გართობაუცნაური

33 დაუჯერებელი ფაქტი ცნობილ ადამიანებზე

26ff4ce22390

ამ პოსტში თქვენ იხილავთ საკმაოდ დაუჯერებელ ფაქტებს ცნობილ ადამიანებზე, სწორედ იმ ფაქტებს, რომლებიც შეიძლება იმდენად შოკისმომგვრელი არ იყოს, თუმცა პოპულარული ადამიანების ცხოვრების საზოგადო პორტრეტის ჩარჩოებში არ ჯდება, ამიტომაც ისინიმუდამ ცდილობდნენ ეს ფაქტები არ გახმაურებულიყო, ანდაც უბრალოდ დროთა განმავლობაში ეს ფაქტი ყველას გადაავიწყდა. თუმცა, როგორც თქვენთვის კარგად არის ცნობილი – ადამიანის ცნობისმოყვარეობას რა გამოეპარება…ამ ადამიანების ბიოგრაფიას არ მოვყვები, ამიტომაც ვინც არ იცით რომელიმე მათგანი(თუმცა ეჭვი მეპარება ასეთი იყოს ვინმე) ვიკიპედიის პირდაპირ ბმულს მოგცემთ .

დავიწყოთ #33 ელვის პრესლი

a7a6beec43f3

ელვის პრესლის თმის ბუნებრივი ფერი იყო ქერა, მან თმები შეიღება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს. მისი თმა ყველას შავი ეგონა, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ საღებავი იყო.

#32 სიმონ ქოუელი

5872afae43e0

სიმონ ქოუელი მოსამსახურე/მუშად მუშაობდა სტენლი კუბრიკის ძალიან ცნობილ ფილმ “The Shining”-ში, იგი ლესავდა ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახს(თუ კინო ნანახი გაქვთ მიხვდებით აუცილებლად რა ნაჯახზეა საუბარი).

#31 მარკ ვოლბერგი

619591b926ca

ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა რეპერმა 1988 წელს მხოლოდ 45 დღე გაატარა ციხეში რასისტული მოტივით უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმის გამო. 2 დაზარალებულისგან 1 ბრმა დარჩა. საწყის ეტაპზე მარკს განზრახი მკვლელობისთვის დებდა სასამართლო ბრალს, შემდეგ კი ბრალდება მოეხსნა და 45 დღეში ციხიდან გამოუშვეს.

#30 ჯეიმს დუანი

ec76860a779a

მეორე მსოფლიო ომში ჯეიმსი კანადის არმიაში მსახურობდა. მან 2 გერმანელი სნაიპერი მოკლა და 6-ჯერ იქნა დაჭრილი.

#29 ლი ჰარვი ოსვალდი

1adf2abaf231

“Idle Warriors” არის  ერთერთი  იმ  წიგნთაგანი,  რომელიც  ლი  ჰარვი   ოსვალდზე  დაიწერა.  იგი  დაწერა  კერი თრონლიმ ჯონ კენედის  მკვლელობამდე 21 თვით ადრე.

#28 ჯონი ქეში

c17b8fdae387

ცნობილმა მუსიკოსმა, ჯონ ქეშიმ, დაწერა მეცნიერულ-ფანტასტიკური წიგნი 21-ე საუკუნის  ამერიკაზე,  რომელიც  რუსეთში  გამოუშვეს სახელად “The Holografik Danser”

#27 რობ რიგლი

56e7e8dfb8a1

ცნობილი კომიკოსი 22 წელი მსახურობდა ამერიკის საზღვაო ქვეით ჯარში. იგი გაგზავნილი იყო კოსოვო, ლიბერიასა და ავღანეთში. მას ლეიტენანტი კოლონელის წოდება მიენიჭა, თუმცა ესეც, ისევე როგორც ზემოთ ნახსენები მაგალითები არ არის “ყველასთვის” ცნობილი ფაქტი.

#26 Ruth Westheimer

b3ae9a8b4c58

საკმაოდ ცნობილი ამერიკელი სექსოლოგი, რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, იგი არის გამოცდილი სნაიპერი. მას შეუძლია “სტენის” მოდელის ავტომატური სნაიპერი წუთზე ნაკლებ დროში ააწყოს.

#25 მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორი

dfcab834706b

იგი ცნობილი “Star Trek”-ის დიდი თაყვანისმცემელი იყო. ასევე იგი ნიშელ ნიკოლსის(ლეიტენანტი უჰურა ფილმში) დიდი ფანი იყო.

#24 ჰარისონ ფორდი

35ab7294a9b4

ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის, ინდიანა ჯონსის როლის შემსრულებელი ჰარისონი, 35 წლის ასაკში ფრანცის ფორდ კოპოლასთან კაბინეტში შესვლის დროს კარებში შეხვდა სტუდიის მთავარ ხელმძღვანელს და ასევე ახალი ფილმისთვის მსახიობების კასტინგის თავმდჯომარეს, რომელმაც ფორდს მამაკაცის როლისთვის განკუთვნილი ტექსტის წაკითხვა სთხოვა. სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა ჰარისონისთვის გადამწყვეტი. ეს ფილმი იყო “ვარსკვლავური ომები”, ამ დღის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
#23 დევიდ ბოუი

7b2ab81af09d

ცნობილმა როკერმა 15 წლის ასაკში გოგოს გამო იჩხუბა, რის შედეგადაც მას სამუდამოდ გაუფართოვდა თვალის გუგა.

