არქივი

წლის სიტყვა და პირველი “Selfie”

0df59003cf60

19 ნოემბერს “Oxford Dictionaries” წარმომადგენლებმა გამოაცხადეს წლის სიტყვად “Selfie”. უხეშად რომ ვთქვათ ტერმინი “Selfie” ნიშნავს საკუთარი თავისთვის სურათის გადაღებას, ანუ “ავტო-ფოტო-პორტრეტი”. პირველად ეს სიტყვა პოპულარული გახდა 2011 წლის იანვარში, როდესაც ის ინსტაგრამზე(Instagram) აღმოჩნდა. სინამდვილეში კი “Selfie” ინტერნეტ სივრცეში პირველად გამოაჩინა ავსტრალიელმა სტუდენტმა 2002 წელს. მან საკუთარ თავს გადაუღო სურათი და ინტერნეტ-ფორუმზე ატვირთა სახელით “Selfie”. დღევანდელი სმარტფონების, რომლებსაც 2 კამერა აქვთ (1 წინა, მთავარი კამერა და ერთიც მეორე მხარეს), მრავალი წინაპარი ყავდა. მაგალითად:
e010f6721f7a
afeb2692b08d

როგორც Public Domain Review გადმოგვცემს, გაგიკვირდებათ და სანამ მსგავს აპარატურას გამოიგონებდნენ, 1839 წელს ფილადელფიელმა ახალგაზრდამ, სახელად რობერტ კორნელიუსმა, საკუთარ თავს გადაუღო სურათი შემდეგნაირად:

მას უეცრად ოჯახის მაღაზიაში მუშაობისას, თავისუფალ დროს, უეცრად მოაფიქრდა საკუთარი თავისთვის სურათის გადაღება. იგი უცბად გამოვიდა მაღაზიიდან, დაამონტაჟა ფოტოაპარატი სასურველ ადგილას, მოხსნა ლინზების დამცავი, კადრში დადგა 1 წუთის განმავლობაში და პირველი “Selfie”-ც გამოუვიდა.

კორნელიუსის ფოტო-პორტრეტი აშკარად მიუთეთბდა მის ნიჭზე ფოტოგრაფიაში. მასზე იმდროინდელ გაზეთებშიც კი იწერებოდა. შეგიძლიათ მასზე დაწერილი სტატია იხილოთ აქ. ეს კი პატარა ნაწყვეტია ზემოთ ნახსენები სტატიიდან:

“…როგორც დაგეროტიპი, მისი ნამუშევრები არის საუკეთესო რაც კი ამ ქვეყანას უნახავს და ჩვენ ამას ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობთ. ჩვენ ნანახი გვაქვს მისტერ გოურაუდის შესანიშნავი დაგეროტიპული ნიმუშებიც. ახალგაზრდა კორნელიუსის ნამუშვრები უბადლოა და ეს ადამიანი უნდა დააფასონ…”

დღეს თითქმის ყველა თინეიჯერი, უმეტესად კი გოგოები სოციალურ ქსელებში ტვირთავენ “Selfie”-ებს. ასე რომ, 1839 წელს გამოგონილი ფოტო-პორტრეტი 21 საუკუნის თინეიჯერებისთვის შექმნილა.

ესეც თანამედროვე “Selfie”-ს რამოდენიმე მაგალითი:

1cd3538507a4

47ec9b84db1e

7a7c899d66dd

ალბათ ყველასათვის კარგად ნაცნობი “Duckface”:

65ca85b381a1

და ბოლოს თანამედროვეობას აყოლილი მონა ლიზა:

00004fe108c1

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button