არქივი

თაფლი,დამზადების პროცესი და სასარგებლო თვისებები

stolen honey
მწერებს და მათ შორის ფუტკარს, კარგად აქვთ განვითარებული ყნოსვა და დიდი მანძილიდან შეუძლიათ
იგრძნონ თაფლის სუნი.ფუტკრები ფიჭის უჯრედებში იჩეკებიან, ხოლო დედები ფიჭის ქვედა ნაწილში,
ექვსი ან შვიდი, სხვადასხვა ადგილას განლაგებულ და მუშა ფუტკრის ბარტყისგან განცალკევებულად
სადედეებში. დედა არასოდეს სტოვებს სკას საკვების ან სხვა დანიშნულებისთვის, გარდა ნაყრობისა,
და თუნდაც ნაყარი ცალკე გაფრინდეს, მძაფრი ყნოსვის წყალობით დაბრუნდება და მიაგნებს ადგილს,
სადაც დედა იმყოფება. ასევე ამბობენ რომ თუ დედას ფრენა არ შეუძლია, ნაყარს მიჰყავს ის, და
თუ დედა მოკვდა, ნაყარიც იღუპება. დედების 2 ტიპი არსებობს, წითელი რომელიც საუკეთესოა და
რუხი, ზოლებიანი. და ზომით მუშა ფუტკარს 2 ჯერ აღემატება.

bees
მამალი სხვაგვარია, ის ზომაში ყველას აღემატება, ნესტარი არა აქვს და ბრიყვია.” ეხლა
კი მოდის ადგილი, რომელიც 2500 წლის წინ იცოდნენ, დღეს კი ბევრმა არ იცის: ”მუშა
ფუტკრებისთვის სასარგებლოა მამლების ყოფნა მათ შორის, რადგან მამლების ყოფნა მათ
მწარმოებლურობას ზრდის.

pollination
ფუტკრები , რომლებიც ჰყავთ დასახლებულ ადგილებში განსხვავდებიან მთის ფუტკრებისგან,რომლებიც
ტყეში ცხოვრობენ, ისინი მეტად ბუსუსებიანი, ზომით მცირე, მეტად შრომისუნარიანი და აგრესიულები
არიან. კარგი ფუტკრები სწორ ფიჭებს აშენებენ, პრიალა ზედაპირით. ფუტკრები გაზაფხულს იწყებენ
ფიჭის შენებით, რომელშიც ზრდიან ბარტყს, შემდეგ ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში ფიჭებში
აგროვებენ თაფლს, რომელიც არის მათი საკვები , ხოლო შემოდგომის თაფლი უმჯობესია. ფუტკრები
სამამლეებს მხოლოდ მაშინ აშენებენ, როცა თაფლი უხვადაა.

bee
ფუტკარი თითო სამუშაო გაფრენისას არ მუშაობს სხვადასხვა ყვავილებზე, არამედ იისფერიდან გადადის
იისფერზე და არ ეხება სხვა სახეობებს , სანამ შინ არ მოვა.

თაფლი კიბოს წინააღმდეგ
ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევების მიხედვით თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ანტიოქსიდანტები
ორგანიზმის ჯანმრთელობაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ანტიოქსიდანტი არის მოლეკულათა ჯგუფი,
რომელიც ხელს უშლის ან ანელებს სხვა მოლეკულების დაჟანგვის პროცესს. ორგანიზმში ჟანგვითი
პროცესები ბუნებრივი სასიცოცხლო აუცილებლობაა, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს ე.წ. ”თავისუფალი
რადიკალების” წარმოქმნა. თავისუფალი რადიკალი არის მაღალი აქტივობის დესტრუქციული მოლეკულა,
რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესების დროს. თავის მხრივ თავისუფალი რადიკალები
იწვევენ ჯაჭვურ რეაქციას და აზიანებენ უჯრედებს. სწორედ უჯრედების დაზიანება იწვევს ორგანიზმში
არასასურველი მოვლენების განვითარებას, სწრაფ დაბერებას და დაავადებებს, როგორიცაა კიბო და
გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები. ორგანიზმს გააჩნია რესურსი თავისუფალი რადიკალების
გაუვნებელყოფისა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, გაუვნებელყოფის ეს პროცესი კლებულობს და
თავისუფალი რადიკალები მეტად აზიანებენ უჯრედებს, დნმ–ის მოლეკულურ სტრუქტურებს, და იწვევენ
სწრაფ დაბერებას, კიბოს, არტრიტს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და სხვა. სწორედ ამ
პროცესში გადამწყვეტ დახმარებას გვიწევს საკვებთან ერთად მიღებული ანტიოქსიდანტების ჯგუფი,
რომლებიც წყვეტენ დამანგრეველ ჯაჭვურ რეაქციას ანეიტრალებენ რა თავისუფალ რადიკალებს და
ხელს უწყობენ ნორმალურ ჟანგვით პროცესებს.

