არქივი

კომპიუტერული პროგრამა, რომელიც თავისით წერს წიგნებს!

012c2665cdbe

პროფესორმა ფილიპ პარკერმა გამოიგონა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც თავისით წერს წიგნებს.

ფილიპ მ. პარკერი, მარკეტინგის პროფესორი “INSEAD”-ის ბიზნეს სკოლაში, 10 წელზე მეტია მუშაობს ამ პროექტზე. მან საბოლოოდ მაინც შეძლო კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომელსაც შეუძლია შენს მიერ მითითებულ საგანზე დაწეროს წიგნი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. მისმა შემუშავებულმა ალგორითმა უკვე ასიათასობით წიგნი “გამოიგონა”. Amazon-ზე უკვე 100,000-ზე მეტი წიგნი დევს გასაყიდად, რომელიც პარკერს ეკუთვნის და 700,000-ზე მეტი წიგნი, რომელიც კომპანიას(Icon Group International) ეკუთვნის, სადაც პარკერი მუშაობს.

პარკერს ვერ დავარქმევთ “გამომგონებელს”, იგი უფრო “შემგროვებელია”.

ეს წიგნები არ არის ტიპიური. ისინი დამყარებულია სპეციალურ ტექნოლოგიურ და ბიზნეს გათვლებზე. ისინი ასევე შეიცავენ სხვადასხვა დაავადებების განხილვებს და მათი მკურნალობის გზებს. გაგიკვირდებათ და პროგრამას შეუძლია შეადგინოს “Puzzle” რომელიც თქვენ დაგეხმარებათ უცხო ენების შესწავლაში.

პროგრამა იყენებს ინფორმაციას, რომელიც თავისივე მონაცემთა ბაზაშია შენახული, რათა შემდეგ დაწეროს თემა ამა თუ იმ საგანზე. მარტივი რომ გახდეს გაგება, შემდეგნაირ მაგალითს მოგიყვანთ:

სიტყვაზე ჩვენ გვაქვს იმხელა მონაცემთა ბაზა, როგორიც აქვს ვიკიპედიას, ანუ ფაქტიურად ინფორმაცია გვაქვს ყველა საგანზე. ჩვენ გვინდა დავწეროთ თემა საქართველოზე. ამოვკრიბავთ ყველა ინფორმაციას ამ ჩვენი მონაცემთა ბაზიდან და თემაც შედგება. ეს საკმაოდ უხეშადაა ნათქვამი, მაგრამ ამ პრინციპით მუშაობს პროგრამა. პროგრამა მონაცემთა ბაზიდან მხოლოდ ინფორმაციას იყენებს, სტატიას თუ თემას კი უფრო მხატვრულობას მატებს ალგორითმი, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით წაიკითხავთ.

პროგრამას თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან უწყობს ხელს. მხედველობაში მაქვს ე.წ. “ebook”, ანუ ელექტრო-წიგნები. მათი დახმარებით ამაზონზე უკვე განთავსებულია უამრავი წიგნი, რომელიც დაბეჭდილიც არ არის.

რეალურად ეს არა კომპიუტერი პროგრამა, არამედ მთელი კომპიუტერული სისტემაა რომელიც განკუთვნილია თემების წერისთვის.

ამ ვიდეოში პარკერი საუბრობს, თუ როგორ მუშაობს პროგრამა:

ზემოთ როგორც ვახსენე, ახლა 1-2 სიტყვას დავწერ ალგორითმზე. პროგრამის იდეალურობა პარკერის შესანიშნავმა ალგორითმა გამოიწვია. ამის წყალობით პროგრამა თემის წერის დროს ყველა იმ დეტალს ითვალისწინებს, რომელსაც ექსპერტები რაიმე თემის წერის დროს იყენებენ. პარკერს ამ ალგორითმის შემუშავებაში თავისი გამოცდილება დაეხმარა, რადგან მას სულ ცოტა 3 წიგნი აქვს დაწერილი წარსულში.

პარკერის პროგრამის პიერ დაწერილი წიგნი “The 2007-2012 World Outlook for Wood Toilet Seats” 755$ დოლარი ღირს, მას კი ამ წიგნის დაწერა 0,25-0,50$ უჯდება(ელექტროენერგია და მეხსიერება).

ასევე იხილეთ პარკერის სხვა წიგნების ფასები ამაზონზე:
Webster’s English to Haitian Creole Crossword Puzzles: Level 1 – 13,46$
The World Market for Rubber Sheath Contraceptives (Condoms): A 2013 Global Trade Perspective – 595$
Ellis-van Creveld Syndrome – A Bibliography and Dictionary for Physicians, Patients, and Genome Researchers – 26,06$

ეს კი პარკერის წიგნების ჩამონათვალია ამაზონზე

აქვე გთავაზობთ ფილიპის 2008 წლის ინტერვიუს:

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button