სამხედროსასარგებლოსურათები

სირიის სამოქალაქო ომი

23e0a4fdc110
მიუხედავად იმისა, რომ სირიაში შედარებით “აგრილდა”, მაინც აქტუალურია ეს თემა და რათქმაუნდა მეც აღარ დავაყოვნებ და შევეცდები უფრო ღრმად  აღვწერო  სირიის კონფლიქტი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს.            2011 წელს სირიაში დაიწყო მასიური ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომელიც ამავე წლის შემოდგომაზე გადაიქცა შეიარაღებულ დაპირსპირებად. დაპირსპირებული მხარეები  არიან ბაშარ ალ-ასადი და ქვეყანაში არსებული პოზიცია.  აქვე დავამატებ იმას, რომ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში სირიის ეროვნულმა საბჭომ და დემოკრატიული ცვლილების ეროვნული კოორდინაციის ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაშარ ასადის მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შესახებ. უკვე თითქმის სამი წელიწადია, რაც სირიის სხვადასხვა ქალაქში შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება.
090c917e27b9

გაეროს მონაცემებით ლტოლვილთა რიცხვმა უკვე კარგა ხანია მილიონს გადააჭარბა. თუკი ადრე სირიის საზღვარს დღეში ათასი ლტოლვი ტოვებდა  2013 წლის აგვისტოში ეს რიცხვი გაორმაგდა. დევნილთა უმრავლესობამ ქვეყანა ისე დატოვა, რომ არაფერი გააჩნდა თან.

ალბათ ხვდებით, რომ  ლტოლვილთა ეს არანორმალური ზრდა აგვისტოს თვეში, რაღაც მოვლენასთანაა დაკავშირებული. 2013 წლის აგვისტოში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის და მისი ოპონენტების წინააღმდეგ. ბუნებრივია ბაშარ ალ-ასადაის ამ ქმედებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელს მსოფლიოში.  აშშ-მა  სირიაზე წითელი ხაზი გაავლო და თურქეთის  ავიაბაზაზე მისის ბომბდამშენები გაგზავნა. ასევე  მოხდა ამერიკული ფლოტის მობილიზაციაც. ერთი შეხედვით  ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, თურქეთი და ინგლისი სირიაზე საწრაფო შეტევის მომხრე იყო, რომლებმაც ასევე თავიანთი სამხედრო შენაერთები მზადყოფნაში მოიყვანეს. ზემოთ აღნიშნული სამივე სახელმწიფო აცხადებდა, რომ  არ დაელოდებოდა  “ნატოს” გადაწყვეტილებას და საკუთარი რესურსებით განახორციელებდა შეტევას. ამ ყველაფერმა ლტოლვილთა რიცხვი უფრო გაზარდა და ქვეყანა სრულმა ქაოსმა მოიცვა. სასრაფოდ შედგა “გაეროს” სხდომა სადაც სირიას ღიად მხარი მხოლოდ ორმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი ესენი იყვნენ: ჩინეთი და რუსეთი. ზემოთ აღნიშნული ორივე სახელმწიფო სამხერო  მოქმედებების დაწყების სასტიკი წინააღმდეგი იყო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აშშ-ს  აღნიშნული ქმედების შემდეგ,  სპარსეთის ყურეში, რუსეთის ფედერაციამ თავისი ფლოტის მობილიზაცია დაიწყო.
7a156f7f890a
სირიას სხვა ზურგიც ჰქონდა; ეს იყო ბირთვული იარაღის მქონე ირანი. ამ დროს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება ქიმიური იარაღის  გამოყენებას უარყოფდა და ამას ოპოზიციას აბრალებდა.  თითქმის ყველა ქვეყანამ სირიიდან ელჩები გამოიწვია. რუსეთის აქტიურმა  ჩარევამ სირიის კონფლიკტში  ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება გადაარჩინა და იმდენი ქნა, რომ აშშ-მა  და მისმა “მოკავშირეებმა”   უარი თქვეს  შეიარაღებული ოპერაციის ჩატარებაზე იმ შემთხვევაში, თუ ქიმიურ იარაღს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი  ჩააბარებდა. ასადი ამ წინადადებას დაეთანხმა და ომი “გადაიდო”
გაეროს მონაცემებით კონფლიქტმა 70 000 ადამიანი შეიწირა, ხოლო სამოქალაქო ომი ისევ მიმდირაებს, შესაბამისად ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება.

იხილეთ რამოდენიმე საინტერესო სურათი

ac10b1fae47c
0f7eb30dc00d
090c917e27b9
c213443ba817
24e4de16efa2
68f118c7fc99
2e3620aa5185
7a156f7f890a
427787a29299
3b06be069b3e
23e0a4fdc110
9e453cc632d2
3c68b8eee652

 

 

თეგები

prafesor

Barca fan

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close