ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ამერიკელმა მოზარდმა 4 წელიწადში ისწავლა 20 უცხო ენა

a758955aadde

17 წლის ტიმოტი დონერმა, რომელიც ამერიკაში კერძოდ ნიუ-იორკში ცხოვრობს მიზნად დაისახა ერთობ რთული მიზანი. მას მოკლე დროში მოუნდა უბრალო სკოლის საშუალო დონის მოსწავლიდან პოლიტოლოგად გამხდარიყო.
ტიმოტი დონერმა თავისი ლინგვისტური კარიერა არაბული ენის სწავლით დაიწყო, მან ძალიან მიზერულ დროში მოახერხა ამ ენის ათვისება და ყველასდა გასაკვირად არაბულად დაიწყო მეტყველება.
ტიმოტი რა ტიმოტი იქნებოდა ამაზე გაჩერებულიყო. მან მომდევნო ენად ფრანგული აირჩია. ფრანგულის სწავლას თქვენ წარმოიდგინეთ 3 თვე დასჭირდა.
ამის შემდეგ მან იტალიური ენის შესწავლა განიძრახა და არავის გაუკვირდება 3 თვესა და 15 დღეში ბერტოლუჩის კინოებს ორიგინალში უყურა. შემდეგ გერმანულისა და ლათინურის დრო დადგა და ა.შ და ა.შ
47ec1fa938eb
ახლახანს ტიმოტიმ რუსული ენის შესწავლა დაიწყო.
ტიმოტის მშობლების თქმით, თავიანთი შვილი პატარაობიდან გამოირჩეოდა უცხო ენების ათვისების ნიჭით, თუმცა ის ძალიან ზარმაცი მოსწავლეა და სკოლაში B და C შეფასებებზე სწავლობს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტიმოტი უცხო ენების უმეტესობას დამოუკიდებლად ეუფლება.
ვერაფერს გეტყვით ამგვარი გაცისკროვნების მიზეზზეე, თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ სრულიად ჩვეულებრივმა მოზარდმა, ერთი შეხედვით ავანტიურისტული მიზანი რეალობად აქცია.
ამით ამ ბიჭმა დაამტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, რომ ადამიანის შესაძლებლობა აღემატება მის ფანტაზიებს. ნუ ჩაიქნევთ ხელს ზარმაცო მოსწავლეებო და სტუდენტებო რაიმე ჩანაფიქრზე. თუ თქვენი სურვილი იქნება ძლიერი თქვენ ყველაფერს შეძლებთ.

იხილეთ ვიდეო:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close