უჩვეულო ავტომობილები: Le Truck, რესტორან-ავტობუსი
Le Truck-მა დაიწყო თავისი არსებობა, როგორც ჩვეულებრივმა სასკოლო ავტობუსმა, მაგრამ სულ მალე მისი „ცხოვრება“ მკვეთრად შეიცვალა. ორმა ამერიკელმა ბიზნესმენმა გამოისყიდეს ეს ავტომობილი და გადააკეთეს სრული აღჭურვილობით მოძრავ კვების ობიექტად ;
უფრო მეტიც, ბიზნესმენებმა რეკონსტრუქცია ჩაუტარეს ავტობუსს და მოცემულ მომენტში, Le Truck არის ერთ-ერთი ყველაზე მოდური რესტორანი გურმანებისათვის სან ფრანცისკოში. მსურველებს, რომლებსაც სურთ მოაწყონ დასამახსოვრებელი სადილი ამ ბორბლებიან დაწესებულებაში, საჭიროა ასე 2 კვირით ადრე წინასწარი ჩაწერა…
მძღოლის კაბინა დარჩა ხელუხლებელი, მაგრამ ინტერიერმა განიცადა „ზღვა“ ცვლილება: იგი მთლიანად გაიწმინდა ავტობუსის სავარძლებისგან და ორ ნაწილად გაიყო: მძღოლის კაბინის ჩაყოლებაზე დაიდგა მოხერხებული და კომფორტული დივნები, ხოლო მათ შორის დაამონტაჟეს დიდი და გრძელი მაგიდა, ხოლო ავტობუსის უკანა ნაწილში განათავსეს სამზარეულო, მისი ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო აღჭურვილობით: