საკითხავისასარგებლოსაქართველო

პიტნის ჩაი

b89874efbb3a

თუ პიტნის ჩაის დიდი ხანია სვამთ ძალიან გაგიმართლათ, თუ არა დროა დაიწყოთ.ყველაფერი პიტნის ჩაის შესახებ.

არსებობს ვარაუდი, რომ პიტნის ნაყენი უფრო ძველია ვიდრე ჩაი. ეგვიპტის პირამიდებში აღმოჩენილ იქნა გამხმარი პიტნის ფოთლები, რომელიც ქრისტეშობამდე მე-10 საუკუნით თარიღდება. ცნება პიტნის ჩაი კი მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც პიტნის ფოთლები ჩაის ფოთლებში ხშირად ეშლებოდათ. როდესაც აღმოაჩინეს, რომ პიტნა ჩაიზე არანაკლებ სასიამოვნო იყო და განსაკუთრებული ეფექტი გააჩნდა, ის ფართოდ გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში და დასავლეთ აზიაში, თუმცა ევროპაში მოგვიანებით მე-16 საუკუნეში შემოვიდა. პიტნა ევროპაში გაცილებით ადრე, რომაელების და ბერძნების დროს გავრცელდა, თუმცა მას ჩაის დანიშნულება არ ჰქონია. მას იყენებდნენ სოუსებში და ღვინოებში, სასიამოვნო არომატის გამო, ასევე სასარგებლო თვისებების გამო. პიტნას სასწაულმოქმედ მცენარედ მიიჩნევდნენ, რადგან მას ერთდროულად შეეძლო ადამიანის მოდუნება და საოცარი ძალით ავსება. რომაულ წყაროებში პიტნის ჩაი კართაგენელთა ძალის საიდუმლო ელექსირადაცაა აღნიშნული. როგორც ზემოთ აღვნიშნე პიტნის ჩაი მე-16 საუკუნიდან შემოვიდა ევროპაში და სად გახდებოდა ცნობილი თუ არა კუნძულზე, სადაც ჩაის აღმერთებენ, პიტნის ჩაი მალე ცნობილი გახდა ჩაის სამშობლოში და ჩინეთშიც. დღეს პიტნის ჩაის მილიონობით ადამიანი სვამს, თუმცა არც ისე გავრცელებულია, როგორც, თუნდაც მწვანე ჩაი ან ცეილონი. ხშირად აღნიშნავენ, რომ პიტნის ჩაის ჰყავს ყველაზე ერთგული მსმელები, რადგან მისი მსმელები სხვა ყველა ჩაიზე უარს ამბობენ, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბევრს მისი არომატი და გემო აღეზიანებს.

პიტნის ჩაი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, გამოიყენება ჰიპერტენზიის, სტენოკარდიისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისას. იგი ხსნის გაღიზიანებას, ნევროზულობას, აუმჯობესებს ძილს, აქვეითებს აღგზნებადობას , მათ შორის სექსუალურს.გარდა ამისა, პიტნის ჩაი ძლიერი საშუალებაა ცუდი სუნთქვის, დიარეის, გაჭედილი ცხვირის, კუნთებისა და ნაწლავების ტკივილების დროს. ასევე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დაგეხმარებათ უძილობის დაძლევაში, შვებას მოგცემთ თავის ტკივილისას, აქტიურად აქვეითებს ტემპერატურას, ადუნებს, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. ამ საოცარი ჩაის მიღება დღის ნებისმიერ დროს შეიძლება: დილით გაგამხნევებთ, შუადღეს – დაგეხმარებათ სხვადასხვა ტკივილების მოსახსნელად, საღამოს – მოგადუნებთ ნებისმიერ მასაჟისტზე უკეთესად. ასე რომ, მიირთვით პიტნის ჩაი და დაივიწყეთ პრობლემები – საუბრობს ჩაის სასარგებლო თვისებების შესახებ ჟურნალი “მკურნალი”.

