ახალი ამბებისაქართველო

აჭარაბეთის პოკერის საერთაშორისო ტურნირში 100 000 დოლარი გათამაშდა

ტურნირის მთავარი გამარჯვებული, პრიზის მფლობელი, 21 წლის რომან აფანასენკა გახდა, რომელიც ბელორუსიდან თბილისში სპეციალურად ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

პოკერის საერთაშორისო ტურნირი RPT საქართველოში პირველად იმართება. როგორც “აჭარაბეთის” მარკეტინგის დირექტორი ოთო შალიკაშვილი აცხადებს, მსგავსი ტურნირი, “აჭარაბეთის” ორგანიზებით, სექტემბერში კიევში ჩატარდა, რამაც ტურნირის მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და გადაწყდა, რომ RPT საქართველოშიც ჩაეტარებინათ.

“RPT – ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი ლაივ-ტურნირების სერიის ბრენდი. თბილისი მას პირველად მასპინძლობს. “აჭარაბეთი” არის თანაორგანიზატორი და მასპინძელი ამ ტურნირის. მოთამაშეების რაოდენობამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.

ათასზე მეტი მოთამაშეა ჩამოსული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე, ევროპიდან. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ტურნირი. გარანტირებული საპრიზო ფონდი არის 600 000 დოლარზე მეტი.

ერთ-ერთმა მოთამაშემ მოიგო 100 000 დოლარი. წინ კიდევ დიდი ტურნირი გველოდება. ტურნირი მაღალ დონეზეა ორგანიზებული, დაწყებული ინტერნეტსაკვალიფიკაციო რაუნდებიდან. ერთ-ერთმა მოთამაშემ 33-თეთრიანი საკვალიფიკაციო რაუნდი გაიარა ჩვენს საიტზე და 40 ათას დოლარზე მეტი მოიგო.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი ამ ტურნირის, რომ შეიძლება ინტერნეტით მოსულმა მოთამაშემ ასეთი დიდი თანხა მოიგოს. იმდენად წარმატებულად მიმდინარეობს ეს ტურნირი, მომავალშიც ვგეგმავთ გავაგრძელოთ RPT-სთან თანამშრომლობა და ჩავატაროთ მსგავსი მასშტაბური ტურნირები”, – აცხადებს შალიკაშვილი.

ტურნირში გამარჯვებული რომან აფანასენკა კი აცხადებს, რომ თუ კიდევ გაიმართება მსგავსი ტურნირები, მონაწილეობის მისაღებად თბილისში ისევ ჩამოვა.

“ტურნირი ძალიან მომეწონა. კარგად არის ყველაფერი ორგანიზებული. ძალიან კმაყოფილი ვარ მოგებით, ვცადე და ყველაფერი გამომივიდა. აუცილებლად ჩამოვალ მომავალშიც”, – აცხადებს რომან აფანასენკა.

ტურნირი 15 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდება. 24 ნოემბერს MEGA EIVENT-ი გაიმართება, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი 150 000 დოლარია.

ამ დროისათვის მიმდინარეობს საკვალიფიკაციო სატელიტები, როგორც რეალურ, ასევე ონლაინ-რეჟიმში. გარდა ამისა, “აჭარაბეთის” ორგანიზებით, ტურნირის მონაწილეებისთვის ქართული კულტურის გასაცნობად სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ნათია ლეშკაშელი

®

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close