თაფლში , ისევე როგორც ხილსა და ბოსტნეულში აღმოჩნდა ანტიოქსიდანტი პოლიფენოლების ჯგუფიდან
(Phenol antioxidant). მაგრამ თაფლი როგორც ცნობილია ძალზე არასტანდარტული და ნაირგვარი
შემადგენლობისაა, რაც დამოკიდებულია ნექტარის მომწოდებელ მცენარეთა ნაირფეროვნებაზე.
ამიტომ თაფლში ანტიოქსიდანტური შემადგენლობის პროცენტი მერყეობს. როგორც დადგინდა,
თაფლში ანტიოქსიდანტების რაოდენობა დამოკიდებულია მის ფერზე. უმეტესი ანტიოქსიდანტები
აღმოჩნდა სხვადასხვა წარმოშობის მუქი ფერის თაფლებში, ღია ფერისებში კი ნაკლები. მაგალითად
სამყურა ბალახის თაფლი , ანტიოქსიდანტის შემადგენლობით სიის შუაში აღმოჩნდა, წიწიბურას თაფლი
კი ერთ–ერთი მეწინავეა. ასევე მაღალი შემადგენლობა აქვს სალბის, წაბლის, ნისას, თხაწართხალას და
სხვა მუქი ფერის თაფლებს.

თაფლი როგორც ანტიოქსიდანტური შემცველობის საკვები ვერ შეცვლის ხილს და ბოსტნეულს,
მაგრამ ის შესანიშნავი საკვები დანამატია ამ თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ შაქრისგან
განსხვავებით ის გასუქებას არ იწვევს და დამატებით 200 მდე სხვადასხვა სასარგებლო კომპონენტს შეიცავს.
დღეში 6 – 10 სუფრის კოვზი თაფლის მიღება მკვეთრად აუმჯობესებს სისხლში ანტიოქსიდანტების კონცენტრაციას.
ამავე დროს ის არ უნდა გაურიოთ ცხელ ჩაიში ანდა არ გავაცხელოთ, არამედ მივიღოთ კოვზით, დაგემოვნებით.
ის მალე იწვევს დანაყრების შეგრძნებას და ზედმეტი საკვების მიღებას თავიდან აგვაცილებს.
honey

თაფლი აახალგაზრდავებს
თაფლი მრავალი კოსმეტიკური ნაწარმის შემადგენლობაში შედის. ის კარგად აღწევს კანის უმცირეს ფორებშიც კი,
კვებავს მას და წყლის ბალანსს არეგულირებს, რაც კანს დაბერებისა და ნაადრევი ნაოჭების გაჩენისაგან იცავს.
თაფლში შემავალი ნივთიერებები კანის უჯრედების კვებასა და სუნთქვას აუმჯობესებენ, ჯირკვლების სეკრეციას
არეგულირებენ და ნერვული სისტემის ფუნქციას სტიმულს აძლევენ.დღეს ფუტკრის პროდუქტების
ბაზაზე დამზადებული მრავალი კოსმეტიკური საშუალება იყიდება. თუმცა თავადაც შეგიძლიათ ნიღბებისა და
ბალზამების დამზადება. გაგაცნობთ ზოგიერთი მათგანის დამზადების წესს.
photo 2
ლოსიონი
ყოველდღიურად კანის გასაწმენდად ადვილი მოსამზადებელია თაფლის ლოსიონი. მას ერთი კვირის სამყოფს
ამზადებენ და მინის ჭურჭელში ინახავენ.თაფლის წყალი მზადდება ერთი სუფრის კოვზი თაფლისა
და ორი ჭიქა წყლისაგან. ეს ნარევი კარგად წმენდს კანს და მას ხავერდოვანს ხდის.

თაფლის ლოსიონი
საჭიროა: ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი, ერთი სუფრის კოვზი არაყი, 0,2 ჩაის კოვზი
ბორაკი და 0,5 ჭიქა წყალი. ჯერ თაფლი შეურიეთ გლიცერინში, შემდეგ წყალი დაუმატეთ, რომელშიც წინასწარ
იქნება გახსნილი ბორაკი. არაყი ბოლოს ჩაასხით. ლოსიონი წმენდს და არბილებს კანს.

ნიღბები ნორმალური კანისთვის
აიღეთ სუფრის კოვზი თაფლი, 7-10 ლიმონის წვეთი და ცოტა შვრიის ფქვილი. ყველაფერი აურიეთ და ფაფა სახეზე
დაიდეთ. 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი აუმჯობესებს სახის ფერს, კანს კარგად კვებავს,
გლუვსა და ნაზს ხდის.ორი საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი
თაფლი, 15-20 წუთი გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანს აცოცხლებს.

პრობლემური კანისთვის
ერთი ჩაის კოვზი ყვითელგულას ნაყენი გახსენით 1 ჭიქა ადუღებულ წყალში. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი
თაფლი და კარგად აურიეთ. გამოიყენეთ ფერისმჭამელების დროს.ორი სუფრის კოვზი
გახსენით 50 მლ გვირილის ნაყენში. გამოიყენეთ გამწმენდი ნიღბის სახით კანზე ანთებითი პროცესებისა
და ფერისმჭამელების დროს. ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. ოცი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მშრალი კანისთვის
30 გრ ხორბლის ფქვილი, 50 გრ თაფლი და 20 გრ წყალი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მარლის ტამპონით სახეზე დაიდეთ.
15-20 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.

ცხიმიანი კანისთვის
ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი რძე, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის
წვენი. მარლის ტამპონით სახეზე წაისვით და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გადაივლეთ გვირილის ნაყენი.

შერეული კანისთვის
ერთი ნაჭერი შავი პურის გული 30 მლ ცხელ რძეში დაალბეთ, გასრისეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი
სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. სახის მშრალ ადგილებზე მკვებავი კრემი წაისვით და შემდეგ მთელ სახეზე ნიღაბი დაიდეთ.
15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

წყარო : www.reitingi.ge

vendetta

me var studenti miyvars saintereso da shemecnebiti gadacemebis yureba

მსგავსი ამბები

Back to top button