გასართობიკრეატივიუცნაური

ყველაზე სასაცილო ლეგალური სახელების ცვლილებები

85de91add0e1

წარმოგიდგენთ ლეგალურად სახელის შეცვლის ყველაზე სასაცილო და უცნაურ მაგალითებს.

ადამიანები ამას გინესის რეკორდის დასამყარებლად, გასართობად ან რაიმე უცნაური მიზეზის გამო აკეთებენ. აქ თქვენ იხილავთ არა მეტსახელებს, არამედ ლეგალურ სრულ სახელებს.

#1 Bezow Doo-Doo Zoppitybop-Bop-Bop

0ff9298f83d9

ადამიანები ამას გინესის რეკორდის დასამყარებლად, გასართობად ან რაიმე უცნაური მიზეზის გამო აკეთებენ. აქ თქვენ იხილავთ არა მეტსახელებს, არამედ ლეგალურ სრულ სახელებს.

#2 ტინოზავრი რექსი (Tyrannosaurus Rex)
7a0fd44a9101
ამ ადამიანის სრული “სახელი და გვარი” ასე ჟღერს: Tyrannosaurus Rex Joseph Gold. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, როგორც თვითონ ამბობს მან სახელი 2012 წელს გადაირქვა (ძველი სახელი-ტაილერ გოლდი) , რათა დაემტკიცებინა, რომ მას შეეძლო დიდი გადაწყვეტილებების მიღება… არადა მან დაამტკიცა, რომ მას არასოდეს არ უნდა ენდო გადაწყვეტილების მიღების დროს.

#3 Captain Awesome
111437d78ef1
Captain Awesome, ანუ კაპიტანი საოცრება. ყოფილი მისტერ დუგლას ალენ სმიტ ჯუნიორი (ან ძველი რა სახელი იყო, ან ახალი რა არის), მან სახელი 2010 წელს შეიცვალა. როგორც იგი ამბობს მან სახელი შოუ “Chuck”-ის ერთ-ერთი პერსონაჟის საპატივცემულოდ გადაიკეთა.

#4 AHH
85de91add0e1
AHH-ს ისტორიაზე ალბათ ყველას გაგეცინებათ. მას შემდეგ, რაც მან 3 წელიწადში 3-ჯერ შეიცვალა სახელი, 2012 წელს მან სცადა საკუთარი “ორიგინალი” სახელის დაბრუნება, თუმცა არ გაუმართლა. იგი ავსტრალიის მოქალაქე იყო, ავსტრალიაში კი იმ წელს კანონი შემოიღეს სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით: ავსტრალიის მოქალაქეს მხოლოდ 3-ჯერ შეეძლო სახელის შეცვლა. ასეთი უიღბლო აღმოჩნდა მისტერ აჰჰ.

#5 Buzz Lightyear
f3c516736af6
აბა რა, აბა რა!! ასე უნდა სცე პატივი ბავშვობის მოგონებებს! რა არის ამაზე უკეთესი გზა, რომ დაამტკიცო შენი სიყვარული “სათამაშოების ისტორიის” მიმართ? 26 წლის ინგლისელმა სახელი ტიმ ალენის მიერ გახმოვანებული პერსონაჟის Buzz Lightyear-ის საპატივცემულოდ გადაირქვა.

#6 კაპიტანი ფანტასტიკა სწრაფი ვიდრე სუპერმენი სპაიდერმენი ბეტმენი სამურაი ჰალკი და ელვა ერთად აღებული
9cd3196cbd96
Captain Fantastic Faster Than Superman Spiderman Batman Wolverine Hulk And The Flash Combined, ინგლისელმა 19 წლის სტუდენტმა(წარსულში ცნობილი როგორც ჯორჯ გარატი), 2008 წელს გადაწყვიტა გინესის რეკორდის დამყარება. მას 2 საათშივე აჯობა სახელის სიდიდეში 1 წლის ბავშვმა, რომელსაც მშობლებმა 25 სიტყვიანი სახელი დაარქვეს.

#7 GoVeg.com, KentuckyFriedCruelty.com და RinglingBeatsAnimals.com
41f99579346f
PETA-ს აქტივისტებმა “დოთ-ქომ”-ის(დომეინი .com) ბუმის დროს სახელები ლეგალურად გადაირქვეს. PETA.org-ს უბრალოდ უჭირდა პარტნიორების სახელების დამახსოვრებმა, მათ კი ასეთ უცნაურ ხერხს მიმართეს.

#8 Optimus Prime
c4a1b166bb4e
გასაგები იქნებოდა, რომ 4 წლის ბავშვს ეოცნება “ტრანსოფრმერების” კაპიტანის სახელის დარქმევა, მაგრამ ჩამოყალიბებულმა სრულწლოვანმა კაცმა ესეთი რამ რომ გააკეთოს, ხომ ნამდვილი სიგიჟეა. ახლა მას ყველა პატარა ბავშვი შურით უყურებს, თუმცა თავის სამსახურში მთავარი “საღადაო” თემა ამ ადამიანის სახელია.

