში.
  • „მფრინავი ჰოლანდიელი“ შეხვდა სხვა გემ-მოჩვენება „კენარუს“, რომელის მეკობრეების გემი გახლდათ და ძარცვავდა და ანადგურებდა სხვა გემებს. „მფრინავმა ჰოლანდიელმა“ დაამარცხა „კენარუ“, თუმცა, მასზე „კენარის“ წყევლა გადმოვიდა და ახლა ისინი მარადიულად დაცურავენ ოკეანეში და ვერ გრძნობენ ვერც ტკივილს, ვერც დაღლილობას, სითბოს და სიცივეს, იტანჯებიან ამით, ხოლო შენხვედრ გემებს დახმარებას სთხოვენ. ისინი, ვინც არ ცდილობენ მათ დახმარებას, მათ ბედს იზიარებენ.
  • ერთ-ერთი ვერსია გვიყვება კაპიტამ ფალკენბურგზე, რომელიც განწირული იყო ჩრდილოეთის ზღვაში ცურვისთვის საშინელი სამსჯავროს დღემდე, ეშმაკთან კარტის თამაშში საკუთარ სულზე.
  • „მფრინავი ჰოლანდიელი“ ისე ჩქარობდა სახლისაკენ, რომ არ დაეხმარა სხვა გემს, რომელიც იძირებოდა, რის გამოც დაიწყევლა.

 


ვიდეო – მფრინავი ჰოლანდიელი

Cartwright

I love chocolate :3

მსგავსი ამბები

Back to top button