პიტნის ჩაი მხოლოდ ამ სასარგებლო თვისებებით არ გამოირჩევა. ხალხური მედიცინა და ექსპერიმენტები მის შესახებ დამატებით ცნობებს გვაწვდის.

* პიტნის ჩაი ჭარბი წონის მოშორების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მარტივი და საუკეთესო საშუალებაა. ის მადას დაახ. 50%_ით ამცირებს.

* პიტნის ჩაი დაგეხმარებათ თავი დაანებოთ ნაკლებად ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებს. ის ეფექტური საშუალებაა სიგარეტის მოწევაზე თავის დანებების. თუ ყავას ნორმაზე ხშირად მიირთმევთ, პიტნის ჩაი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. პიტნის ჩაიმაც მიჩვევა და მასზე დამოკიდებულობა იცის, მაგრამ ეს დამოკიდებულობა საზიანო ნამდვილად არ გახლავთ, პირიქით. პიტნის ჩაის “კეთილ ნარკოტიკსაც” უწოდებენ.

* თუ პიტნის ჩაის დალევის სიხშირის გაზრდა (მივირთმევთ დღეში 3-4ჯერ) გამოიწვევს ანდროგენების მომატებისათვის ხელის შეშლას. ანდროგენები გახლავთ მამამაკცური ჰორმონები, რომელიც იწვევს ქალის არასასურველ ადგილებზე თმების ამოსვლას და ზრდას. შეიძლება ითქვას პიტნის ჩაის ხშირი და რეგულარული სმა ქალებს არასასურველი თმების მოშორებაში დაეხმარება დაეხმარება, ბუნებრივად და მარტივად. ეს ამერიკელი მეცნიერების ცდების შედეგად დადასტურდა.

* პიტნის ჩაი მნიშვნელოვნად ამცირებს ოფლიანობას და სიცხისგან შექმნილ დისკომფორტს.

როგორ დავამზადოთ პიტნის ჩაი ?

2ff69550592f

პიტნის ჩაი მზადდება საკმაოდ მარტივად. პიტნის რამდენიმე ფოთოლს დავასხამთ ადუღებულ წყალს და სურვილისამებრ გავუკეთებთ შაქარს, თუმცა რაც უფრო ნაკლები იქნება შაქრის ან სიტკბოს მიმცემი სხვა საშუალების მოცულობა, მისი სასარგებლო თვისებები უფრო ეფექტური იქნება.

პიტნის ჩაის ყველაზე გავრცელებული სახეობაა “მაროკოული პიტნის ჩაი”, რომელიც ასევე მარტივად მზადდება. პიტნის ფურცლებს მოვაშოროთ ღეროები და შაქართან ერთად მივათავსოთ ერთ ჩაიდანში, მწვანე ჩაი – მეორეში. პიტნის ჩაიდანში ჩავასხათ 1/4 მდუღარე წყალი, მდუღარე წყალივე დავასხათ მწვანე ჩაის და გავაჩეროთ სამი წუთის განმავლობაში. მწვანე ჩაი ფილტრის საშუალებით ჩავასხათ პიტნიან ჩაიდანში და ავურიოთ.

 

პიტნის ჩაის პაკეტების შეძენა თითქმის ყველა სუპერმარკეტში და ჩაის სახლში შეგიძლიათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ლიპტონმა” დაიწყო მისი წარმოება. ასევე ხშირად შეხვდებით მელისას ჩაის ან მწვანე ჩაის პიტნით, რაც ბევრად სასიამოვნო დასალევია და სიმართლე გითხრათ მეც ამ უკანასკნელის მომხმარებელი გახლავართ, თუმცა ახალი პიტნისგან დამზადებული ჩაი ბევრად სასარგებლოა.

მოკლედ, გირჩევთ, რომ შეუერთდეთ პიტნის ჩაის მსმელთა დიდ და ჯანსაღ ოჯახს.

Back to top button