#9 Darren QX Bean!
bff2874d74b7
მრავალი სასამართლო “გარჩევების” შემდეგ, დერენ QX ბინმა! მაინც შეძლო “!”-ის(ძახილის ნიშნის) შენარჩუნება თავის სახელში.

#10 Pro-Life
4ee0a12f3426
Pro-Life ყველაფერს აკეთებდა, რათა კარიერაში წარმატებას მიეღწია. იგი პოლიტიკოსი არის. მან სახელი თავისი პარტიის ლოზუნგის გამო შეიცვალა. მიუხედავად სახელის ლეგალური ცვლილებისა, მერვინ პრო-ლაიფ რიჩარდსონს არ მისცეს საარჩევნო ბიულეტენში მისი სახელის ნაწილის(პრო-ლაიფის) დაწერა. მან მაინც მოიგო იდაჰოს გუბერნატორის არჩევნები. მისი პარტიის ლოზუნგი ასევე იყო არა აბორტს, მას კი 15 შვილი ჰყავს. მოკლედ მან ყველაფერი გააკეთა თავისი პარტიის სახელის გასამართლებლად. მის შესახებ შეგიძლიათ უფრო ვცლად აქ წაიკითხოთ.

#11 GoldenPalace.com
2fbfcfa626a4
15,199$(დოლარი)-სთვის ქალბატონმა ტერი ილიგანმა ლეგალურად შეიცვალა სახელი. ონლაინ კაზინომ მან რეკლამისთვის გადაუხადა ზემოთ ნახსენები თანხა. ზოგისთვის ეს ჯეკპოტია, ზოგისთვის კი სრული უაზრობა.

#12 Pussy Galore Honey Rider Solitaire Plenty O’Toole May Day Xenia Onatopp Holly Goodhead Tiffany Case Kissy Suzuki Mary Goodnight Jinx Johnson Octopussy Domino Moneypenny
7364d135bb2a
ჯეიმს ბონდის გაგიჟებული ფანი. ამ ქალბატონმა სახელი დაირქვა იმ 14 გოგოს სახელების მიხედვით, რომლებიც აგენტი 007-ის ფილმებში თამაშობენ.

#13 Jack Ass
a81479a42658
1997 წესლ ბობ კრაფტმა “ვირი” დაირქვა.

#14 “The” Dan Miller Experience
b3e422330c71
წარსულში დენ მილერმა The Dan Miller Experience-ად გადაიკეთა სახელი. 2008 წელს კი “დამაკმაყოფილე”(Amuse me) დაირქვა!

#15 ისინი
97e70c7d1dd2
ენდრიუ ვილსონმა 2004 წელს დაირქვა “ისინი”(They). მან სახელი სიტყვა “ისინი”-ს ორაზროვნების გამო გადაიკეთა. მან ეს ფაქტი ასე განმარტა:”ისინი ამას აკეთებენ, ისინი იმას აკეთებენ, ყველა გაიძახის “ისინის”. და მაინც, ვინები არიან ისინი? ისინი არიან ჩემნაირი გიჟები! მე ვარ ისინი.”

#16 N’Tom The Hayemaker Haywardyouliketocomebacktomine
9656a600551d
წარსულში ცნობილმა, როგორც ტომ ჰეივარდმა, სიმთვრალეში, როდესაც იგი საღად ვერ აზროვნებდა სახელი შეიცვალა როგორც N’Tom The Hayemaker Haywardyouliketocomebacktomine. მან ეს ფაქტი გაიგო 2 კვირის შემდეგ, როდესაც მას სახლში ოფიციალური ცნობა მიუვიდა თავის სახელთან დაკავშირებით.

#17 Emperor Spiderman Gandalf Wolverine Skywalker Optimus Prime Goku Sonic Xavier Ryu Cloud Superman HeMan Batman Thrash & Baron Venom Balrog Sabretooth Vader Megatron Vegeta Robotnik Magneto Bison Sephiroth Lex Luthor Skeletor Joker Grind
6e55d3fc9b88
2-მა ადამიანმა, წარსულში სახელად დანიელ კნოქს-ჰიუსონმა და კევინ ბობიჯმა სახელები შეიცვალეს კომიქსებისა და ვიდეო თამაშების გმირების საპატივცემულოდ. სწორედ იმ კომიქსების და ვიდეოთამაშების, რომლებმაც ისინი გახადეს ისეთები, როგორებიც არიან დღეს, ანუ: 2 ადამიანი რომლებმაც არ იციან როგორ გაიზარდონ.

 

თეგები

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close