#22 ადოლფ ჰიტლერი

f4f3dd66ff21

ერთხელ მას უთხრეს, რომ მოკლე ულვაში რომელსაც იგი ატარებდა მოდური არ იყო, მან კი ასე უპასუხა:

“თუ ესეთი ულვაში ახლა არ არის მოდური, მომავალში აუცილებლად გახდება, რადგან მე ვატარებ მას”

#21 დევიდ ლინჩი

45965932c273

დევიდ ლინჩს ოფიციალურად შესთავაზეს ვარსკვლავური ომების მე-6 ნაწილის რეჟისორობა, თუმცა მან უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე.

#20 ვანჯელისი

ed6e9e69bf2a

ვანჯელისი, ელექტრო მუსიკის ერთ-ერთი  პიონერი, რომელმაც შექმნა საუნდტრეკები “Blade Runner” და “The Bounty”-ისთვის , მან  ასევე აკადემიური ჯილდო მიიღო “Chariots of Fire”-ისთვის  დაწერილი  მუსიკისთვის.  ამაში უცნაური  არაფერი  იქნებოდა , მას  რომ  მუსიკის რომელიმე ნოტის წაკითხვა მაინც რომ შეძლებოდა(ანუ მან არ იცოდა მუსიკის არცერთი ნოტის წაკითხვა).

#19 ბრიუს დიკინსონი

c927ffe8f68f

ბრიუსი არამარტო “Iron Maiden”-ის სოლისტია, არამედ არის მსოფილო დონის მოფარიკავე, მწერალი და თვითმფრინავი “ბოინგ 757”-ის ლიცენზირებული პილოტი.

#18 სტივ ჯობსი

26ff4ce22390

სტივ ჯობსი ვეგეტარიანელი გახდა იმის იმედით, რომ ეს “დიეტა”  მას შეუმცირებდა ბანაობის საჭიროებას, ანუ უფრო იშვიათად დაიბანდა ტანს.

#17 ბილ მიურეი

ef056d2c4722

1970 წელს ცნობილი მსახიობი და კომიკოსი დაიჭირეს კონტრაბანდის ბრალდებით. იგი ცდილობდა ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტიდან 10 გირვანქა( 4 535.9237 გრამი) მარიხუანის გატანას.

#16 ბილ გეითსი

4e44b18316f5

ახალგაზრდა ბილს სკოლაში დაავალეს პროგრამის კოდის დაწერა, რომელიც გაანაწილებდა მოსწავლეებს კლასებში, ანუ პროგრამას შემთხვევითობის წესით უნდა აერჩია, თუ რომელი მოსწავლე რომელ კლასში მოხვდებოდა. ბილ გეითსმა კი ამ პროგრამის ისეთი კოდი დაწერა, რომ თვითონ გოგონებით სავსე კლასში მომხვდარიყო.

#15 ისააკ ასიმოვი

68fcf7295147

ასიმოვმა იმდენი ნოველა, მოკლე ისტორიების კრებულები და ესეები დაწერა, რომ ყოველ კვირა 1 წიგნის ბოლომდე წაკითხვის შემთხვევაში, თქვენ 9 წელი მოუნდებით ისააკის ყველა გამოშვებული წიგნის წაკითხვას..

#14 მელ ბლანკი

3c5876526aca

მელ ბლანკი, ცნობილი მულტფილმის გმირის, ბაგს ბანის ხმის მსახიობი, კომიკოსი და ასევე სხვა ანიმაციური გმირების გამმხომავენებლი, 1961 წელს ავარიაში მოხვდა, რომელიც თავისთვის კინაღამ ფატალური შედეგით(სიკვდილით) დასრულდა. იგი 3 კვირა იყო კომაში. უამრავი ცდის შემდეგ, რომ კომიდან გამოეფხიზლებინათ ბლანკი, ექიმმა ბოლოს შემდეგნაირ ტაქტიკას მიმართა:

ექიმი:”ბაგს, გესმის ჩემი?”

კომაში მყოფი ბლანკი ბაგსის ხმით პასუხობს:”What’s up, Doc?”

კომიდან გამოსვალმდე ექიმი ბლანკთან კონტაქტს მხოლოდ ამ ფორმით ახერხებდა. ანუ ბლანკს მიმართავდა როგორც რომელიმე მის მიერ გახმოვანებულ პერსონაჟს(მაგალითად ბაგსით მიმართავდა).

#13 გრეტა გარბო

fd9315804542

შვედმა ლეგენდალურმა მსახიობმა, გრეტა გარბომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განაცხადა:”ჰიტლერს ყოველთვის უნდოდა ჩემი ნახვა. მსოფლიო ომი რომ არ დაწყებულიყო მაშინ, როდესაც დაიწყო, მე უკვე ჩასული ვიქნებოდი ბერლინში, შევხვდებოდი ჰიტლერს მარტო და საფულიდან ამოვიღებდი იარაღს, რომლითაც მას ვესროდი. ჩემზე ეჭვს კი ვერავინ აიღებდა.”

#12 Steve Buscemi

66e587aa3359

ცნობილი მსახიობი NYFD(New York Fire Departament)-ის ყოფილი მეხანძრე ყოფილა. 9/12/2001, ამ დღეს კატასტროფის შემდეგ იგი 12 საათის გამნავლობაში ეძებდა გადარჩენილებს ნანგრევებში. ამ ინფორმაციას იგი მკაცრად არ ასაჯაროვებს და ინტერვიუებზეც უარს ამბობს, თუმცა ამის დამამტკიცებელი სურათიც არსებობს.

#11 მაიკლ ჯორდანი

640c93028193

ლეგენდალური კალათბურთელი ცნობილი სპორტული ფირმა “Nike”-სგან აკეთებს იმაზე მეტ ფულს, ვიდრე “Nike”-ის მალაიზიაში არსებული ქარხნის მომუშავე ყველა მუშა ერთად აღებული.

#10 ბობ მარლი

b82dc1c63e07

ბობ მარლის მამა იყო თეთრკანიანი. იგი მსახურობდა თეთრი ინგლისელ-ჯამაიკელების საზღვაო ფლოტში.

ბობ მარლის რცხვენოდა თავისი ბირასიული წარმომავლობის, ანუ 2 სხვადასხვა რასის მშობლის  ყოლის (მას  დედა  შავკანიანი,  ხოლო  მამა თეთრკანიანი ყავდა). იგი იმდენად იყო გაბრაზებული მამამისზე, რომ ამან მთელ მის კარიერაზე იქონია გავლენა.

#9 ჯეიმს ირლ ჯონსი

9f649e99fb11

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ხმის მსახიობი, რომელსაც აქვს შესანიშნავი ხმა.  რამდენადაც გასაკვირი არ უნდა  იყოს  ჯეიმსი პატარაობისას ენაბლუ  იყო, რისიც მას ძალიან რცხვენოდა, ამის გამო იგი მთელი 8 წლის განმავლობაში ხმას არ იღებდა.

#8 დრ. სეუსი

808730f95bc0

ცნობილი ანიმაციური ფილმების სცენარისტი. მან “მწვანე კვერცხები და ლორი” დაწერა სანაძლეოს გამო , რომელიც მას ქონდა დადებული ერთ-ერთ გამომცემლობასთან. სანაძლეოს შინაარსი იყო, რომ სეუსი ვერ შეძლებდა წიგნის დაწერას მათ მიერ ჩამოთვლილი 50 სხვადასხვა სიტყვის გარეშე. “მწვანე კვერცხები და ლორი” ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნია.

ეს 50 სიტყვა იყო:

“a, am, anywhere, are, be, boat, box, car, could, dark, do, eat, eggs, fox, goat, good, green, ham, here, house, I, if, in, let, like, may, me, mouse, not, on, or, rain, Sam, say, see, so, thank, that, the, them, there, they, train, tree, try, will, with, would, you.”

#7 თეოდორ რუზველტი

4b1ec6b4d797

იგი საშუალოდ ყოველ დღე 1 წიგნს კითხულობდა, პრეზიდენტობის დღეებშიც კი.

#6 კეირა ნაითლი და ნატალი პორტმანი

296c3dc5b473

“ვარსკვლავური ომების” გადაღების დროს ისინი ისე გავდნენ ერთმანეთს, რომ მათ მშობლებსაც კი უჭირდათ მათი ერთმანეთისგან განსხვავება.

#5 ფიდელ კასტრო

17e5d9de8455

კუბის ლიდერი, ფიდელ კასტრო, ჰოლივუდის 2 ფილმში გამოჩნდა.

ეს ფილმები არის: “Holiday In Mexico”; “Easy To Wed”

#4 ნიკოლას ქეიჯი

dec57f512109

ცნობილ მსახიობს სახლში შინაურ ცხოველად რვაფეხა ყავდა. იგი რვაფეხას მოძრაობებს სწავლობდა, ეს ეხმარებოდა მას პროფესიის დახვეწაში.

#3 Buzz ოლდრინი

0cc0e185a5a8

ოლდრინი, ანუ მეორე ადამიანი რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი. 40 წლის შემდეგ რაც მან მთვარეზე “იმოგზაურა”, დაწერა  რეპი  სნუფ დოგის ხელმძღვანელობით, სახელად “The Rocket Experience”

#2 ჯონ ადამსი

40a20e0f3f9d

ჯონ ადამსი ა.შ.შ-ს მეორე პრეზიდენტი იყო. მას თეთრ სახლში ყავდა ძაღლი, სახელად სატანა(Satan).

#1 ვუდი ჰარლსონი

90ca52cbe591

ცნობილი ამერიკელი მსახიობის მამა დაქირავებული მკვლელი იყო.

 

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button