რამოდენიმე საინტერესო ხელოვნების ნიმუში
ამ პოსტში წარმოგიდგენთ რამოდენიმე ხელოვნების ნიმუშს.
თევზის ფორმის ლამპები
თუ თქვენ არქიტექტურა გიზიდავთ, აუცილებლად გაგონილი გექნებათ ფრენკ გერის უნიკალური დიზაინების შესახებ. თუმცა მხოლოდ ამით არ არის იგი ცნობილი. მისი იდეა თევზის ლამპების შექმნაზე წარმოიშვა ჯერ კიდევ 25 წლის წინ, როდესაც იგი “ფორმიკა”-ს(ფირმა) სამშენებლო პროექტზე მუშაობდა. ეს მოხდა სრულიად შემთხვევით. ფერადი ლამინატი დაიმსხვრა, დამსხვრეული ლამინატის შემხედვარე ფრენკს მოაფიქრდა, რომ ნამსხვრევებით თევზის ფორმის ფიგურები შეექმნა. ლამინატის ნამსხვრევებისგან შექმნილმა თევზის ფორმის ლამპებმა მთელი მსოფლიოს მუზეუმები და გალერიები შემოიარეს.
ახლახანს ფრენკმა, რომელიც უკვე 80 წლის არის, შექმნა თევზის ლამპების კიდევ ერთი პარტია, რომლითაც მან დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ არ დაბერებულა და თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს! იხილეთ ამ ხელოვნების ნიმუშის რამოდენიმე სურათი:
4 წელი დაუღალავი შრომა და მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა!
ჩინელებს ტრადიციად აქვთ ქცეული ხეზე ორნამენტების ამოჭრა. სწორედ ჩინელი ხელოვანი, ზენგ ჩუნჩუი, შრომობდა 4 წელიწადი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურის შესაქმნელად. მართლაც რომ, მას ტყუილად არ უშრომია, გინესის წიგნში 14 ნოემბერს ახალი რეკორდი შევიდა, სახელად – “ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა”. და მაინც რამხელაა ეს ხელოვნების ნიმუში? მისი სიგრძე შეადგენს 12.286 მეტრს!
ჩუნჩუის სკულპტურაზე ამოტვიფრული ორნამენტები შექმნილია ცნობილი ნახატის, “Along the River During the Qingming Festival”-ის მიხედვით.
იხილეთ სურათები:
უსასრულო კიბე
სურათზე ხედავთ დევიდ მაკკრაკენის კრეატიულ სკულპტურას. ეს არის ე.წ. “უსასრულო კიბე”. დევიდის სკულპტურა არის ავსტრალიაში, ქალაქ ბონდში. იგი ცნობილია შემდეგი სახელით: “Sculpture by the Sea”.
თუ ფოტოგრაფი ნიჭიერია, ამ უბრალო კიბეებს, რომელიც ბოლოში წვრილდება, შეუძლია შესანიშნავი სურათი გადაუღოს.
კიბეები სიმაღლეში ზრდასთან ერთად ვიწროვდება და ამით ილუზია იქმნება, რომ თითქოს კიბე უსასრულოა. ამ ხელოვნების ნიმუშის შექმნას დიდი შრომა არ სჭირდება, თუმცა კრეატივი და ფანტაზია აუცილებელია.
წარმოგიდგენთ ინტერნეტში გავრცელებულ რამოდენიმე ლამაზ სურათს: